ცნობილი ადამიანები სიკვდილის წინ გადაღებულ უკანასკნელ ფოტოებში

უცნობი ფოტოები

4 თებერვალი 22:00, 2017 წელი

ყველა მათგანი სახელოვანი და მდიდარი იყო, მაგრამ გარდაუვალის თავიდან არიდება ვერცერთმა შეძლო...

გერმანელი ფიზიკოსი-თეორეტიკოსი, ფარდობითობის თეორიის ავტორი, უდიდესი ჰუმანისტი და მშვიდობისთვის მებრძოლი ალბერტ აინშტაინი (1879-1955) სიკვდილამდე ერთი თვით ადრე, ნიუ-ჯერსიში მდებარე სახლში.



ბრიტანელი მომღერალი, კომპოზიტორი, პიანისტი, ცნობილი როკ-ჯგუფის „QUEEN“-ის სოლისტი და მსოფლიოს ფენომენალურ ვოკალისტად აღიარებული ფრედი მერკური (ნამდვილი სახელი ფაროჰ ბულსარა) (1946-1991). 1987 წელს ექიმებმა მომღერალს შიდსის დიაგნოზი დაუსვეს. ფრედიმ 1991 წლის 23 ნოემბერს საჯაროდ განაცხადა, რომ შიდსისგან იტანჯებოდა და 24 საათის შემდეგ ფილტვების ანთებით გარდაიცვალა, რომელიც უკურნებელი სენის გამო გართულდა. მომღერალმა უკანასკნელი ფოტო 1991 წლის შემოდგომაზე გადაიღო.


 


მომღერალი ბობ მარლი (1945-1981) ოჯახთან ერთად სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ატარებს. 1977 წელს მომღერალს ავთვისებიანი სიმსივნის - მელანომის ერთ-ერთი ფორმა აღმოუჩინეს. ის რვა თვის მანძილზე ელსის კლინიკაში მკურნალობის სპეციალურ კურსს გადიოდა, მაგრამ უშედეგოდ. ბობი 1981 წლის 11 მაისს 36 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ფილტვებსა და ტვინში მელანომის გავრცელება დასახელდა. უკანასკნელი სიტყვებით მან შვილს, ზიგი მარლის მიმართა - ფულით სიცოცხლეს ვერ იყიდი.



დრამერი კეიტ მუნი პოლ მაკარტნის მიერ ორგანიზებულ საღამოზე. მეორე დღის დილას ის გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზად ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზა დაასახელეს.


 


ამერიკელი გიტარისტი, მომღერალი და კომპოზიტორი ჯიმი ჰენდრიქსი და მისი საყვარელი გიტარა „შავი ბეტი“. ფოტო 1970 წლის 17 სექტემბერს, სიკვდილამდე ერთი დღით ადრეა გადაღებული.


 


ჯგუფ The Doors-ის ვოკალისტი, მომღერალი, მუსიკოსი, პროდიუსერი და პოეტი ჯიმი მორისონი, მეგობარ გოგონასთან ერთად, საფრანგეთის ჩრდილოეთში. ფოტო გარდაცვალებამდე ხუთი დღით ადრეა გადაღებული. 27 წლის მუსიკოსის სიკვდილის გამომწვევ მიზეზად გულის სისუსტე იქნა დასახელებული.


 


ინგლისელი მუსიკოსი, მომღერალი და სიმღერების ავტორი, კრიტიკოსების მიერ ყველა დროის წარმატებულად აღიარებული ჯგუფის „ბითლზის“ წევრი ჯონ უინსტონ ლენონი (1940-1980). 1980 წლის 8 დეკემბერს, დაახლოებით 22:50-ზე, ჯონ ლენონი, მეუღლესთან - იოკო ონოსთან ერთად, ნიუ-იორკში მდებარე ბინაში ბრუნდებოდა. სახლის სადარბაზოსთან მას მარკ დევიდ ჩეპმენი დახვდა, რომელმაც მომღერალს ავტოგრაფი სთხოვა და შემდეგ ზურგში ოთხჯერ ესროლა. ლენონი რუზველტის ჰოსპიტალის რეანიმაციაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ეს მომღერლის უკანასკნელი ფოტოა, რომელზეც ლენონი თავის მკვლელს ავტოგრაფს აძლევს.


