მორიდებული ფანატიკოსი - მიხეილ თუმანიშვილი

უცნობი ფოტოები

11 თებერვალი 22:00, 2017 წელი

მიხეილ თუმანიშვილს 6 თებერვალს 96 წელი შეუსრულდებოდა. „თვითონაც ფანატიკოსია და სხვებისგანაც იმავეს ითხოვს. ერთ ფანატიკოსს არა უშავს, მაგრამ ყველა ფანატიკოსი ხომ ვერ იქნება“, - ამბობდა თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძე მიხეილ თუმანიშვილზე. ადამიანზე, რომელსაც ცხოვრებაში ორი მთავარი საქმე ჰქონდა: პედაგოგობა და რეჟისორობა. ჭირვეული ხასიათი მაქვსო, აღიარებდა და არ უყვარდა, როცა მისი მსახიობი ოჯახდებოდა, რადგან სურდა, მასავით ყველა თეატრისთვის დახარჯულიყო.

ცნობილი ქართველი რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი 1921 წლის 6 თებერვალს, თბილისში დაიბადა.
თეატრი ბავშვობიდან აინტერესებდა, ახმეტელის „ყაჩაღების“ ნახვის შემდეგ კი საბოლოოდ გადაწყვიტა, რეჟისორი გამხდარიყო, თუმცა მალე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და ახალგაზრდა თუმანიშვილი სცენის ნაცვლად, ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდა.
რამდენჯერმე დაიჭრა და ტყვეობის სიმწარეც ნახა, თუმცა თავისი ოცნების ერთგული დარჩა და სამშობლოში დაბრუნებისთანავე, თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩააბარა. გიორგი ტოვსტონოგოვის ჯგუფში მოხვდა. მოგვიანებით ნათელა ურუშაძე იტყვის, - იღბალი უნდა გქონდეს, რომ მიხეილ თუმანიშვილად დაიბადო და რეჟისურის მასწავლებლად ტოვსტონოგოვი მოგევლინოსო.

1949 წელს მიხეილ თუმანიშვილმა ინსტიტუტი დაამთავრა და მუშაობა რუსთაველის სახელმწიფო თეატრში პედაგოგად და რეჟისორად დაიწყო.
1965-66 წლებში თეატრის მთავარი რეჟისორი იყო. მის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ფლეჩერის „ესპანელი მღვდელი“, გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“, შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“, ანუის „ანტიგონე“და სხვ.

1973 წელს მიხეილ თუმანიშვილის ცხოვრებაში ურთულესი პერიოდი დადგა, როცა 25-წლიანი მუშაობის შემდეგ თეატრიდან წამოსვლა მოუწია: „თეატრის კარი რომ გამოვიჯახუნე, ვფიქრობდი, გული როგორ არ გამისკდა და ნაბიჯებს როგორ ვდგამ-თქო“, - იხსენებდა მოგვიანებით რეჟისორი.
1978 წელს თუმანიშვილმა თეატრალური ინსტიტუტის მსახიობთა და რეჟისორთა ექსპერიმენტული ჯგუფის ბაზაზე კინომსახიობთა თეატრი შექმნა. სწორედ ამ თეატრში დაიდგა მოლიერის „დონ-ჟუანი“, კლდიაშვილის „ბაკულას ღორები“, უალდერის „ჩემი პატარა ქალაქი“ და სხვ.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მიხეილ თუმანიშვილის პირველი მეუღლე ნინელი ჩიქოვანი იყო. ნინელის გულის პრობლემები აწუხებდა, მაგრამ ექიმების აკრძალვის მიუხედავად, არც მსახიობობაზე და არც სიყვარულზე არ თქვა უარი. თუმანიშვილის მეუღლემ რუსთაველის თეატრში ერთი წელი იმუშავა, შემდეგ კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, თეატრი დატოვა.  მიხეილ თუმანიშვილისა და ნინელი ჩიქოვანის ერთადერთი შვილი 13 წლის იყო, როცა ქალი გარდაიცვალა. რამდენიმე წლის შემდეგ, რეჟისორი ლეილა ღლონტზე დაქორწინდა.
მიუხედავად იმისა, რომ ხალხისგან აღიარება არ აკლდა (იყო საქართველოსა და სსრკ სახალხო არტისტი, სსრკ სახელმწიფო და მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე და ა.შ), ბუნებით მორიდებული იყო და საჯარო გამოსვლები არასოდეს ხიბლავდა.
უყვარდა რეპეტიციებზე ყოფნა და მსახიობებთან ურთიერთობა, მაგრამ ხალხში გამოჩენას ერიდებოდა - სცენაზე ორი წუთით ჩერდებოდა და შემდეგ იპარებოდა. ამის გამო, ერთხელ ისიც კი უთქვამს, რომ პროფესია არასწორად აირჩია და ისტორიკოსი ან გეოგრაფი უნდა გამოსულიყო. 

