ვერძი
ვერძები უხერხული მდგომარეობიდან არანაირად არ გამოდიან. ზოგჯერ გგონია, რომ მათ სხვა ადამიანების აზრი სულაც არ ადარდებთ. საკუთარი ფიასკოს მიმართ საზოგადოებრივი ყურადღება შეუძლიათ სულაც არ შეიმჩნიონ. გუბეში გაილუმპა, და მერე რა?
კურო
კუროები თავიანთი კურიოზული შეცდომის ანდა საშინელი უიღბლობის შესახებ ხუმრობას იწყებენ. ეს მათ გულწრფელად გამოსდით. ამასთანავე, გარეშე ხალხი რეალურად იწყებს სიცილს და ამის გამო კურო კიდევ უფრო უყვარდებათ. ეს იშვიათი უნარია, რომელიც ტალახით მოთხვრილ კუროებს დამატებითი ქულების მოპოვებაში ეხმარება.
ტყუპები
კურიოზულ ვითარებაში მოხვედრილი ტყუპები ისეთნაირად ატრიალებენ საქმეს, რომ საზოგადოება მათი მასხარად ამგდების დაცინვას იწყებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტყუპები მსხვერპლიდან მტაცებლად იქცევიან.
კირჩხიბი
კირჩხიბი, უბრალოდ, გაჩუმდება. აბა, სხვა რა ქნას? რაც ნაკლებს ილაპარაკებს მომხდარზე, მით მალე დაავიწყდებათ. მოკლედ, საჩოთირო მდგომარეობიდან გამოსვლა კირჩხიბებს საერთოდ არ ეხერხებათ.
ლომი
ლომი მოხერხებულად დაგვანახებს, რომ ის მხიარულობს და რომ ვითარებას სახალისოდ აღიქვამს. და საზოგადოებაც დაუჯერებს მათ. ეს ძლიერი მხარე ლომებს ბუნებამ უსახსოვრა. ძალიან კურიოზული ვითარებაც რომ იყოს, თუ ლომი არ გაიცინებს, ვერც სხვები გაბედავენ სიცილს.
ქალწული
კურიოზულ ვითარებაში მოხვედრილი ქალწული ძლიერად და ხმამაღლა იგინება. ამიტომაც ადამიანებს ის კი არ ემახსოვრებათ, როგორ გაუსრიალდა ქალწულს ფეხი ბანანის ქერქზე, არამედ როგორი რეაქცია ჰქონდა მას ამ ინციდენტზე. სწორედ ქალწულის რეაქცია იქნება ყველაზე დასამახსოვრებელი.
სასწორი
უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი სასწორი ვერ ისვენებს და გვაგრძნობინებს, რომ ყველაფერი კარგადაა. როცა ისინი ეცემიან, ამას გრაციოზულად აკეთებენ, თუმცა სინამდვილეში შესაძლოა, ასეც არ იყოს. სასწორი გამვლელი მანქანის მიერ მიშხეფებულ ტალახშიც კი სილამაზეს ეძებს.
მორიელი
მორიელების კრიტიკულ ვითარებებში ქმედება ანალიზს არ ექვემდებარება. მათი რეაქცია იმდენად საყვარელია, რომ დაცინვის საბაბს არ იძლევა.
მშვილდოსანი
მშვილდოსანს სულაც არ ადარდებს, რას ფიქრობთ მასზე. ისინი უხერხული ვითარებიდან გამოსვლასაც კი არ ცდილობენ - მათ ეს ინციდენტი სულაც ფეხებზე კიდიათ. ამის გამო, ყველას ყველაფერი სწრაფად ავიწყდება.
თხის რქა
თხის რქა იმდენად სერიოზულ სახეს იღებს, რომ შეიძლება სიცილით გასკდეთ, თუმცა აქამდე საქმე არ მივა: როგორც კი სიცილს დააპირებთ, შესაძლოა, თავში სკამი ან სხვა რაიმე მძიმე ნივთი მოგხვდეთ - გააჩნია, თხის რქის გვერდით რა საგანი აღმოჩნდება. არავის არ ავიწყდება თხის რქების კონფუზი, მაგრამ მათ შესახებ ხმამაღლა საუბარს ერიდებიან, რათა პრობლემები არ შეექმნათ.
მერწყული
მერწყული თავისი მისამართით იუმორს მშვიდად იღებს, მთავარია, საზღვრებს არ გადახვიდეთ. მათ თავადაც კარგად შეუძლიათ საკუთარი თავის დაცინვა. ისინი საკმაოდ ბრძენები არიან, რათა მიხვდნენ: მისი ფიასკოს მოწმეთა შეჩერება შეუძლებელია.
თევზები
დაცინვის ობიექტად ყოფნას თევზები ძლიერ განიცდიან. ვერ იტანენ, როცა ფიასკოს გამო საყოველთაო ყურადღების ცენტრში ხვდებიან და ზეცის მადლიერნი არიან, თუკი იქვე გვერდით რთულ მდგომარეობაში ვინმე სხვაც აღმოჩნდება. ზოდიაქოს ამ ნიშანს უხერხული ვითარების მიმართ წინააღმდეგობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.