10 ყველაზე ცნობილი ქორწილი სამეფო დინასტიებში

უცნობი ფოტოები

24 ივნისი 22:00, 2017 წელი

მსოფლიოს ბევრი ხმაურიანი სამეფო ქორწილი ახსოვს...


ელისაბედ მეორე და პრინცი ფილიპი
ბრიტანეთის დედოფალსა და ედინბურგის ჰერცოგს შორის რეკორდულად  ხანგრძლივი ქორწინება შედგა. ელისაბედი პირველია ბრიტანეთის მონარქებს შორის, რომელმაც თავისი ბრილიანტის ქორწინება აღნიშნა. თავის დროზე, ელისაბედის ქორწინება სამეფო ქორწილის ეტალონად იქცა: კაბა, სამკაულები, ტორტი და ყვავილები ქვეყნის საუკეთესო ოსტატებს შეუკვეთეს. ყველაფერი უმცირეს დეტალებამდე იყო გათვლილი. დედოფლის მორთულობაში წინა საუკუნეების დედოფალთა სამკაულებიც შეიტანეს. მაგალითად, ელისაბედს უნაზესი თავსაბურავი 1919 წელს დედოფალი მერისთვის დამზადებული დამერებით ჰქონდა დამაგრებული, ხოლო წყვილის პლატინისა და ოქროს ბეჭდები Philip Antrobus საიუველირო სალონმა პრინცი ფილიპეს დედის გვირგვინის ბრილიანტებით დაამშვენა.





ბრიტანეთის პრინცი ჩარლზი და პრინცესა დიანა
ამ მოვლენას მეოცე საუკუნის ქორწილი უწოდეს და ყველა პარამეტრებით მართლაც ასე იყო: საქორწინო ცერემონიაზე 3500-მა სტუმარმა მოიყარა თავი, ტელევიზიით კი ამ პროცესს 750 მლნ ადამიანი ადევნებდა თვალს. დიანას საქორწინო კაბას, რომელიც ელიზაბეტ და დევიდ ემანუელებმა შეკერეს, 7-მეტრიანი შლეიფი მოჰყვებოდა. სამწუხაროდ, საუკუნის ყველაზე დიდებული ქორწილი 15 წლის შემდეგ ხმაურიანი გაყრით დასრულდა.




გრეის კელი და პრინცი რენიე III

მათი ცხოვრება ზღაპარივით დაიწყო - ქალი ჰოლივუდის ვარსკვლავი იყო, ხოლო მამაკაცი მონაკოს პრინცი. რენიეს გამო, გრეის კელიმ ჰოლივუდში წარმატებული კარიერა მიატოვა, თუმცა მანამდე „ოსკარის“ აღება მოასწრო. პრინცესას მორთულობაზე დიზაინერმა ჰელენ როუზმა იზრუნა: 25-მეტრიანმა, სპილოს ძვლის ფერის აბრეშუმის ტაფტამ, ძველებურმა მაქმანებმა და ზღვის მარგალიტებმა ულამაზესი გრეისი ზღაპრულ პრინცესად აქცია. პრინცმა კი ნაპოლეონ I-ის დროინდელი საპარადო ფორმა მოირგო. თანაცხოვრების მანძილზე, გრეისს რამდენჯერმე ჰქონდა კინოინდუსტრიაში დაბრუნების მცდელობა, თუმცა, საბოლოოდ, მაინც პრინცთან დარჩენა არჩია.





ლეტიცია ორტის როკასოლანო და პრინცი ფელიპე
დღეს დედოფალ ლეტიციას პუბლიკის ყურადღების მხრივ, კეიტ მიდლტონის მთავარ კონკურენტად ასახელებენ: მას შესანიშნავი სტილი და დედოფლის მანერები აქვს და ამასთანავე, ორ უმშვენიერეს გოგონას - ლეონორასა და სოფიას ზრდის. წყვილის გაცნობა უცნაურად შედგა: ლეონორა ჟურნალისტად მუშაობდა და ესპანეთის სანაპიროსთან მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს აშუქებდა, როცა შემთხვევის ადგილზე პრინცი მივიდა. ფილიპის მშობლები ამ ქორწილის სასტიკი წინააღმდეგი იყვნენ, თუმცა პოზიციის შეცვლა მოუწიათ, როცა პრინცი სამეფო ტახტზე უარის თქმით დაემუქრათ. ამგვარად, ლეტიცია უკანასკნელი 100 წლის მანძილზე პირველი ესპანელი ქალია, რომელიც ესპანეთის მეფეს ცოლად გაჰყვა. მოდის სამყარომ უკვე მოასწრო დედოფლის სტილის შეფასება: ის ჩაცმაში თავშეკავებული სტილით და ესპანური ბრენდების სიყვარულით გამოირჩევა. მისი საქორწინო კაბაც კი ადგილობრივმა დიზაინერმა Manuel Pertegaz შექმნა, თუმცა ის სამეფო სახლის ყველა მოთხოვნას პასუხობდა.




მაქსიმა ზორეგუეტა და პრინცი უილიამ-ალექსანდრე

ეს კავშირი ნამდვილი სიყვარულის საფუძველზე შედგა - ნაცნობობისას მაქსიმამ არც კი იცოდა, რომ მისი რჩეული პრინცია. როცა უილიამმა თავისი წარმომავლობის შესახებ უამბო, ქალიშვილს ხუმრობა ეგონა. ნიდერლანდების პარლამენტი დიდხანს ეწინააღმდეგებოდა ამ ქორწინებას, რადგან მაქსიმას მამა არგენტინის დიქტატორ ვიდელას მინისტრი გახლდათ, რაც მომავალი დედოფლის სასახელოდ არ მეტყველებდა. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ შვილმა მამის საქციელზე პასუხი არ უნდა აგოს, თუმცა მამას ქალიშვილის საქორწინო ცერემონიალზე დასწრება აეკრძალა.





