გზა ბავშვობიდან ეკლესიის საჭეთმპყრობლობამდე - კათოლიკოს-პატრიარქი 84 წლისაა

უცნობი ფოტოები

7 იანვარი 22:00, 2017 წელი

„ყოველ საღამოს, ძილის წინ, მამაჩემი და-ძმებს ხატების წინ დაგვაყენებდა და ლოცვებს გვიკითხავდა, ზოგ ლოცვას ჩვენც გვაკითხებდა, მაგალითად, 90-ე ფსალმუნს აუცილებლად რომელიმე ჩვენგანს გვათქმევინებდა, შემდეგ ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და დასაძინებლად გაგვიშვებდა, თვითონ კი ლოცვას აგრძელებდა და იმით ამთავრებდა, რომ ყოველთა წმიდათა ქართველთა ხატის წინ მუხლს იმდენჯერ მოიყრიდა, რამდენი წმინდანიცაა გამოხატული ამ ხატზე და ყოველი მათგანისგან ლოცვა-კურთხევას ითხოვდა“, - ასე იხსენებს საქართველოს კათო­ლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II თავის ბავშვობას.

ილია (ერისკაცობაში ირაკლი) ღუდუშაურ-შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა.

პატრიარქის გვარის შესახებ გადმოცემით ცნობილია, რომ ვახტანგ გორგასლის დროს, ერთ-ერთ ბრძოლაში ვინმე სნოს თავი გამოუჩენია. მეფეს მისი ვაჟი მოუნათლავს და ღუდუშაური დაურქმევია.
ღუდუშაურები სახელოვანი ვაჟკაცები ყოფილან. მათ შორის, სიმამაცით განსაკუთრებულად შიოლა ღუდუშაური გამოირჩეოდა. შიოლა ღუდუშაურის სახელი შთამომავლობას რომ დარჩენოდა, მისი პირდაპირი შთამომავლობიდან ზოგიერთმა შიოლაშვილების გვარი მიიღო.

პატრიარქის მამის - გიორგი ღუდუშაურის ოჯახთან ბევრ სასულიერო პირს, მათ შორის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს ჰქონდა ურთიერთობა. საქართველოს მომავალი პატრიარქი სამი დღის იყო, როცა ქრისტეშობის დღეს, ძაუგის (ვლადიკავკაზის) ქართულ ეკლესიაში კათოლიკოს-პატრიარქ კირიონის ყოფილმა მდივანმა, არქიმანდრიტმა ტარასიმ და მონაზონმა ზოილემ მონათლეს. ჩვილს, მეფე ერეკლეს პატივსაცემად, ირაკლი დაარქვეს.

გიორგი შიოლაშვილის შვილები თავიდანვე ეკლესიურ გარემოში იზრდებოდნენ. ოჯახი წმიდა ილია წინასწარმეტყველის  სახელობის ეკლესიაში დადიოდა. მომავალი პატრიარქი სამი წლის იყო, როცა სამთავროს მონასტერში კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს შეხვდა და მისგან ლოცვა-კურთხევა მიიღო.

1952 წელს ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაურმა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა დაამთავრა და სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. მომავალმა პატრიარქმა სემინარია პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და, როგორც საუკეთესო სტუდენტი, სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა. აკადემიაში სწავლის დროს დაწერა საკანდიდატო შრომა: „ათონის ივერიის მონასტრის ისტორია“, რისთვისაც ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა.
1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში სასულიერო აკადემიის II კურსის 24 წლის სტუდენტი ბერად აღკვეცეს. ბერად აღკვეცის საიდუმლო ეპისკოპოსმა ზინობიმ შეასრულა და ბერს სახელად ილია უწოდა.
იმავე 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკონი ილია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმიდეს ალექსი I-ის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელ-მონაზვნად.

1960 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემიის პირველი ხარისხის დიპლომით დამთავრების შემდეგ, აკადემიის საბჭომ ილიას საპროფესორო სტიპენდიატად დარჩენა და სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში ლექციების წაკითხვა შესთავაზა, მაგრამ მღვდელ-მონაზონი ილია უწმინდესისა და უნეტარესის ეფრემ II-ის კურთხევის თანახმად, სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად გამწესდა.

1960 წლის 19 დეკემბერს აყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში.
1963 წელს არქიმანდრიტი ილია სასულიერო სასწავლებლის „საღვთისმეტყველო კურსების“ პირველ დირექტორად დანიშნეს.
1963 წლის 26 აგვისტოს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის მიერ, საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა თანამწირველობით, არქიმანდრიტი ილია ხელდასხმულ იქნა ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოსად და დაინიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსად.

