ზოდიაქოს ამ 6 ნიშანს ადამიანები გულზე არ ეხატებიან

თემატური ჰოროსკოპი

29 აპრილი 14:00, 2018 წელი

ისინი ხშირად გაურბიან ადამიანთა გარემოცვას, უკარებები არიან და ზოგჯერ ტკბებიან კიდეც კაცთმოძულეობით (მიზანტროპიით). ეს მიდრეკილება შეიძლება მათი ცხოვრების მთავარი ფილოსოფია იყოს. 

ვერძი
ვერძები  თავდაჯერებულ, დამოუკიდებელ და წარმატებულ ადამიანებს შინაგანად ვერ იტანენ. მაღალი თვითშეფასება და საკუთარი თავის სიყვარული - კარგი თვისებებია, სანამ ვერძს არ შეეხება. თუკი ვინმე მუდმივად ტრაბახობს და ვერძთან თავისი მიღწევების დემონსტრირებას ახდენს, ეს უკვე სიძულვილის აშკარა მიზეზი ხდება. ვერძს არ შეუძლია, თავი ჩამორჩენილად იგრძნოს და თუ თქვენ წარმატებას აღწევთ, ვერძი არაფერს არ იტყვის, მაგრამ გულში შეგიძულებთ. ასე რომ, საკუთარი წარმატებები თქვენთვის შეინახეთ.

კირჩხიბი
ვინც მათ არ უსმენს ანდა იგნორირებას უკეთებს, კირჩხიბებს ყველა სძულს. თუკი კირჩხიბი გრძნობს, რომ ადამიანს მისი განცდები ფეხებზე კიდია, მაშინ ის ძლიერ ბრაზდება. კირჩხიბს განსაკუთრებით არ მოსწონს, როცა მისი სიტყვის არ სჯერათ და მის უნარებში ეჭვი ეპარებათ. ამ ნიშნის ყველა წარმომადგენელს თავდაჯერებულობასთან პრობლემები აქვს, ამიტომაც ფარული მტრის გაჩენა თუ არ გსურთ, ნუ შეეხებით. თუკი კირჩხიბი ფიქრობს, რომ მას არ აფასებთ, ამას დიდხანს დაგიმახსოვრებთ.

ქალწული
ქალწულს არ მოსწონს ადამიანები, რომლებიც მისგან განსხვავებულად იქცევიან. მას ასევე არ მოსწონს ქარაფშუტები, არასერიოზულები და ზარმაცები. ამას გარდა, თუკი ნიჟარაში ჭუჭყიანი ჭურჭელი დაგრჩებათ, ანდა რაიმეს თავის ადგილს არ მიუჩენთ, ის ამას დიდხანს დაგიმახსოვრებთ. ამას გარდა, ქალწულები ძალიან ჭკვიანები არიან და ინტელექტით დაბლა მდგომი ადამიანები მათ გამოფიტვას, გადაღლასა და გაღიზიანებას იწვევენ. როცა ქალწული ვისიმე გაუნათლებლობით ანდა უცოდინარობით გაოცებულნი რჩებიან, ისინი ამ ადამიანის ჩუმად სიძულვილს იწყებენ.

მორიელი
მორიელი ძალიან ეჭვიანია და მუდამ ჰგონია, რომ მისი მოტყუება და გაცურება სურთ. თქვენ მორიელის ნდობა უნდა დაიმსახუროთ. ეს პროცესი საკმაოდ გრძელი და რთულია. ამიტომ თუკი ვინმემ მორიელს მისდაუნებურად აწყენინა, მაშინ საკმაოდ სასტიკ და დახვეწილ შურისძიებას უნდა ელოდოს. თუკი ზოდიაქოს ამ ნიშანს ძლიერ გააბრაზებენ, მაშინ ის გარშემო ყველას ერთიანად შეიძულებს.

თხის რქა
მათ ადამიანები ორ შემთხვევაში სძულთ: როცა ადამიანები მათ არ ეთანხმებიან და ეკამათებიან და როცა ადამიანებს მათ გამოცდილებაში ეჭვი ხმამაღლა შეაქვთ. თხის რქებმა იციან, რასაც აკეთებენ და არ უყვართ, როცა მუდმივად  უთვალთვალებენ. ეს ნიშანი ყველაზე საიმედო და შრომისმოყვარეა, ამიტომაც ყველა უადგილო მრჩეველი მათ გაღიზიანებას იწვევს. თხის რქას არ ესაჭიროება რჩევა ანდა შეფასება. შეეცადეთ, გააკრიტიკოთ თხის რქა ანდა მის ნაკლზე ისაუბროთ და არაკეთილისმსურველი დიდი ხნით გარანტირებულად გეყოლებათ.

მერწყული
მერწყული ადამიანებს იღებს ისეთებს, როგორებიც ისინი არიან. მათ გულღია და ჭეშმარიტი ადამიანები უყვართ. მას არ უყვარს ნიღაბსამოფარებული და ყალბი იმიჯის მქონენი. თუკი მერწყულის გვერდით ალალი არ იქნებით, მაშინ მას თქვენი ატანა გაუჭირდება. ამ ნიშანს ასევე არ მოსწონს ადამიანები, რომლებიც მის შეცვლას შეეცდებიან. ისინი არა მხოლოდ არ შეიცვლებიან, არამედ ჩუმად შეგიძულებენ და გაგეცლებიან.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?