კრონპრინცესა ვიქტორია და დანიელ ვესტლინგი
შვედი მონარქების ქორწილზე დაახლოებით 20 მლნ კრონა დაიხარჯა. თანხის ნახევარი - სამეფო ოჯახმა და პარლამენტმა, მეორე ნახევარი კი გადასახადის გადამხდელებმა დაფარეს. სწორედ ამის გამო, უბრალო შვედები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ ქორწილში ისინი არავინ მიიწვია, თუმცა თავგადასავლები ამით არ დასრულებულა. ქალთა ფემინისტურმა ორგანიზაციამ ცერემონიის ის ადგილი გააპროტესტა, სადაც მამა თავის ქალიშვილს სიძეს „გადასცემს“, ამიტომ მეფე კარლ XVI გუსტავი იძულებული იყო, შვილი მხოლოდ ეკლესიის შუა ნაწილამდე მიეცილებინა. ქორწილს ესპანეთის, ნორვეგიის, ჰოლანდიისა და სხვა ქვეყნების მონარქები დაესწრნენ.





კეიტ მიდლტონი და პრინცი უილიამი
მათ კავშირს ყველაზე ხშირად პრინცი ჩარლზისა და დიანას ქორწილს ადარებდნენ, თუმცა ბრიტანელები დიდხანს არ ივიწყებდნენ, რომ კეიტი დიდებულთა წრიდან არ არის და უბრალო მოქალაქეა. პატარძალმა ქორწილისთვის სარა ბარტონის კაბა შეარჩია, რომელიც თავად ბრიტანეთს განასახიერებდა: მკერდზე მაქმანები ინგლისის სიმბოლოს - ვარდს განასახიერებდა, ყაყაჩო - შოტლანდიას, ნარცისი - უელსს, იონჯა - ირლანდიას, ხოლო უილიამის სიყვარულს წითელი მიხაკი. საქორწინო ცერემონიალს 180 ქვეყნის მოქალაქეები აკვირდებოდნენ.





შარლენ უიტსტოკი და მონაკოს პრინცი ალბერტ II
პრინცისა და ცურვაში ოლიმპიური ჩემპიონის ქორწილი მეტისმეტად სახალხო გამოდგა: პრინცმა და პრინცესამ ქალაქის მთავარ მოედანზე უზარმაზარი ფურშეტი მოაწყვეს, რომელზეც მონაკოს 6,7 000 მცხოვრები დაპატიჟეს.





სტეფანია დე ლანუა და პრინცი გიიომი
საზეიმო ცერემონიას 2012 წლის პრესა ფართოდ აშუქებდა, რადგან იმ მომენტისთვის ევროპის უკანასკნელი პრინცი ქორწინდებოდა. პატარძლის კაბის შეკერვის პატივი დიზაინერ ელი სააბს ხვდა წილად. ლუქსემბურგის სასახლის სამეფო აივანზე წყვილის გამოჩენა მნახველებს დიდხანს ახსოვდათ, რადგან პრინცმა თავის რჩეულს მხოლოდ ტუჩებში კი არა, შუბლზეც აკოცა.





მეფე აბდალა II და რანია
იორდანიის დედოფალი სამართლიანად მიიჩნევა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ ქალბატონად. ამასთანავე, დედოფალ რანიას თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ აღმოსავლეთის პრინცესა დიანა, რადგან აქტიურად ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას, იბრძვის აღმოსავლეთის ქალთა უფლებებისთვის და ამასთან სანიმუშო მეუღლე და დედაა. იორდანიის მომავალ მმართველს ულამაზესი რანია დანახვისთანავე შეუყვარდა და რამდენიმე თვეში ცოლობა სთხოვა. მოლოდინის საწინააღმდეგოდ, სამეფო ოჯახი კეთილად განეწყო არასამეფო წარმომავლობის ქალიშვილის მიმართ. აბდალას დედამ რძალს სამეფოს მარგალიტიც კი შეარქვა. საქორწინო ცერემონიალი აღმოსავლური ტრადიციების სრული დაცვით ჩატარდა. აბდალას მამა და იმდროინდელი იორდანიის მეფე პატარძლის მშობლებს სახლში ეწვია და ქალიშვილის ხელი თხოვა. ერთ-ერთ ინტერვიუში რანიამ აღიარა, რომ ოფიციალურობის მიუხედავად, ნიშნობა ძალიან რომანტიკულ ატმოსფეროში ჩატარდა. ქორწილი წყვილის შეხვედრიდან ზუსტად 10 თვის თავზე1993 წლის 10 ივლისს შედგა და ეს დღე სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადდა. პატარძალს ბრიტანელი დიზაინერის ბრიუს ოლდფილდის თეთრი, ოქროსფრით გაწყობილი კაბა ეცვა. ცნობისთვის, ეს დიზაინერი ძალიან უყვარდა პრინცესა დიანას და მას სადღესასწაულო კაბებს უკვეთდა. ქორწინება ბედნიერი გამოდგა - წყვილი 20 წლის შემდეგაც ისევ შეყვარებულია და ოთხ შვილს ზრდის.


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?