XX საუკუნის ცნობილი პიროვნებები და მათი შვილიშვილები

უცნობი ფოტოები

3 ივნისი 22:00, 2017 წელი

როგორი შთამომავლობა დატოვეს წინა საუკუნეში მილიონების კერპებად ქცეულმა პიროვნებებმა? როგორც აღმოჩნდა, შვილიშვილები ამართლებენ თავიანთი ცნობილი ბებიებისა და ბაბუების სახელებს. ნახეთ და თავად განსაჯეთ... 


ჯონ და ჟაკლინ კენედების შვილიშვილები როუზ და ტატიანა შლოსებერგები
როუზი ცოლ-ქმარ კენედების უფროსი შვილიშვილია, რომელიც ძალიან წააგავს თავის ლეგენდარულ ბებიას. ჰარვარდის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, გოგონა კინემატოგრაფით დაინტერესდა. მისი კინოდებიუტი კომედიურ სერიალში შედგა. როუზის დამ ჟაკლინმა იელის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა. დებს უმცროსი ძმა - ჯონიც ჰყავთ, რომელმაც ისტორიული ფაკულტეტი დაამთავრა და ამჟამად პოლიტიკაში პირველ ნაბიჯებს დგამს.



ოდრი ჰეპბერნისა და მელა ფერერის შვილიშვილი ემა ფერერი
ემა მსახიობის უფროსი შვილის - შონის ქალიშვილია. გოგონა ბავშვობიდან კარგად ხატავს და ფლორენციის ხელოვნების აკადემიის სტუდენტია. ემა, ბებიას მსგავსად, იუნისეფთან თანამშრომლობს. წინა საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მსახიობის შვილიშვილის მიმართ ყოველთვის დიდი ინტერესი იყო - რამდენიმე წლის წინათ ემამ ცნობილ სამოდელო სააგენტოსთან კონტრაქტს მოაწერა ხელი და რამდენიმე ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.


ალენ და ნატალი დელონების შვილიშვილი ელისონ ლე ბორჟე
ერთხელ ფოტოგრაფმა, რომელმაც ელისონის წარმოშობის შესახებ არაფერი იცოდა, უთხრა: „ალენ დელონი ქალი რომ ყოფილიყო, ზუსტად ისეთი იქნებოდა, როგორიც თქვენ ხართ“. მიუხედავად იმისა, რომ ელისონმა სახელოვანი ბაბუის სილამაზე და მომხიბვლელობა მემკვიდრეობით მიიღო, კინოში გადაღება არ ისურვა და მოდელი გახდა. ასეთი ფანტასტიკური გარეგნობის გათვალისწინებით, პოდიუმზე მის ნახვას ნებისმიერი ადამიანი ისურვებდა.


ბობ და სარა დილანების შვილიშვილი ლევი დილანი
ისევე, როგორც ცნობილი ადამიანების ბევრი შთამომავალი, არც ეს სიმპათიური ახალგაზრდა ამბობს უარს სამოდელო სააგენტოებთან ურთიერთობაზე, თუმცა, როგორც თავად ამბობს, მის ცხოვრებაში მუსიკასაც უდიდესი ადგილი უკავია. ლევი დილანი გიტარაზე უკრავს და ახლობლებისთვის სიმღერებს წერს, თუმცა მუსიკალურ ოლიმპზე ასვლა ჯერ არ უცდია.



ბრიჯიტ ბარდოსა და ჟაკ შარიეს შვილიშვილი ანა შარიე
ბრიჯიტ ბარდოს ერთ-ერთი შვილიშვილის გარეგნობაში ადვილად აღმოაჩენთ ბებიის ნაკვთებს და რაც მთავარია, განუმეორებელ ფრანგულ შარმს. ენმა თავისი კარიერა 1999 წელს თეატრში დაიწყო. დროთა განმავლობაში, კინოსა და ტელევიზიიდან უამრავი საინტერესო წინადადება მიიღო და ამჟამად წარმატებული მსახიობია.


 


გრეის კელისა და რენიე მესამეს შვილიშვილი შარლოტა კაზირაგი
შარლოტა მონაკოს პრინცესა კაროლინას ქალიშვილი და ლეგენდარული გრეის კელის შვილიშვილი გახლავთ. სორბონის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, გოგონამ ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა. მისი საყვარელი საქმიანობა ცხენზე ჯირითი და ქველმოქმედებაა. თავისუფალ დროს მოდური ბრენდების რეკლამებში გადაღებაზეც არ ამბობს უარს. მაგალითად, რაღაც დროის განმავლობაში Gucci-ს სარეკლამო სახე გახლდათ.  


პაბლო პიკასოს შვილიშვილი დიანა პიკასო
პიკასოს დიდ ოჯახში, სულ მცირე, ერთმა ადამიანმა მაინც დაუკავშირა თავისი ცხოვრება ხელოვნებას. იურისპრუდენციისა და ხელოვნების ისტორიის შესწავლის შემდეგ, დიანამ გარკვეული პერიოდი „სოტბის“ აუქციონზე ექსპერტად იმუშავა. ის ამჟამად სამხატვრო ორგანიზაციის წევრია და მსოფლიოს წამყვანი მუზეუმების გამოფენების ორგანიზებაზე მუშაობს.  ვფიქრობთ, პიკასო აუცილებლად იამაყებდა თავისი შვილიშვილით.


               


ბობ მარლის შვილიშვილები სელა, სკიპი და ნიკო მარლები 
ბობ მარლიმ დიდი შთამომავლობა დატოვა - მუსიკოსს 7 სხვადასხვა ქალისგან 11 შვილი ჰყავდა. შვილიშვილებში მეტ-ნაკლებად წარმატებული სამი აღმოჩნდა: სელამ ცხოვრება სამოდელო ბიზნესს დაუკავშირა, სკიპმა კეტი პერისთან დუეტში სიმღერით სახელი გაითქვა, ნიკო კი ამერიკული ფეხბურთის პროფესიონალი მოთამაშეა და ახლახან, ცნობილ კლუბთან კონტრაქტს ხელი მოაწერა.


 



ელვის და პრისცილა პრესლების შვილიშვილი რაილი კიო


რაილი ელვის პრესლის ერთადერთი ქალიშვილის ლიზა-მარია პრესლის ქალიშვილი გახლავთ, რომელმაც ცხოვრება კინემატოგრაფს მიუძღვნა. გოგონას სახელი და დიდება ფილში „გადარეული მაქსი“ შესრულებულმა როლმა მოუტანა. ამავე ფილმის გადაღებებზე გაიცნო მომავალი ქმარი. მოგვიანებით, სერიალში „გოგონა გამოძახებით“ მონაწილეობისთვის რაილის „ოქროს გლობუსი“ გადაეცა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?