„მარიტას როლი მთელი ცხოვრება გამყვა“ - ლიკა ქავჟარაძე

უცნობი ფოტოები

11 ოქტომბერი 23:55, 2017 წელი

26 ოქტომბერს 58 წლის გახდებოდა. 27 ოქტომბერს მისთვის ვარსკვლავის გახსნა იგეგმებოდა... ყველა დროის ულამაზესი ქართველი მსახიობი ქალი ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.


ლიკა ქავჟარაძე 1959 წლის 26 ოქტომბერს, თბილისში დაიბადა. 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს განხრით.

12 წლის იყო, როცა მოკლემეტრაჟიან ფილმ „შადრევანში“ გადაიღეს. შემდეგ იყო: „როცა აყვავდა ნუში“, „მშვენიერი კოსტიუმი“ (1973), „სიყვარული, ივერია და...“ (1975), „კავკასიური რომანსი“ (1975),  „ნატვრის ხე“ (1976), „პეპელა“ (1977), „სათადარიგო ბორბალი“ (1978), „დიუმა კავკასიაში“ (1979), „მუდმივი მეგობარი“ (1980), „ოჯახი“ (1985), „დიმიტრი II“ (1982), „ჭიდაობას რა უნდა“ (1986), „ვამეხი მოდის“ (1988), „სპირალი“ (1990), „ოქროს ობობა“ (1992), „ჩაკლული სული“ (1994), „მხოლოდ ერთხელ“ (1994) და ა.შ. 



კინოში განსახიერებული 30-მდე როლის მიუხედავად, მსახიობს მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული და აღიარება თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხეში“ შესრულებულმა მარიტას როლმა მოუტანა. 
გარეგნული მონაცემებისა და სამსახიობო ოსტატობის წყალობით, ლიკა ქავჟარაძემ ბრწყინვალედ განასახიერა გიორგი ლეონიძის გმირი -  „წყნარი, როგორც მაისის თეთრი წვიმა, ქალი - მტევანივით შემკობილი, ჩაკდემით მოსიარულე. ნაზი, როგორც ნიავი, ვერხვში შეხიზნული“. თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხის“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ლიკა ქავჟარაძე საქართველოსთვის ნატვრის გოგონად იქცა.


სამსახიობო კარიერაში მიღწეული წარმატების მიუხედავად, ლიკა ქავჟარაძეს თეატრალურ ინსტიტუტში არ ჩაუბარებია. ნიჭიერთა მუსიკალური ათწლედის შემდეგ სწავლა კონსერვატორიაში განაგრძო. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კი მუსიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.
თუმცა იყო თუმანიშვილის თეატრში მუშაობის მცდელობა, რომელიც წარუმატებლად დასრულდა - მსახიობი თეატრიდან მალევე წამოვიდა.  
იმ პერიოდში სამოდელო ბიზნესი ის-ის იყო ვითარდებოდა და მსახიობმა ბედი პოდიუმზეც სცადა. 
როგორც მოდების სალონის „ირიდას“ დამფუძნებელი იხსენებდა, ლიკას სილამაზე დანარჩენ მოდელებს იმდენად აკომპლექსებდა, რომ მის გვერდით გამოსვლა უჭირდათ. სამაგიეროდ, დარბაზი ტაშის გრიალით ინგრეოდა მსახიობის პოდიუმზე გამოჩენისას. 
წლების წინათ ლიკას ცხოვრების შესახებ ფილმის გადაღებასაც აპირებდნენ და სცენარიც იწერებოდა, მაგრამ სცენარის ავტორმა, დრამატული ბიოგრაფიის მქონე მწერალმა ქალმა, ქეთი ნიჟარაძემ თავი მოიკლა, თვითმკვლელობის წინ კი ყველა ხელნაწერი დაწვა...



