მსოფლიოს 5 უდიდესი მწერალი, ვინც „ნობელის პრემიის“ მიღებაზე უარი თქვა

უცნობი ფოტოები

29 ივლისი 22:00, 2017 წელი

ეს პრემია ნებისმიერი ადამიანისთვის არამხოლოდ პრესტიჟია, მას საკმაოდ სოლიდური ფულადი ჯილდოც ახლავს. თუმცა „ნობელის პრემიის“ ისტორიაში არის შემთხვევები, როცა წარდგენილმა კანდიდატებმა ასეთ დაფასებაზე უარი თქვეს. ალბათ, დაგაინტერესებთ მათი არგუმენტები...

ლევ ტოლსტოი


1906 წელს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიამ ნობელის პრემიის ლაურეატთა სიაში უდიდესი რუსი მწერლის გვარი შეიტანა, თუმცა ლევ ტოლსტოიმ პრემიაზე უარის თქმა გადაწყვიტა.
ხმაურის თავიდან ასაცილებლად, ტოლსტოიმ დახმარებისთვის მწერალს არვიდ იარნეფელტს მიმართა, რომელსაც ლიტერატურულ სფეროში ბევრი გავლენიანი ნაცნობი ჰყავდა.
საბოლოოდ, იმ წელს პრემია იტალიელ პოეტს ჯოზუე კარდუჩის მიენიჭა და ლევ ტოლსტოიმ შვებით ამოისუნთქა.
„ჯერ ერთი, გავთავისუფლდი სირთულისგან, რაც ბევრ ფულს მოაქვს. ჩემი ღრმა რწმენით, ფულს მხოლოდ ბოროტებისა და უბედურების მოტანა შეუძლია. თანაც, ამან ღირსება შემმატა და უდიდესი სიამოვნება მომანიჭა, რადგან უცნობი, მაგრამ პატივსაცემი ადამიანების თანაგრძნობა დავიმსახურე“, - წერდა ტოლსტოი.

ბერნანდ შოუ


1925 წელს ნობელის პრემიის კომიტეტმა ბერნანდ შოუს ლიტერატურის დარგში პრემია მიანიჭა - „შემოქმედებისთვის, რომელიც იდეალიზმისა და ჰუმანიზმის მატარებელია, მწვავე სატირისთვის, რომელიც პოეტურ სილამაზეს ერწყმის“, თუმცა მწერალმა პრემიის მიღებაზე უარი განაცხადა: „ის მაშველ რგოლს ჰგავს, რომელსაც ნაპირზე მშვიდობით გამოსულ მოცურავეს აწვდიან“, - ასე განმარტა მწერალმა თავისი საქციელი.
ბერნანდ შოუს ექსცენტრიკული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა. ამის შემდეგ, მწერალმა უბრალო ამერიკელებისგან უამრავი წერილი მიიღო, სადაც სთხოვდნენ, რომ, თუ მას არ სჭირდებოდა, ფული მათთვის გაენაწილებინა, რამაც მწერალი ძალიან შეაშფოთა. „ალფრედ ნობელს დინამიტის გამოგონება კიდევ შეიძლება ეპატიოს, მაგრამ მხოლოდ კაცობრიობის მტერი გამოიგონებდა ნობელის პრემიას“.

