მსოფლიო ლიდერები, რომლებიც ქალებმა დაღუპეს ან კინაღამ დაღუპეს!

უცნობი ფოტოები

10 ივნისი 22:00, 2017 წელი

მსოფლიო მმართველებზე საზოგადოების წარმოდგენას მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ქალები, რომლებიც მათ გვერდს უმშვენებენ, ამიტომ არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ პრეზიდენტებისა თუ პრემიერ-მინისტრების რეიტინგს ხშირად სწორედ კანონიერი ცოლები თუ ფარული საყვარლები ქმნიან.

ერთად ვნახოთ, ვინ არიან ისინი - ოფიციალური თუ არაოფიციალური პირველი ქალბატონები, რა გავლენას ახდენენ პოლიტიკოსების ცხოვრებაზე და როგორ ახერხებენ მათი პოლიტიკური კარიერის საფრთხის ქვეშ დაყენებას?

ცოლი თუ რეიტინგი?


იაპონიის პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს მეუღლის აკიეს სახელი ქვეყანაში საკმაოდ გახმაურებულ კორუფციულ სკანდალს უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, აკიემ ქმრის სახელით მილიონი იენა (დაახლოებით, $9 000) კერძო საგანმანათლებლო ორგანიზაცია „მორიტომო გაკუენს“ გადასცა.
ამის გარდა, ქვეყნის პირველ ქალბატონს ბრალად სდებდნენ ამავე საგანმანათლებლო ორგანიზაციისთვის კერძო სკოლის ასაშენებლად, ნაკვეთის საბაზრო ღირებულებაზე შვიდჯერ ნაკლებ ფასად შეძენას.
იაპონიის ოპოზიციური პარტიები გეგმავდნენ ქალბატონი აბე ახსნა-განმარტებებისთვის პარლამენტში დაებარებინათ, თუმცა მმართველმა პარტიამ მათ ამის საშუალება არ მისცა. იაპონელები ძალიან მწვავედ რეაგირებენ კორუფციულ სკანდალებზე, რომლებშიც პოლიტიკოსები არიან გარეული, ამიტომ ცოლის მისამართით გამოთქმულმა ბრალდებებმა პრემიერ-მინისტრის რეიტინგი ძალიან აზარალა.
ექსპერტების ვარაუდით, გამორიცხული არ არის, რომ ყველაფერი სინძო აბეს გადადგომით დასრულდეს.


პოლიტიკური მკვლელობა


სულ ახლახან საფრანგეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ფრანსუა ფიიონი, ცოლთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალის გამო, საპრეზიდენტო მარათონს კინაღამ ვადაზე ადრე გამოეთიშა. სატირულმა გამოცემამ LE CANARD ENCHAAINE-მა დაბეჭდა წერილი, რომელშიც ამტკიცებდნენ, რომ ექსპრემიერის ცოლი პენელოპა რვა წლის მანძილზე იღებდა ხელფასს, როგორც პარლამენტარ ფრანსუა ფიიონის დამხმარე.
პოლიტიკოსმა ყველა ბრალდება უარყო: „მე ამას არასოდეს დავადასტურებ, რადგან სახელმწიფო ფული არასოდეს მომიპარავს. ეს გამოწვევაა თავად დემოკრატიისთვის და მე ორმაგი ძალით ვიბრძოლებ“, - განაცხადა ფიიონმა. მან ცოლის გარშემო ატეხილ სკანდალს პოლიტიკური მკვლელობის შეფასება მისცა.

ოლანდის ღალატი


საფრანგეთი ყოველთვის გამოირჩეოდა სასიყვარულო სკანდალებით, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა. რამდენიმე წლის წინათ პრესამ ის ცოლქმრულ ღალატში დაადანაშაულა. ბატონი ოლანდი საყვარლის - მსახიობ ჟული გაიეს სახლთან დააფიქსირეს, როცა სახლში კანონიერი ცოლი, ჟურნალისტი ვალერი ტრიერვეილერი ელოდა.
ფრანგებმა პრეზიდენტს სასიყვარულო „ცუღლუტობა“ აპატიეს, თუმცა მის რეიტინგსა და მომავალ პოლიტიკურ კარიერაზე ამ ისტორიის კორუფციულმა გაგრძელებამ უფრო იმოქმედა - როგორც ფრანგული გამოცემა CLOSER წერდა, ჟული გაიე საპრეზიდენტო მანქანებით სარგებლობდა და სპეციალური დაცვის სამსახური იცავდა. ბუნებრივია, ყველა ხარჯს სახელმწიფო ხაზინა ანაზღაურებდა.

„მე ქმარს ვიყენებ“


ოლანდის წინამორბედი ნიკოლა სარკოზიც სასიყვარულო ინტრიგების მახეში გაება. პრეზიდენტობის პირველსავე წელს ის ცოლს გასცილდა და ტოპმოდელზე - კარლა ბრუნიზე დაქორწინდა.
ფრანგი საზოგადოება მეტ-ნაკლებად მშვიდად შეხვდა მის ლიბერალურ განცხადებას იმაზე, რომ მონოგამია მობეზრდა, თუმცა ფინანსური სკანდალის გამო, სარკოზი კრიტიკის ცეცხლში გაახვიეს.
პრესისთვის ცნობილი გახდა, რომ პირველმა ლედიმ, თავისი გავლენების წყალობით, საქველმოქმედო ფონდს პარიზელი მეგობრისთვის ფული გამოსძალა. საქმე ეხებოდა ექიმ მიშელ კაზაჩკინისთვის, რომელიც შიდსთან ბრძოლის ფონდს ხელმძღვანელობდა, 3,5 მლნ დოლარის გამოყოფას. ამასთანავე, ფრანგებს არ ავიწყდებათ კარლა ბრუნის სიტყვები: „მე ქმარს ვიყენებ და ამას ფანტასტიკური შედეგები მოაქვს“. შეიძლება, ესეც იყოს ერთ-ერთი პასუხი კითხვაზე, რატომ წააგო სარკოზიმ არჩევნები.