 


ამერიკელი რეპერი, მსახიობი, აქტივისტი, მწერალი და ყველაზე გაყიდვადი შემსრულებელი ტუპაკ შაკური (1971-1996).  ტუპაკის სიმღერების ძირითადი თემა ძალადობა, რასიზმი და სოციალური პრობლემები იყო. ფოტოზე, რომელიც 1996 წლის 13 სექტემბერს, ლას-ვეგასშია გადაღებული, ტუპაკი თავის დირექტორთან ერთად მიემგზავრება. ამ საღამოს შაკურს ოთხჯერ ესროლეს. მომღერალი სამხრეთ ნევადის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ექვსი დღის შემდეგ გარდაიცვალა.



პრინცი ჩარლზის პირველი ცოლი და ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე ლედი დიანა სპენსერი (1961-1997). 1997 წლის 31 აგვისტოს დიანა საქმროსთან - დოდი ალ ფაიედთან ერთად, ავტოკატასტროფაში მოყვა. ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს. ფოტოზე საბედისწერო გვირაბში შესვლის წინ, დიანას უკანასკნელი წუთებია აღბეჭდილი.


 


ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, მოდელი, 50-იანი და 60-იანი წლების ყველაზე პოპულარული კინოვარსკვლავი მერილინ მონრო (ნამდვილი სახელი ნორმა ჯინ მორტენსონი), (1926-1962) თავის უკანასკნელ უიქენდს ატარებს მეგობრებთან - ფრენკ სინატრასა და ბადი გრეკოსთან ერთად. 1962 წლის 5 აგვისტოს ის გარდაცვლილი იპოვეს. მერილინის ნაადრევი სიკვდილი თვითმკვლელობად შეაფასეს, თუმცა სხვა ვერსიით, ის მოკლეს.



გერმანელი პოლიტიკოსი, გერმანიის ფიურერი და რაიხსკანცლერი, ნაცისტური პარტიის ლიდერი, ჰოლოკოსტისა და მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ინიციატორი ადოლფ ჰიტლერი (1889-1945). ჰიტლერი და მისი ხელისუფლება პასუხისმგებელია ჰოლოკოსტზე, რომელმაც 5,5, მილიონი ებრაელის სიცოცხლე შეიწირა. ჰიტლერის წამოწყებულ ომში დაიღუპა 19,3 მლნ სამოქალაქო პირი და 29 მლნ სამხედრო. ამ დროისთვის, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა რიცხვი უპრეცედენტოა, რის გამოც ეს კონფლიქტი ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელად ითვლება, ეს ფოტო კი - ჰიტლერის სიცოცხლეში უკანასკნელად.


 


ავსტრალიელი მსახიობი ჰიტ ლეჯერი (1979-2008). ფოტო, რომელმაც ლეჯერის უკანასკნელი ღიმილი შემოინახა, გადაღებულია ფილმი „იმაჯინარიუმის“ გადაღებებზე, რამდენიმე წუთით ადრე, სანამ 28 წლის მსახიობი ექიმის გამოწერილი წამლების მომწამვლელი კომბინაციის შემთხვევითი მიღებისგან დაიღუპებოდა.  


 


აშშ-ს 35-ე პრეზიდენტი დემოკრატიული პარტიიდან, ჯონ ფიცჯერალდ კენედი (1917-1963). აშშ-ს პრეზიდენტებს შორის, ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი 1963 წლის 22 ნოემბერს ტეხასის ქალაქ დალასში რამდენიმე გასროლით მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვინმე ლი ჰარვი ოსვალდი იყო. ფოტო გასროლამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული.


 


ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწე და დემოკრატი სენატორი, ამერიკის 43-ე პრეზიდენტის ძმა რობერტ კენედი (1925-1968). ძმის მკვლელობის შემდეგ, 1964 წელს ნიუ-იორკიდან აირჩიეს აშშ-ის სენატის წევრად. რობერტ კენედიმ თავისი საარჩევნო კამპანია ვიეტნამის ომის საწინააღმდეგოდ მიმართა. 5 ივნისს იგი არაბმა ემიგრანტმა სირჰან სირჰანმა მოკლა. ფოტო საბედისწერო გასროლის შემდეგ არის გადაღებული.



პროლეტარიატის ბელადის ვლადიმერ ილიას ძე ლენინის (1870-1924) უკანასკნელი ფოტო.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?