აჭარაში შვიდწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 1967 წელს ილია ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს, 1969 წელს კი მიტროპოლიტის ხარისხში აამაღლეს. მიტროპოლიტმა ილიამ სოხუმში 11 წელი დაყო. ამავდროულად იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი.

1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II  (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 390-400 წლებში).

კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში გაიხსნა ეკლესიები და მონასტრები, აშენდა ახალი ტაძრები. თუ 25-30 წლის წინათ საქართველოში მხოლოდ 48 მოქმედი ეკლესია იყო, დღეს მათი რიცხვი 800-მდე გაიზარდა. 

1990 წელს უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხანგრძლივი და დაუღალავი შრომით მართლმადიდებელმა სამყარომ ცნო საქართველოს უწმიდესი ეკლესიის ავტოკეფალია.
კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მოღვაწეობას უკავშირდება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში - 2002 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაიდო საკონსტიტუციო შეთანხმება, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა და განისაზღვრა ეკლესიის ადგილი ქვეყნის ცხოვრებაში.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დაჯილდოებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, ბულგარეთის, სერბეთისა და თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი.
ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მიანიჭა.
ასეთივე ხარისხი მიანიჭა 1997 წელს მას კრეტის მეცნიერებათა აკადემიამ.
იგი არჩეულია მოსკოვის ინფორმატიზაციის აკადემიის წევრად, 2002 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორისა და პროფესორის წოდება მიანიჭეს.


 


მოსკოვის სასულიერო სემინარიის სტუდენტი ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი 
„ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემს თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომელნიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა“, - ილია მეორე.


 


 


მოსკოვის სასულიერო სემინარიაში



 


 


სტუდენტობის წლებში. 1952-1960



 


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და რუსეთის კათოლიკოს-პატრიარქი ალექსი მეორე ახალგაზრდობის წლებში
„ლიტურგიის ის უძველესი ტრადიციები, რაც საუკუნეების წინათ არსებობდა, მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაშია შემორჩენილი; ეს მხოლოდ უწმიდესი ილიას დამსახურებაა... ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი პატრიარქი ჰყავს; თქვენ ბედნიერი თაობა ხართ, რომ მის დროს ცხოვრობთ და იცნობთ მას, კურთხევას იღებთ მისგან. ეს უდიდესი მადლია...“ - ბერძენი ლიტურგისტი ქრისტოს კანავასი.



 



„უწმიდესი ილია საოცარი ადამიანია; ხშირად მასთან ურთიერთობისა თუ საუბრისას მიგრძნია, რომ ეს არ არის უბრალოდ ადამიანი, იგი ზეციური სტუმარია დედამიწაზე... ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი მწყემსმთავარი ჰყავს, რამეთუ მას გადაშენება არ უწერია“. - დეკანოზი ჰენრიკ პაპროცკი (პოლონეთი)




 


 მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი, ეპისკოპოსი ილია. 1965 წელი



 


 


 ილია მეორე მრევლთან ტრაპეზის დროს
„ვფიქრობ, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სახით ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მამასთან გვაქვს საქმე; ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ გახლავთ; როდესაც იგი ათონის მთაზე ჩამობრძანდა, თვით უდიდესი მამებიც კი გაოცებულნი იყვნენ მისი სიბრძნითა და სულიერებით. ბედნიერია ქვეყანა, რომელსაც ასეთი მწყემსმთავარი ჰყავს. მე მჯერა, რომ ივერია გაბრწყინდება“. - ათონის მთის ზოგრაფის მონასტრის წინამძღვარი მამა ამბროსი.




 


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე; ქართველი სპორტსმენი კახი ასათიანი; ქართველი მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი.



 


 


 ილია მეორე ძერწვის დროს
„ეს საოცარი სულიერების მქონე ბერია, სწორედ ისეთი, როგორებიც ძველ ათონზე მოღვაწეობდნენ... ასეთ ადამიანებს პატივი უნდა მივაგოთ და თაყვანი ვცეთ, რადგან მათზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, ისინი გვიჩვენებენ სწორ მართლმადიდებლურ გზას“. - ათონის მთის ზოგრაფის მონასტრის წინამძღვარი მამა ბესარიონი.