ცხოვრებისეულმა სირთულეებმა რეჟისორის ჯანმრთელობას თავისი კვალი დაამჩნია. მიხეილ თუმანიშვილს ორჯერ ჰქონდა ინფარქტი გადატანილი. 75 წლის რეჟისორი 1997 წლის მაისში გარდაიცვალა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.



„57 წლისა გავხდი. რატომღაც მილოცავენ, იმის მაგივრად, რომ კიდევ ერთი დაკარგული წელი მომისამძიმრონ. თუმცა, ეს წელი მაინცდამაინც დაკარგული არ იყო – თეატრი შევქმენი! პატარა, მაგრამ ჩემი თეატრი! ასეთი თეატრი არსად არის. სად შეიძლება მოიძებნოს თეატრი, სადაც სპექტაკლის დღეს ძალიან დაწვრილებით და დიდხანს გადიან სცენებს ამ სპექტაკლიდან? სად არის ისეთი თეატრი, სადაც დღევანდელი სპექტაკლის ყველა მონაწილე, დაწყებამდე ხუთი წუთით ადრე, მობილიზებული, მაქსიმალურად ყურადღებამოკრებილია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მსახიობები ფოიეში შუქს აქრობენ, სანთელს ანთებენ, მის ირგვლივ მუქ სილუეტებად იკრიბებიან, ვიღაც მუხლებზეც კია დაჩოქილი. მურმან ჯინორია ჩუმად იწყებს: „გაიხსენეთ, რისთვის გამოდიხართ სცენაზე? აქტიურად ვიფიქროთ ჩვენს როლებზე, რატომ და რისთვის გავდივართ სცენაზე. რა ფუნქცია აქვს ჩვენს როლს. გაიხსენეთ, რომ ჩვენ ყველაზე ბედნიერი ადამიანები ვართ დედამიწის ზურგზე, საშუალება გვაქვს, ჩვენი სათქმელი ვთქვათ სცენიდან!“ - მიხეილ თუმანიშვილი 1978 წ. 6 თებერვალი


 


  


 


 


 


 მიხეილ თუმანიშვილი, რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე


 


 


 ,


 


 „სულ მგონია, რომ თეატრში რაღაცას ისე არ ვაკეთებ, როგორც უნდა ვაკეთებდე. გამუდმებით უკმარისობის გრძნობა მაქვს. შესაძლოა, მაკლია სითამამე, არტისტიზმი, სხვა რეჟისორებთან შედარებით, ბევრი სპექტაკლი არ დამიდგამს - დაახლოებით 67, მაგრამ ოთხი თუ ხუთია ისეთი, რომელიც ნამდვილად გამომივიდა, რომელშიც რაღაც ახალი დაიბადა. ჩემთვის ცხოვრებაში მთავარია დილით ადრე ადგომა, მუშაობა და საღამოს იმაზე ფიქრი, რა გავაკეთე დღეს და რა უნდა გავაკეთო ხვალ. ასე ვიცხოვრე 70 წელი, თუ ომის წლებს არ ჩავთვლით. ეს ჩემი მოთხოვნილება იყო და სხვაგვარად არ შემეძლო. ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ სიამოვნებით“, - მიხეილ თუმანიშვილი




მიხეილ თუმანიშვილი და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის თანამშრომლებთან


 


 


 


 


 


 მიხეილ თუმანიშვილი სტუდენტებთან ერთად


 


 



 


„70 წლის კი არა, 100 წლისაც რომ ვიყო, ახალგაზრდებთან მაინც ვიმუშავებ, იმიტომ, რომ ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ამას წინათ ვერ ვიყავი კარგად, არითმია მქონდა თუ რაღაც ჯანდაბა. სარეპეტიციო დარბაზში შევედი თუ არა, დამავიწყდა არითმიაც და ყველაფერი ამქვეყნად. სწორედ მაშინ გავიფიქრე, რა ბედნიერებაა, რომ სცენა არსებობს“. - მიხეილ თუმანიშვილი


 


 


 მიხეილ თუმანიშვილი მსახიობებთან ერთად სიმონეთში


 


 



 


 