გრძნობამოჭარბებული სილვიო


სექსუალური ხასიათის სკანდალები (სხვა ცოდვებთან ერთად) ბერლუსკონის პრემიერის თანამდებობის დაკარგვად დაუჯდა. ერთ-ერთი სკანდალი 2009 წელს გაჩაღდა, როცა პრესამ პრემიერისა და ტოპმოდელ ნოემი ლეტიციას ურთიერთობის შესახებ შეიტყო. ბერლუსკონი გოგონას სრულწლოვანებასთან დაკავშირებულ წვეულებაზე გამოცხადდა და მას 6 000 დოლარად ღირებული, ოქროსა და ბრილიანტის სამკაულები გადასცა. თუმცა, ყველაზე ხმაურიანი სექსსკანდალი 2011 წელს მოხდა და მასში რუბი გულთამპყრობელის სახელით ცნობილი, 17 წლის მაროკოელი კარიმა ელ-მარუგი მონაწილეობდა.
ამბობენ, რომ პოლიტიკოსი რუბის თავის აგარაკზე მოწყობილ ორგიებში მონაწილეობისთვის ფულს უხდიდა. არასრულწლოვან მეძავებთან ურთიერთობისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო ბერლუსკონის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. სამი წლის შემდეგ მილანის სააპელაციო სასამართლომ ბერლუსკონი გაამართლა, თუმცა მისი პოლიტიკური კარიერა უკვე გვარიანად შელახული გახლდათ.

მონიკა იმპიჩმენტამდე მიგიყვანს


თავის დროზე მონიკა ლევინსკისთან მომხდარმა სექსუალურმა სკანდალმა ბილ კლინტონი კინაღამ იმპიჩმენტამდე მიიყვანა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1998 წელს პრესაში გაჟონა ინფორმაციამ თეთრი სახლის 42 წლის მეთაურისა და 25 წლის პრაქტიკანტის - მონიკა ლევინსკის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ.
კლინტონმა ყველაფერი ფიცის ქვეშ უარყო: „მე არ მქონია სექსუალური კავშირი მის ლევინსკისთან“, თუმცა მონიკამ ასევე ფიცის ქვეშ, საპირისპირო განაცხადა.
საქმის განხილვის შემდეგ საქმე თითქმის იმპიჩმენტამდე მივიდა, მაგრამ არა ინტიმური კავშირის, არამედ ცრუ ჩვენების გამო. იმ დროისთვის ჰილარი კლინტონი ქვეყნის პირველი ლედი ბრძანდებოდა და მეუღლეს ბოლო მომენტამდე მხარში ედგა. სწორედ ეს გაახსენეს წლების შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატს წინასაარჩევნოდ.
 
ბილ კლინტონი სექსსკანდალში შემჩნეული პირველი პრეზიდენტი არ გახლავთ. შტატების მეორე პრეზიდენტმა ჯონ ადამსმა მშვენიერი სქესის სიყვარულს პოლიტიკური კარიერა შესწირა კიდეც.
1800 წელს მან თავისი კანდიდატურა მეორე ვადით დააყენა, თუმცა მას გაუხსენეს, როგორ გაგზავნა შესაფერისი საყვარლის მოსაძებნად მეგობარი ევროპაში ხაზინის ხარჯზე. ამის შემდეგ პრეზიდენტობაზე ფიქრი ზედმეტი იყო.

 

ხმაურიან სკანდალში გაეხვია ამერიკის 22-ე და 24-ე პრეზიდენტი გროვერ კლივლენდიც, თუმცა აქ ცოტა სხვაგვარად იყო საქმე - 1884 წელს რესპუბლიკური პარტიის მიერ მოწყობილ აქციაზე ერთ-ერთმა ქალბატონმა ყველას გასაგონად დაიყვირა, რომ კლივლენდი მისი შვილის მამაა. პრეზიდენტის ღირსებაზე მეტყველებს, რომ ფაქტის უარყოფა არ უცდია და მამობა აღიარა. სწორედ სიმამაცემ და პირდაპირობამ განაპირობა არჩევნებში მისი გამარჯვება.


ტრამპის კომპრომატი


დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეები ყველა მეთოდს იყენებდნენ, რომ 45-ე პრეზიდენტად გახდომაში ხელი შეეშალათ. ტრამპის ოპონენტებმა მიზანში მილიარდერის ცოლი მელანია ამოიღეს და საპრეზიდენტო კამპანიის დროს მომავალი პირველი ლედის გულახდილი ფოტოები გამოფინეს, რომლებიც პროფესიონალი ფოტომოდელობის დროს გახლდათ გადაღებული. პოლიტტექნოლოგების პრიმიტიულ სვლას საპირისპირო შედეგი მოჰყვა - მელანიას სილამაზემ ტრამპს ვერაფერი ავნო და მხოლოდ ხმები მოუმატა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?