 


 


 უწმინდესი ეფრემ მეორე (სიდამონიძე) და მღვდელ-მონაზონი ილია
„როდესაც ცხოვრებაში განსაცდელი მოგეახლება ან რაიმე პრობლემის წინაშე აღმოჩნდები, მოდი ჩემს საფლავთან, მიამბე ყოველივე და აუცილებლად დაგეხმარებიო, - უთქვამს ჩემთვის განსვენებულ პატრიარქს ეფრემ მეორეს და მართლაც, ცხოვრების ყველაზე ძნელ და მძიმე წუთებში არაერთხელ მივახლებივარ მის საფლავს, ჩემი საწუხარი გამინდვია მისთვის და დღემდე არ ყოფილა შემთხვევა, რაიმე მეთხოვოს და სათანადო დახმარება არ მიმეღოს უწმინდესი ეფრემისგან. თქვენც ამასვე გირჩევთ, თუ რაიმე გაგიჭირდებათ ან გადაულახავი პრობლემის პირისპირ აღმოჩნდებით, დაანთეთ სანთელი სიონში პატრიარქ ეფრემის საფლავთან, ესაუბრეთ მას თქვენს სატკივარზე და დარწმუნებული ვარ, იგი აუცილებლად შეგეწევათ, გაპოვნინებთ გამოსავალს მძიმე მდგომარეობიდან“, - ილია მეორე.




 


 მამა ილია პატრიარქ ეფრემთან სამთავროში 
„მე საქართველოს პატრიარქი ჯერ კიდევ მაშინ გავიცანი, როცა იგი ეპისკოპოსი იყო, კუნძულ როდოსზე, მართლმადიდებელთა სინოდზე. იგი გამორჩეულად თავმდაბალი ადამიანია, ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით აღსავსე. მთელი გულით უყვარს თავისი სამწყსო და ეწირება მას“. - ივერონის მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი მამა კალინიკე.




 


ოლღა დემურია-კოსტავა და ილია მეორე. მერაბ კოსტავას გამოსვენება 
„საქართველოში პირველად ვარ და მან ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ უწმიდესი ილიას სახით მე ძველი დროის ბერი ვიხილე... იგი ძალზე უყვართ საქართველოში და განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ქართველებმა კიდევ არ იციან, რა არამიწიერი ღვთიური წყალობა მოუმადლებია მათთვის უფალს... ამით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თქვენ რჩეული ერი ხართ...“ - მღვდელმთავარი ნიკანორი, ათონის მთის ქილანდარის (სერბული) მონასტრის ანტიპროსოპი.




 


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე; რუსული ბალეტის მოცეკვავე მაია პლისეცკაია
„წილად მერგო ბედნიერება, შევხვედროდი უნეტარეს პატრიარქ ილიას. მისგან ისეთი გასაოცარი სითბო ვიგრძენი, რაც აქამდე არასდროს მინახავს. ამ შეხვედრის შემდეგ უკვე აღარ მიკვირს, რომ ქართველები ასეთი განსაკუთრებული ხალხი ხართ; ეს განსაკუთრებული ადამიანია, არავის ჰგავს; ვისურვებდი, რომ მისი ხალხი ღრმადმორწმუნე იყოს, რომ ისინი შეგროვდნენ პატრიარქის გარშემო“. - დეკანოზი ანდრია კოტრუცა.



 


 


აღსაყდრება 
„უწმინდესი ილია საოცრებაა... მასში საერთოდ არ არსებობს ადამიანის სისუსტეები, იმდენად ნათელი და მოქნილი გონება აქვს. ეს არის ბრძენი და კეთილი მწყემსი... სხვა სიტყვები არ მაქვს, სახარებისეულად კეთილი და ბრძენია... ძალიან სულიერი ადამიანია, წარმოუდგენლად!“ - სოფელ ლეტოვოს მთავარანგელოზ მიქაელის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დიმიტრი კუვერტალოვი.



 


 


ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია. 1976 წელი


 


 


 ილია მეორის მშობლები, მამა - გიორგი შიოლაშვილი, დედა - ნატალია კობაიძე
„არ მახსოვს ჩემი თავი უფლისადმი რწმენისა და სიყვარულის გარეშე... თვით ჩემი ოჯახი იყო მორწმუნე და მშობლები ბავშვობიდანვე გვინერგავდნენ ღვთის სიყვარულს“. „ჩვენს სახლს ხშირად აფარებდნენ თავს დევნილი სასულიერო პირები. თვეობით რჩებოდნენ ისინი ჩვენთან და წარუშლელ კვალს ტოვებდნენ პირადად ჩემს აზროვნებასა და ბუნებაზე“, - ილია მეორე.



 


 


 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II და ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი ილია




 


 ილია II და  ჯონ მალხაზ შალიკაშვილი - ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გენერალი



 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?