ნუ გეშინიათ! - რას ურჩევს ქალებს Facebook-ის ოპერატიული სამსახურის დირექტორი?

წარმატების ისტორიები

19 დეკემბერი 20:00, 2017 წელი

„მე კომპანიის მართვის არაფერი გამეგებოდა. ჩვენ ვიცოდით, რა იყო ჩვენი მიზანი, მაგრამ ისეთი ადამიანი გვაკლდა, რომელიც გვეტყოდა, როგორ უნდა გვემუშავა ფართო მასშტაბებით. სანამ შერილი შემოგვიერთდებოდა, 70 მლნ მომხმარებელი გვყავდა, ახლა მილიარდი გვყავს. შერილის შექმნილია facebook-ის მთელი საქმიანი ნაწილი“, - ასე ახასიათებს მარკ ცუკერბერგი თავისი კომპანიის ოპერატიული სამსახურის დირექტორს.

შერილ სენდბერგი წარმატებული ქალის საუკეთესო მაგალითია.
2008 წელს „ფეისბუკში“ მუშაობის დაწყებამდე ის „გუგლის“ ვიცე-პრეზიდენტი და აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს პერსონალის მმართველი გახლდათ.  
ჟურნალ „ფორბსის“ ვერსიით,  შერილ სენდბერგს მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების სიაში მეოთხე ადგილი უკავია და მის წინ არიან მხოლოდ - გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, ქველმოქმედი მელინდა გეიტსი.  
თავისი წიგნით „იმოქმედე“  შერილი მილიონობით ქალის კერპად იქცა, რომლებიც წარმატებული კარიერისა და ბედნიერი ოჯახის შეთავსებას ცდილობენ.

შერილ სენდბერგი უკვე დიდი ხანია, იკვლევს მიზეზებს, რატომ აღწევენ უმაღლეს პროფესიულ საფეხურს მამაკაცები ქალებზე ხშირად.
„ფეისბუკის“ ოპერატიული სამსახურის დირექტორმა თავის წიგნში შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ მნიშვნელოვან თანამდებობებზე ქალების დანიშვნა შეფერხებულია. შერილი ქალებს მოუწოდებს, მის მაგალითს მიბაძონ, თამამად წავიდნენ რისკზე, იმოქმედონ და იპოვონ საქმე, რომელშიც მთელი გატაცებით ჩაერთვებიან.

თავის წიგნში სენდბერგი წერს, რომ ქალები მამაკაცებზე ჭკვიანები, შრომისმოყვარენი და ნიჭიერები არიან, მაგრამ საკუთარი ძალების არ სჯერათ და ბრძოლაში ჩართვის ეშინიათ.
სენდბერგმა გულწრფელად აღიარა, როგორ ნანობდა, რომ პირველი შვილის შემდეგ სრულფასოვან დეკრეტულ შვებულებაში არ გავიდა, როგორ ტიროდა მარკ ცუკერბერგის მხარზე, როგორ იჯდა ვიდეოკონფერენციებზე და მაგიდის ქვეშ რძის გამოსაწველ მოწყობილობას მალავდა.

დღეს ის აღარაფერს ნანობს და მზადაა, საკუთარი გამოცდილება მსოფლიოს ქალებს გაუზიაროს.

როგორ ავაწყოთ წარმატებული კარიერა ისე, რომ ბედნიერ ოჯახზე უარი არ ვთქვათ?
„ფეისბუკის“ ოპერატიული სამსახურის დირექტორმა ქალებს მიზნის მისაღწევად რამდენიმე საქმიანი რჩევა მისცა.
შერილისთვის წარმატების საზომი არც კარიერაა და არც ბედნიერი ოჯახი. ის სადღეღამისო დედობას ისეთივე რთულ სამსახურად მიიჩნევს, როგორც სადღეღამისო საოფისე მუშაობას, მაგრამ კარიერასა და ბავშვების გამო სამსახურის დათმობას შორის არჩევანის შემთხვევაში, ერთმნიშვნელოვანი პასუხი აქვს: უმუშევრობას მუშაობა სჯობია!
 „მშობლების სრულფასოვანი მუშაობა აუცილებელი პირობაა ბავშვებისა და მთლიანად ოჯახის განვითარებისთვის. სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ, როცა მშობლები ბავშვებზე ზრუნვას თანაბრად ინაწილებენ, დედებს დანაშაულის გრძნობა ნაკლებად აწუხებთ, მამები ოჯახის ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობენ, ბავშვები კი უკეთ ვითარდებიან“, - ამბობს ის.

დაივიწყე შიში!
შერილ სენდბერგის აზრით, უმოქმედობის მთავარი და  ნამდვილი მიზეზი შიშია. ამდენად, ქალს, პირველ რიგში, საზოგადოების შეხედულებებთან კი არა, საკუთარ შიშებთან ბრძოლა უწევს.
„უამრავ დაბრკოლებას გვიქმნის: შიში, რომ არ მოვეწონებით; შიში, რომ არასწორ არჩევანს გავაკეთებთ; შიში, რომ საკუთარ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად შევაფასებთ; შიში, რომ საქმეს ვერ გავუმკლავდებით; კრიტიკის შიში და, რაც მთავარია, შიში, რომ შეიძლება ცუდი ცოლი, ცუდი დედა და შვილი ვიყო. ქალს, რომელიც ამ შიშებს დაძლევს, შეუძლია, პროფესიულ წარმატებებსა და პირად ცხოვრებაში ბედნიერებას მიაღწიოს. ამასთანავე, მას აქვს საშუალება, აირჩიოს ერთი ან მეორე, ან ორივე ერთად“, - დარწმუნებულია წარმატებული ლედი.

გწამდეს საკუთარი თავის
შერილის აზრით, საკუთარი თავის მიმართ რწმენის ნაკლებობა წარმატებული ქალისთვისაც კი შეიძლება საბედისწეროდ იქცეს. სენდბერი ბევრს წერს იმაზე, რომ ქალები „თვითმარქვიობის სინდრომით“ მამაკაცებზე მეტად იტანჯებიან. ხშირად ფიქრობენ, რომ მათი წარმატება შემთხვევითია, რაც, ადრე თუ გვიან, ყველასთვის ცხადი გახდება. სენდბერი აღიარებს, რომ თავადაც ბევრჯერ უნახავს კოშმარული სიზმარი, თითქოს ვიღაც ჰარვარდის დიპლომს ართმევს.
„ჰკითხეთ მამაკაცს, როგორ მიაღწია წარმატებას და ის აუცილებლად დაიწყებს საუბარს თავის ნიჭსა და განსაკუთრებულ უნარებზე. იგივე რომ ქალს ჰკითხოთ, ის, სავარაუდოდ, თავის წარმატებას გარე ფაქტორებს მიაწერს. იტყვის, რომ ძალიან ცდილობდა და გაუმართლა ან დაეხმარნენ. ასე რომ, ქალს გამუდმებით სჭირდება, ვიღაც აქებდეს და ეუბნებოდეს, რომ ის წარმატებას იმსახურებს“, - ამბობს შერილ სენდბერი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?