1. ტყუპები
ტყუპებს ცვალებადი გრძნობები ახასიათებთ და ამიტომაც ასტროლოგებს ისინი ყველაზე არასანდო ზოდიაქოს ნიშნად მიაჩნიათ. ისინი ეძებენ საინტერესო მოსაუბრეებს, მსუბუქ ფლირტს და უბრალოდ ერთობიან. სიახლის ძიებისას ტყუპები ხშირად ლოგიკურ არგუმენტებს ეყრდნობიან და არა გულისთქმას. ამიტომაც მათი ძიება ხანგრძლივი და უიმედოა. ტყუპებს ახალი შთაბეჭდილებები სურთ.
2. ვერძი
ვერძი ჯერ კიდევ ბავშვობიდან ეძებს სიყვარულს და ყოველ ჯერზე ჰგონია, რომ ნამდვილ გრძნობას მიაგნო. ამ ნიშნის წარმომადგენლები ძლიერ პიროვნებებს ირჩევენ, რომელთაც მათი მღელვარე ენერგიის მოთოკვა შეეძლებათ. მათ ნათელი ემოციები, გამოწვევები და კამათი სჭირდებათ. თუკი მზად ხართ სპონტანური გადაწყვეტილებებისთვის, მქროლავი ცხოვრებისა და კაშკაშა ემოციებისთვის, მაშინ თქვენს ურთიერთობაში ვერძი სიყვარულის ცეცხლს დაანთებს და გაქრობის საშუალებას არ მისცემს.
3. ქალწული
ქალწული სერიოზული და მომთხოვნია. ის თავის პარტნიორს ზედმიწევნით ირჩევს. თავისი პედანტიზმის გამო ხშირად ზიანდება კიდეც. შიშები და ეჭვები ქალწულს მოდუნებისა და სასიამოვნო გრძნობით დატკბობის საშუალებას არ მისცემს. ამიტომაც მათი სიყვარული ხშირად თვითგანადგურებას მიაგავს.