ყოველივე ამის მიუხედავად, ზოგი ჩვენგანი ახლობელი ადამიანის მიმართ ინტერესს სწრაფად და ადვილად კარგავს. ეს ადამიანები ყველაზე ხშირად სამი ზოდიაქოს - მერწყულის, ტყუპებისა და მშვილდოსნის წარმომადგენლები არიან.
მერწყული
მერწყულს საკუთარი სიყვარული პატარა ულუფებით უნდა უწილადოთ. ისინი ხომ ჰაერის ნიშნის ერთ-ერთი ყველაზე მოუხელთებელი წარმომადგენლები არიან. მერწყულებს ცხოვრების საკუთარი პირობებით გატარება ურჩევნიათ. ისინი აკეთებენ იმას, რაც სურთ. თუკი მასთან თქვენი ურთიერთობა ძალიან სწრაფად ვითარდება, დარწმუნებული იყავით, მერწყული თქვენგან ძალიან შორს და სამუდამოდ გაიქცევა.
საქმე მარტო ის კი არაა, რომ მათ მარტოობა სურთ, უბრალოდ, ისინი ურთიერთობას ძალიან სერიოზულად ეკიდებიან და ამიტომაც ხანგრძლივ ურთიერთობას ნებისმიერთან არ ამყარებენ. ისინი წლობით დარჩებიან მარტო, სანამ არ იპოვიან იმას, ვინც მათ სულს მოეწონება.
ტყუპები
ტყუპებს რომანტიკა იტაცებთ. უბრალოდ, ისინი ამ რომანტიკას ბევრს უწილადებენ. თუკი ტყუპებს ყოველ შემხვედრთან ფლირტის უფლებას მისცემთ, გაგიკვირდებათ, იმდენად დიდხანს იქნებიან ისინი თქვენს გვერდით. პრობლემა სორედ ისაა, რომ ბევრს ამდენის მოთმენის უნარი არ აქვს. თუკი ტყუპებს თქვენს თავდაჯერებულობაში ეჭვი შეეპარა, მაშინ მალე გაგექცევათ მეტად თავდაჯერებულ პარტნიორთან.
მშვილდოსანი
მშვილდოსნები, პირველ რიგში, დიდ ყურადღებას თავიანთ გაუმაძღარ მოთხოვნილებას და თავგადასავლებს ანიჭებენ, აღმოაჩინონ რაღაც ახალი, იმოგზაურონ, შეხვდნენ ახალ ადამიანებს - აი, რა სურს მშვილდოსანს ბედნიერებისთვის. სერიოზულ ურთიერთობებს თან კომპრომისები და მსხვერპლი ახლავს. აქედან არცერთ მცნებას მშვილდოსანი არ ეთანხმება.
მაგრამ თუკი ისეთ პარტნიორს შეხვდებიან, რომელიც მათი ცხოვრების წესს ეთანხმება და წამოწყებებში მხარს აუბამს, ისინი მასთან სამუდამოდ დარჩებიან. მშვილდოსანს ცალსახად სურს მეორე ნახევრის პოვნა. მან იცის, რომ სულიერად ახლოს მყოფი ადამიანი სადღაც ზის და ელოდება.