„ჩემს პაციენტებს სჯერათ ჩემი, როგორც ექიმის, და ენდობიან პრეპარატებს, რომლებსაც ვაწარმოებ“

წარმატების ისტორიები

28 აპრილი 20:00
2156

თიკა ღლონტი - სამეცნიერო ლაბორატორია „Dr.glonti“-ს ხელმძღვანელი და ერთ-ერთი მფლობელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ნევროლოგი, ფარმაკოლოგი Funtime-ს წარმატების საკუთარ ისტორიასა და საქმიანობაზე უამბობს...

თიკა ღლონტი: ექიმების ოჯახიდან ვარ და ამ პროფესიაზე ბავშვობიდან ვფიქრობდი. ყველაფერი სამედიცინო უნივერსიტეტში დაიწყო. ბაკალავრიატის შემდეგ ნევროლოგიაში რეზიდენტურა გავიარე და დისერტაცია დავიცავი. უკვე ერთი წელია სამედიცინო მიმართულებით, საკუთარი სამკურნალო საშუალებებით კერძო პრაქტიკას ვეწევი.
სამედიცინო უნივერსიტეტში ფარმაკოლოგიასაც ვსწავლობდი და მედიკამენტების წარმოებასაც 19 წლის ასაკში მოვკიდე ხელი. პირველი „სუპერდენტოლაინი“ იყო, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სამკურნალო პრეპარატი. შემდეგ კი სასუნთქი გზების პრეპარატი ჩავუშვი წარმოებაში. ჩემ მიერ შექმნილი მედიკამენტები წარმოების საწყის ეტაპზევე ბაზრის ლიდერ სააფთიაქო ქსელებში იყიდება.  
ამ ეტაპისთვის Dr.glonti-ს ლაბორატორია 7 პრეპარატს აწარმოებს და ახალი მედიკამენტების შექმნაზეც ვმუშაობთ. ჩვენი პროდუქტი ყირგიზეთსა და უკრაინაში საექსპორტოდ ემზადება. პრეპარატების გამოგონების, დამზადებისა და კვლევის პროცესი მთლიანად Dr.glonti-ს სამეცნიერო ლაბორატორიაში წარმოებს.


- Dr.glonti-ს პრეპარატები, ძირითადად, რა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება?
- Dr.glonti-ს მედიკამენტები პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, ვენური უკმარისობის, სასუნთქი სისტემის დაავადებების, ნევროლოგიური და სხვა პრობლემების სამკურნალოდ გამოიყენება. ყველა პრეპარატზე დიდი მოთხოვნაა. განსაკუთრებით კი „ესკუსომნის“ მცენარეულ სიროფზე, რომელიც ნერვულ სისტემას ამშვიდებს. პრეპარატის მიღება დაშვებულია როგორც ჩვილი ბავშვებისთვის, ასევე ორსულებისა და მეძუძურებისთვისაც. „ესკუსომნი“ არ იწვევს ძილიანობას, არ აქვეითებს შრომისუნარიანობას და ამიტომ მძღოლებსაც ძალიან მოსწონთ.


- პრეპარატების წარმოების გარდა, რას ემსახურება Dr.glonti-ს სამეცნიერო ლაბორატორია?
- Dr.glonti-ს სამეცნიერო ლაბორატორია, ჩემი ხელმძღვანელობით, ძვალ-სახსროვან და კუნთოვან პრობლემებს ვმკურნალობთ. ექიმისა და მეცნიერის ყველაზე დიდი აღიარება პაციენტების ნდობაა. ადამიანები, რომლებიც ჩემთან სამკურნალოდ მოდიან, ორმაგ ნდობას მიცხადებენ. ჩემს პაციენტებს სჯერათ ჩემი, როგორც ექიმის და, გარდა ამისა, ენდობიან პრეპარატებს, რომლებსაც ვაწარმოებ.


- Dr.glonti-ს საქმიანობის საწყის ეტაპზე რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ?
- პირველი ნაბიჯები, რა თქმა უნდა, გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, თუმცა გამოცდილებასთან ერთად მეტად განვითარების საშუალებაც ჩნდება. ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წარმატებული ბიზნესლედი და კარგი მენეჯერი ვარ.


გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.


ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია