გია ჭირაქაძე: „დროს ყველაზე მეტად უნდა ვუფრთხილდებოდეთ“

უცნობი ფოტოები

25 მარტი 22:00, 2017 წელი

19 მარტს 79 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა მომღერალი, ანსამბლ „ქართული ხმების“ დამფუძნებელი და წევრი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი გია ჭირაქაძე. 2014 წელს გია ჭირაქაძეს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა, გარდაცვალებამდე ექვსი თვით ადრე კი მომღერალს ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.

ექიმის ოჯახში დაბადებულ ყმაწვილს მუსიკისა და სიმღერის სიყვარული ბავშვობიდან გამოჰყვა. სკოლაში სწავლის პერიოდში, სასულე ორკესტრში კლარნეტზე უკრავდა. 60-წლიანი მუსიკალური კარიერის პირველი ნაბიჯები კი პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გადადგა. 


„სკოლა რომ დავამთავრე, მიუხედავად იმისა, რომ ჰუმანიტარული საგნების ნიჭი მეტად მქონდა, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შესვლა გადავწყვიტე. ამის ერთადერთი მიზეზი იყო ის, რომ „გეპეის“ შესანიშნავი ორკესტრი ჰყავდა და, რაც მთავარია, იქ იყო ფანტასტიკურად პოპულარული გურამ ბზვანელის კვარტეტი. მე მათ სიახლოვეს მინდოდა ყოფნა და როცა ჩემში რაღაც მონაცემები აღმოაჩინეს და ორკესტრში მიმიწვიეს, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. მგონი, კარგა ხანს სიხარულისგან მიწაზე ფეხს არ ვადგამდი“, - იხსენებდა გია ჭირაქაძე.


„გეპეის“ ორკესტრის შემდეგ ნანი ბრეგვაძემ ანსამბლ „რეროში“ მიიწვია და აქედან დაიწყო მისი პოპულარობა.
70-იან წლებში, როცა კონფერანსიეს ფუნქცია ნაკლებად საჭირო გახდა, გია ჭირაქაძემ პროფესია შეიცვალა და ტელევიზიაში, მუსიკალური გადაცემის რედაქტორად დაიწყო მუშაობა.


18 წლის განმავლობაში მუსიკალური გადაცემის ჯერ რედაქტორი, შემდეგ კი მაყურებლისთვის შეუცვლელი წამყვანი გახდა.
სწორედ ამ წლებში გაიხსნა ტელევიზიაში ხალხური შემოქმედების რედაქცია და გია ჭირაქაძე, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, იქ გადავიდა.
იმ დროისთვის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტს ნუგზარ ფოფხაძე ხელმძღვანელობდა და ანსამბლ „ჟურნალისტის“ შექმნის იდეაც სწორედ მას ეკუთვნის.
მოგვიანებით, ფრანგი იმპრესარიოს რჩევით, ანსამბლს სახელი შეუცვალეს და „ქართული ხმები“ დაარქვეს.
„ქართული ხმების“დაარსების თარიღად 1986 წელი მიიჩნევა, თუმცა მისი წევრები 1979 წლიდან მოყოლებული, ტელევიზიაში ერთად მუშაობდნენ.


ანსამბლს თავიდანვე გამორჩეული წევრები ჰყავდა, რომელთაგან ბევრი ცოცხალი აღარ არის: გოგი დოლიძე, გურამ თამაზაშვილი, ზაურ ბოლქვაძე... ანსამბლის რეპერტუარში, ძირითადად, ქართული ხალხური სიმღერები შედიოდა, რომლებსაც „ქართული ხმები“ პირველყოფილი სიწმინდით ასრულებდა.


გია ჭირაქაძე საოცრად ერუდირებული და  ღრმად მოაზროვნე ადამიანი იყო, რომელიც რამდენიმე უცხო ენაზე თავისუფლად საუბრობდა. თავის დროზე, პროგრამები ინგლისურად, რუსულად, ჩეხურად და პოლონურად მიჰყავდა და ამბობენ, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე გერმანულ კროსვორდს ავსებდა.


 


მომღერალი, ანსამბლ „ქართული ხმების“ დამფუძნებელი, საქართველოს დამსახურებული არტისტი გია ჭირაქაძე.
„დროს ყველაზე მეტად უნდა ვუფრთხილდებოდეთ, ჩვენ კი ხშირად დაუფიქრებლად ვფლანგავთ“, - გია ჭირაქაძე.


 


მწერალი გურამ დოჩანაშვილი და მომღერალი გია ჭირაქაძე
„საქართველოს გარეშე  ვერსად გავძლებ. ჩემი პირველი გასვლა საზღვარგარეთ პარიზში ერთთვიანი გასტროლები იყო. თითქოს რა შეიძლება იყოს ამაზე კარგი, მაგრამ ისეთი სიხარულით ვბრუნდებოდი იქიდან... რაც არ უნდა ლამაზი ქვეყანა იყოს, არსად შემიძლია ცხოვრება, საქართველოს გარდა“, - გია ჭირაქაძე.