„ტრადიცია - ეს ის საუკეთესოა, რაც ქართულ თეატრში დაკრისტალდა. ეს ის გენებია, სადაც წარსულისა და მომავლის ინფორმაციაა ჩადებული. ტრადიცია დედაარსია, მას ვერ მოიგონებდა ორი-სამი ოსტატი და თეატრმცოდნე. ეს ის არის, რაც სვანურ ფრესკებს ბიზანტიურისგან გამოარჩევს, ქართულ საგალობელს, მრავალხმიანობას – მსოფლიოს სხვა ხალხთა სიმღერებისგან. ხშირად მიფიქრია იმაზე, რა გამოარჩევს ქართველს, ვთქვათ, სომეხისგან. ესაა სული და არა ჩოხა“. - მიხეილ თუმანიშვილი


შეხვედრები სიმონეთში


  


 





 


 


მიხეილ თუმანიშვილი და დირიჟორი ოდისეი დიმიტრიადი


 


 


 


 


 


„თუ­მა­ნიშ­ვი­ლის­ნა­ი­რი რე­ჟი­სო­რე­ბი და პე­და­გო­გე­ბი აღარ არი­ან.
ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბი­ან ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც თე­ატ­რა­ლურ
ინ­ს­ტი­ტუტ­ში სწავ­ლო­ბენ, მაგ­რამ ვერ გა­ი­გე­ბენ, რა არის თე­ატ­რი,
რე­ჟი­სუ­რა, ხე­ლოვ­ნე­ბა“. - მსახიობი მურმან ჯინორია.


 


 


 


 


 


„სიკეთე უნდა ქმნა. ასე მგონია, სტუდიის შექმნით კეთილი საქმე გავაკეთე და რაღაც კარგის შეგრძნება მეუფლება. ვინმემ რომ ნახოს, სპექტაკლისთვის როგორ ემზადებიან ჩემი სტუდიელები, როგორ უყურებენ სანთლის ალს, როგორ ურთიერთობენ მასთან, როგორ განაწყობენ ერთმანეთს სპექტაკლისთვის, როგორ განეშორებიან ყოველივე იმას, რაც ყოველდღიურია, დანალექია, ქუჩისაა, წარმავალი… ცდილობენ, მარადიულს ემსახურონ. რა ლამაზია ეს! ბედნიერი ვარ, როდესაც იქვე, სიბნელეში ვდგავარ და მათ ვუთვალთვალებ“. მიხეილ თუმანიშვილი.



 მიხეილ თუმანიშვილი და მიხეილ ტოვსტონოგოვი


 



 


 


 „ქარი უბერავს, მაგრამ თუ გარშემო დატოტილი ხეები არ არის, ის არ ჩანს. ქარი უხილავია. მაგრამ, საკმარისია, ჯიბიდან ამოვიღოთ ქაღალდის ლენტი და ქარიც მაშინვე ხილული ხდება. აი, უყურე, რანაირ გრიგალებად იკლაკნება. ქმედებაც ასევეა. ცხოვრება, ავტორისეული ტექსტის ქვეშ, დაფარულია. ქმედების ლენტი პიესის სიტყვებიდან გამოთავისუფლებული ცხოვრებისა და ვნებების ზეწოლით ფეთქავს. თეატრში მთავარია, გრიგალი შექმნა. მოძრაობა, აქამდე უხილავი, ხილული გახადო!“ მიხეილ თუმანიშვილი


 


 მიხეილ თუმანიშვილი, ნატაშა კრიმოვა, სესილია თაყაიშვილი, ეროსი მანჯგალაძე


 


 


 


 


 


 „ძალიან ცუდია სიბერე. ცუდია იმიტომ, რომ ამ დროისთვის გამოცდილებაც გაქვს, გეგმებიც, ფიზიკური ძალა კი აღარ შეგწევს, გააკეთო ის, რაც გინდა და როგორც გინდა. თანაც ჭირვეული ხასიათი მაქვს. დილა რომ თენდება, სულ იმას ვფიქრობ, ცუდად არ გავხდე. კიდევ კარგი, ისეთი მეუღლე მყავს, რომ მე თუ შევჩივლე, რამე მაწუხებს-თქო, 70 წლის ასაკში ასეც უნდა იყოსო, - მპასუხობს და ეს ცოტათი მამშვიდებს“. - ამბობდა რეჟისორი. 


 


თუმანიშვილის თეატრი


 


 


 


 


 „მხოლოდ სცენური რეპეტიციების დროს ვცოცხლდები, ფრთებს ვისხამ, მეორე სუნთქვა მეძლევა და უზომოდ ბედნიერი ვარ. თამაში – აი, თეატრის სტიქია, გაგრძელებული ბავშვობა, გადაქცეული პროფესიად. მიყვარს თამაში, ოღონდ სცენაზე. სარეპეტიციო ოთახი თამაშისთვის მზადებაა“. - ამბობდა რეჟისორი.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?