მსოფლიოს უმდიდრესი ებრაელი - წარმატების გზა გაზეთების გაყიდვიდან მილიარდებამდე

წარმატების ისტორიები

9 იანვარი 20:00, 2018 წელი

დღეს შელდონ ადელსონი, 38-მილიარდიანი ქონებით, უმდიდრესი ადამიანების ოცეულშია და მსოფლიოს უმდიდრეს ებრაელად მიიჩნევა. მისი შემოსავლის ძირითადი წყარო უძრავ ქონებაში ჩადებული ინვესტიციები, კაზინოები, სასტუმროები და სავაჭრო ცენტრებია. შელდონ ადელსონი გამოსცემს უფასო ყოველდღიურ გაზეთ ‏ישראל היום-ს (ისრაელი დღეს) და კორპორაცია „Las Vegas Sand“-ის აღმასრულებელი დირექტორია.

შელდონი ბოსტონის მახლობლად, ღარიბი ებრაელი ტაქსის მძღოლის ოჯახში დაიბადა. დედა წარმოშობით უკრაინიდან იყო, მამა - ლიტვიდან. მომავალმა მილიარდერმა თავისი პირველი ფული 12 წლის ასაკში, გაზეთების გაყიდვით გამოიმუშავა. იმ დროს ბიზნესის სფერო უკვე აინტერესებდა და მოგვიანებით, სესხების საკითხში მაკლერი და ინვესტიციის სფეროში მრჩეველი გახდა.

ბიზნესმენმა, რომელსაც უმაღლესი განათლება არასოდეს მიუღია, მოახერხა, ემუშავა იპოთეკურ ბროკერად, საინვესტიციო ექსპერტად, ფინანსურ კონსულტანტად და 50 სხვადასხვა კომპანია შეექმნა.

70-იან წლებში ადელსონმა ლას-ვეგასში კონფერენციებისა და გამოფენების ორგანიზება დაიწყო.
1991 წელს ის, მეუღლესთან ერთად, ვენეციაში საქორწინო მოგზაურობაში იმყოფებოდა. სწორედ მაშინ გაუჩნდა ლას-ვეგასში ვენეციური არხებითა და ნაგებობებით აღჭურვილი, თანამედროვე კაზინოებისა და სასტუმროების ქსელის შექმნის იდეა.
მოგვიანებით, შელდონ ადელსონმა და მისმა პარტნიორებმა ლას-ვეგასის ლეგენდარული კაზინო The Sands Hotel & Casino შეიძინეს, რომელსაც ფრენკ სინატრა ხშირად სტუმრობდა.
მომდევნო წელს ებრაელმა მილიარდერმა ახალი საგამოფენო დარბაზი The Sands Expo Convention Center ააშენა, რომელმაც აშშ-ის საგამოფენო ინდუსტრიაში ლას-ვეგასის პოზიციები გაამყარა. ადელსონმა, ფაქტობრივად, ლას-ვეგასის სასტუმროების ინდუსტრიაში რევოლუცია მოახდინა და ქალაქს გასართობი და სათამაშო სფეროების ორიენტირებისკენ უბიძგა.
2004 წელს ადელსონის მიერ „Las Vegas Sand“-ის აქციების შეძენის შემდეგ, კორპორაციის მოღვაწეობა მნიშვნელოვნად გაფართოვდა.
2004 წელს ებრაელმა მილიარდერმა მაკაოში მდებარე კაზინო „Sands“-ის მშენებლობაში 265 მილიონი დოლარი ჩადო და ქალაქის ადმინისტრაციასთან შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმად, კაზინოების კომპლექსის, სასტუმროების, საგამოფენო ცენტრებისა და მაღაზიების მშენებლობაში 12 მლრდ დოლარი დააბანდა.

ადელსონის წყალობით, კაზინოების აზიური დედაქალაქი მაკაო მსოფლიო სათამაშო ბიზნესის ერთ-ერთ ცენტრად იქცა. მას შემდეგ ადელსონს კაზინოებსა და სასტუმროებში ინვესტიციების ჩადება არ შეუწყვიტია და მისი სახელი ძირითადად სათამაშო ბიზნესთან ასოცირდება.

ბიზნესსაქმიანობის პარალელურად, ადელსონი აქტიურ საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა.
2006 და 2007 წლებში მან 50 მლნ დოლარი სიონისტურ ორგანიზაცია Birthright Israel-ში გადარიცხა, რომელიც ებრაელი ახალგაზრდების ისრაელში დაბრუნებას აფინანსებს.
შერონ ადელსონი 1991 წელს ექიმ მირიამ ოქსჰორნზე დაქორწინდა. წყვილს ხუთი შვილი ჰყავს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

რა ხდება როდესაც მოდა და ტექნოლოგიები ერთიანდებიან?

მოდისა და ახალი ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილი ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორიაჯეოლაბი გახდა.
დღის ჰოროსკოპი

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანეები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.  
დღის ჰოროსკოპი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?