უილიამ მეილისი გენიოსია. 7 თვისა უკვე სრული წინადადებებით ლაპარაკობდა, 2 წლისამ გამრავლება იცოდა, 9 წლის ასაკში სკოლა დაამთავრა, 11 წლისამ კი - კოლეჯი.
შარშან შემოდგომაზე 11 წლის უილიამი კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის (Carnegie Mellon University. პენსილვანია) სტუდენტი გახდა. მას ასტროფიზიკის სწავლა სურს.
უილიამი ბერძენი სასულიერო პირის პიტერ მეილისის ვაჟია. პატარა ვუნდერკინდს სწამს, რომ ღმერთი არსებობს და სურს, ეს მეცნიერულად დაამტკიცოს. „ეს ჩემი მისიაა“, - ამბობს უილიამი.
„გენიოსი“ - ეს უილიამ მეილისის თითქმის ოფიციალურ სტატუსად იქცა მას შემდეგ, რაც ასე შეაფასა ოჰაიოს უნივერსიტეტის პროფესორმა, ძალიან ცნობილმა ფსიქოლოგმა Joanne Ruthsatz-მა.
როგორც უილიამი ირწმუნება, მას შეუძლია, დაამტკიცოს, რომ სამყაროს წარმოქმნის შესახებ ეინშტეინის და სტივენ ჰოკინგის მოსაზრებები მცდარია.
ახალგაზრდა ასტროფიზიკოსი არ ეთანხმება ამ ორი დიდი მეცნიერის ზოგიერთ მტკიცებულებას და მათ შორის არც იმას, რომ ღმერთი არ არსებობს.
უილიამი დარწმნებულია, რომ შეძლებს ღმერთის არსებობის დამტკიცებას. იგი Hellenic College Holy Cross-სთან ინტერვიუში ამბობს:
„ჩვენ ვიცით სამყაროს ასაკი - ჩვენი სამყარო 13.8 მილიარდი წლისაა. ანუ, 13,8 მილიარდი წლის წინ სამყარო კვარკზე მცირე ნაწილაკი იყო (სინგულარობა). მაგრამ თუკი გრავიტაცია ყოველთვის მუშაობდა და სინგულარობა მუდამ არსებობდა, მაშინ სამყარო უსაზღვროდ ბებერი უნდა იყოს, მაგრამ ეს ასე არ არის - სამყარო 13, 8 მილიარდი წლისაა. შეუძლებელია, რაღაც მოვიდეს არაფრისგან. ეს ალოგიკურია. რაღაცამ შექმნა სინგულარობა და ეს რაღაც, ვფიქრობ, ღმერთია. ჩვენ ბევრი რამ ვიცით, მაგრამ გაცილებით ბევრი რამ არის ისეთი, როცა არ ვიცით, რომ ეს არ ვიცით.“
უილიამი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ღმერთის არსებობას დაამტკიცებს, აპირებს, კიდევ უფრო ღრმად შეისწავლოს სამყარო.