ნინო სუხიშვილი, ჟიურის წევრი: „წლევანდელი სეზონი ძალიან საინტერესო და მოულოდნელობებით სავსე იყო. ერთად ცეკვავდნენ უცხოელი და ქართველი ვარსკვლავები. მათ შოუს დადგმაში ძალიან ძლიერი მოცეკვავეები ეხმარებოდნენ. გაიზარდა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ სტანდარტები. ძალიან მიხარა, რომ ჯანოს ბინა გადავეცით. მადლობა ჩვენს პარტნიორ კომპანია „სვეტს.“
სოფო შევარდნაძე, ჟიურის წევრი: „მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ილიკოს და ნინოს. რომ არა მათი ინიციატივა, ჯანო ბინის გარეშე დარჩებოდა, რაც ჟიურის ყველა წევრს გულს დაგვწყვეტდა. ნიჭიერი ადამიანის შრომა დაუფასებელი არ უნდა დარჩეს. ჯანო კარგად ცეკვავდა, დასანანია, რომ ფინალში ვერ მოხვდა.“
ჯანო იზორია: „თავი ზღაპარში მგონია. ძალიან ბედიერი ვარ, რომ საქართველოში არსებობს ხალხი, ვინც სიკეთეს აკეთებს“.
კონკურსანტი ასევე დასაჩუქრდა რუსეთში მცხოვრები ემიგრანტის მიერ გამოგზავნილი 1000 დოლარითა და საგზურით იბიცაზე.