ბორის პასტერნაკი


1958 წლის ნობელის პრემიას მსოფლიო მასშტაბის სკანდალი მოჰყვა: პრემიის ლაურეატმა, რუსმა მწერალმა და პოეტმა ბორის პასტერნაკმა პრემია ჯერ მიიღო, შემდეგ კი მასზე უარი თქვა.
ნობელის პრემიის კომისიამ პასტერნაკის კანდიდატურაზე რამდენჯერმე შეაჩერა ყურადღება, თუმცა პრემიის მინიჭების გადაწყვეტილება მხოლოდ 1957 წლის პრემიის ლაურეატის ალბერტ კამიუს მხარდაჭერის შემდეგ მიიღო.
პასტერნაკს პრემია „თანამედროვე პოეზიაში მიღწეული წარმატებისა და რუსული ეპიკური რომანის ტრადიციების გაგრძელებისთვის“ მიენიჭა.
პასტერნაკს ნაცნობები თუ უცნობები ულოცავდნენ. მწერალი ბედნიერი და კმაყოფილი ჩანდა და შვედეთში გასამგზავრებლად ჩემოდნებს ალაგებდა, როცა მის სახლში ხელისუფლების წარმომადგენლები გამოჩნდნენ და კატეგორიული ტონით მოსთხოვეს, პრემიაზე უარი ეთქვა.
საქმე ის იყო, რომ მწერალთა წრემ პასტერნაკის პრემია უკიდურესად ნეგატიურად მიიღო. პრესის მხრიდან თავდასხმები გრძელდებოდა. მთავარი სამიზნე რომანი „დოქტორი ჟივაგო“ და მისი ანტისაბჭოთა არსი გახლდათ.
პასტერნაკმა ზეწოლას ვერ გაუძლო და დანებდა. შვედეთის ნობელის აკადემიამ შემდეგი შინაარსის წერილი მიიღო: „იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ჩემთვის პრემიის მონიჭების შემდეგ შეიქმნა საზოგადოებაში, რომელსაც მე ვეკუთვნი, მასზე უარს ვამბობ. გთხოვთ, ჩემს ნებაყოფლობით უარს შეურაცხყოფად ნუ აღიქვამთ“.

ჟან-პოლ სარტრი


„მდიდარი იდეების, თავისუფლების სულისკვეთებისა და ჭეშმარიტი ხელოვნების ძიებისთვის, რასაც ჩვენს დროში უდიდესი გავლენა აქვს“, - 1964 წელს ნობელის პრემიის ლაურეატად ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი ჟან-პოლ სარტრი დაასახელეს, რომელმაც პრემიაზე მაშინვე უარი თქვა.
ვითარება რომ განემარტა და არავინ გაენაწყენებინა, მან საკუთარი გადაწყვეტილების ობიექტური და მატერიალური მიზეზები ჩამოთვალა.
პირველ რიგში, სარტრი უარყოფდა ნებისმიერ განმასხვავებელ ნიშანს, რომელიც ამა თუ იმ საზოგადოებრივი ინსტიტუტის მიმართ ვალდებულებებს აკისრებდა.
ამასთანავე, მწერლის თქმით, აღმოსავლეთის ქვეყნებში მცხოვრებ, გაცილებით ღირსეულ ავტორებს, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოსაზრებების გამო, ნობელის პრემია არასოდეს მინიჭებიათ, ამიტომ მას უთანასწორობის კიდევ მეტად გაღრმავება არ სურდა.
სარტრი აღიარებდა, რომ გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა, რადგან 250 000 კრონის ქველმოქმედებისთვის დახარჯვა ისეთივე სწორი იქნებოდა, როგორც საკუთარი პრინციპების დაცვა და ამ ფულზე უარის თქმა: „ნობელის პრემია არის ჯილდო დასავლეთის მწერლებისთვის ან „მეამბოხე“ მწერლებისთვის აღმოსავლეთიდან. პრემია არასოდეს მინიჭებია, მაგალითად, სამხრეთ ამერიკის უდიდეს პოეტს ნერუდას, არასოდეს განხილულა არაგონის კანდიდატურა, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად იმსახურებდა. საწყენად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ ნობელის პრემია მიენიჭა პასტერნაკს და არა შოლოხოვს და ის, რომ ერთადერთი საბჭოთა ნაწარმოები, რომელსაც „ნობელის პრემია“ მიენიჭა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამოიცა და სამშობლოში აკრძალულია“ (შოლოხოვმა „ნობელის პრემია“ 1965 წელს მიიღო).

ალექსანდრე სოლჟენიცინი


ცნობილ რუს მწერალს ალექსანდრე სოლჟენიცინს ნობელის პრემია 1970 წელს მიენიჭა, თუმცა, პასტერნაკის მსგავსად, ისიც იძულებული იყო, პრემიაზე უარი ეთქვა, რადგან შვედეთის კომიტეტის გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირმა უკიდურესად ნეგატიურად აღიქვა.
სოლჟენიცინს საშუალება არ მისცეს, პრემიის მისაღებად ქვეყნიდან გასულიყო, თუმცა 1975 წელს, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირიდან გააძევეს, სოლჟენიცინმა პრემიაც მიიღო, დიპლომიც და ლაურეატის მედალიც.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?