 გურამ დოჩანაშვილი და გია ჭირაქაძე ბაკურიანში


 


სოფიკო ჭიაურელი  და გია ჭირაქაძე


 


გია ჭირაქაძე, 1943 წელი
გია ჭირაქაძის საოჯახო ფოტოალბომიდან



 გია ჭირაქაძე, ფოლკლორისტი სულიკო კოროშინაძე და ქართული ესტრადის პოპულარული მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი ლილი გეგელია „გია უნიკალური ნიჭის ადამიანი იყო. შეეძლო, აბსოლუტურად ერთნაირი წარმატებით ემღერა როგორც ფოლკლორი, ასევე ჯაზი. შემთხვევით არ იყო, რომ „დიელოში“ მისი ბოლო მოღვაწეობა გამორჩეულად წარმატებული იყო“, - მუსიკოსი ჯემალ ბაღაშვილი.


 „ჩვენთან ოჯახში არასდროს არავინ არავის არაფერს აძალებს. ამიტომ, იმის გამო, რომ გიას შვილი ვარ და აუცილებლად უნდა მემღერა, ასეთი რამ არ ყოფილა. ვერ ვმღერი, თორემ, იცოცხლე, კარგი მსმენელი ვარ და საკმაოდ კარგად შემიძლია იმის გარჩევაც, სიმღერის დროს ვინ ურევს. სანამ მათი ანსამბლი ოფიციალურ სახეს მიიღებდა, მამას მეგობრები სამი წელი მღეროდნენ სუფრასთან. ხან ჩვენთან იკრიბებოდნენ, ხან სხვასთან და კარგ დროსაც ატარებდნენ. ჩემი აზრით, სცენაზე სიმღერა უფრო ადვილია, ვიდრე სუფრასთან“, - გია ჭირაქაძის შვილი ირაკლი ჭირაქაძე.




 გია ჭირაქაძე და „ქართული ხმები“ 
„იმდენად უყვარდა მთელ საქართველოს და ყველას, რომ ძნელია, მსგავსი ადამიანი მოძებნო, რომელმაც ამდენი ხანი შეძლო პოპულარობა იმ ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ჰქვია“, - მომღერალი თემურ ჭკუასელი.



 


გია ჭირაქაძე და ლალი ციციშვილი



 


გია ჭირაქაძე ანსამბლ "რეროში"




მომღერალი გიული დარახველიძე, პიანისტი ლეილა სიყმაშვილი, „ქართული ხმების“ სოლისტი ზაურ ბოლქვაძე და „ქართული ხმების“ დამფუძნებელი გია ჭირაქაძე  
„გია ჭირაქაძე, ჩემს კლასელთან ერთად, „გეპეიში“ სწავლობდა და დაბადების დღეებზე ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. ჩვენთვის დღესასწაული იყო გიასთან შეხვედრა, ძალიან გვამხიარულებდა და შემდეგ ყველას სათითაოდ გვაცილებდა სახლში. გიას პიროვნებაში თავმოყრილი იყო ყველა დადებითი თვისება, რაც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. ყველა უყვარდა და ყველას ეფერებოდა, ეს იყო განსაკუთრებული პიროვნება“, - მომღერალი ნანული აბესაძე.



 


კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი, გია ჭირაქაძე, დირიჟორი ვადიმ შუბლაძე, მუსიკათმცოდნე ბარამ ბარამიძე, კომპოზიტორი ლევან კასრაძე 



 


მარცხნიდან დგანან: გია ჭირაქაძე, ვასო ვასაძე. სხედან: ჯუმბერ ჩოლობარგია, რამინ აროშიძე
„ყველაზე მეტად მახარებს ოჯახი და შემოქმედება. პირველად ახალგაზრდა დავოჯახდი და 22 წლის ასაკში მამა გავხდი. რას არ მეუბნებოდნენ, თუმცა, მაინც დავქორწინდი ამ ასაკში. რა თქმა უნდა, ადრე იყო, მაგრამ ყველა მოვლენილი სიყვარული ხომ ბედნიერებაა?! რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენი ოჯახი დაინგრა. დიდხანს ვიყავი  ასე, შემდეგ კი ჩემს ნინას შევხვდი და დღეს რვა შვილიშვილის ბაბუა ვარ“, - გია ჭირაქაძე.



 


პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჯაზკვარტეტი
„ძალიან მენატრება ყველაზე ლამაზი, ახალგაზრდობის წლები. ხშირად ვიკრიბებით კლასელები, მეგობრები და ეს ჩემთვის ყველაზე დიდი სიხარულია“, - გია ჭირაქაძე.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?