სიცოცხლის ბოლო წლებში მსახიობი მარტო ცხოვრობდა. ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში, რომელიც „კვირის პალიტრას“ მისცა, მსახიობმა თავის კულინარიულ ნიჭზე, მარტოობაზე და ყოფით პრობლემებზე ისაუბრა:
„ჩემი ოჯახი ჩემი შვილია, რომელიც ამერიკაშია. მე მარტო ვცხოვრობ. მიყვარს მარტოობა. სამზარეულოში ფუსფუსი მიტაცებს ძალიან. მგონი, ვისაც გემრიელად ჭამა უყვარს, მომზადებაც ეხერხება. დღესასწაულებიდან ყველაზე მეტად ახალი წელი მიყვარს. ალბათ, ბავშვობიდან მომდევს ეს სიყვარული. ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება, გაილამაზო ცხოვრება. მე კი ისე ვცხოვრობ, ყველაფერი გათვლილი მაქვს - კვებაზე, კომუნალურ გადასახადებზე, წამალზე..
ჩემი მუდმივი შემოსავალი ივანიშვილის გადახდილი თანხაა. ეგ რომ არა, არ ვიცი, რა მეშველებოდა“.
გავრცელებული ინფორმაციით, დავით ოქიტაშვილი 27 ოქტომბერს ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავის გახსნას გეგმავდა..


 


 


 


„ლიკა ქავჟარაძე მიწიერი მშვენიერებაა. ლამაზ ადამიანებს ჭირვეულობა ახასიათებთ, ლიკა კი აქაც იშვიათი გამონაკლისია“. მსახიობი და რეჟისორი გოგი ქავთარაძე.




„ბავშვობიდან დედაჩემი სულ მიჩიჩინებდა, ჭამე, ხომ ხედავ, ფეხები ჩხირივით გაქვს, მოკუზული დადიხარო. მეც ყველაფერს ვასწორებდი მერე თანდათანობით...“




შოთა კალანდაძე და ლიკა ქავჟარაძე
„ლიკა ქავჟარაძე მოწოდებით მსახიობია, გატაცებით მხატვარი და პროფესიით მუსიკოსი“. გიორგი შენგელაია.


 



კადრი ფილმიდან „ნატვრის ხე“

„ნატვრის ხის“ გადაღებების დროს, მეც და სოსო ჯაჭვლიანმაც ვიცოდით, რომ ორივეს ლიკა გვიყვარდა, მაგრამ მისთვის არცერთს არ გვითქვამს. თან მერე გავიგეთ, რომ ლიკას საქმრო ჰყავდა და ამიტომ იძულებულები ვიყავით, ჩვენი სიყვარული რაინდულად გულში შეგვენახა“, - მსახიობი ზაზა კოლელიშვილი.





ლიკა ქავარაძე და ეკა მამალაძე
„გადაღებაზე მივდიოდი, დედა მომყვებოდა, სადღაც სხვაგან - ისევ დედა ან ბებია... 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. ამიტომ ძალიან გამიჭირდა ცხოვრება. არ ვიცი, შეიძლება ჩემთვის იმის აცილება უნდოდა, რაც თვითონ დაემართა, არ ვიცი. მაგრამ, როცა ასეთ პირობებში გაიზრდები და წლების მერე, საერთოდ სხვაგან აღმოჩნდები, სხვა ქვეყანაში, შეიძლება გაგიჟდე. ამერიკაში დარჩენის საშუალება გვქონდა, სადაც ჩემი პირველი მეუღლე სანდრო მუშაობდა, მაგრამ ვერა! არა! არ შემეძლო! მიუხედავად იმისა, რომ 1993-94 წელი იყო და ყველას აქედან გაქცევაზე ეჭირა თვალი. უკან დავბრუნდით.“ - ლიკა ქავჟარაძე 


 



ლიკა ქავჟარაძე ბაბუასთან ერთად
„წლინახევრის ვიყავი, როცა მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ, ამიტომ მამა ბუნდოვნად მახსოვს. განებივრებული თუ ვიყავი? არა, არასდროს. დედას ამის საშუალება, უბრალოდ, არ ჰქონდა. 12 წლიდან კინოში დავიწყე გადაღება და ჩემი ოჯახის მარჩენალი გავხდი“ - ლიკა ქავჟარაძე.


 
















„ერთხელ, ახალგაზრდობაში, რომელიღაც ქუჩაზე დავინახე ლიკა და ადგილზე გავშეშდი. გონს რომ მოვედი, 30 წუთი მაინც იქნებოდა გასული. აი, რა შეუძლია ნატურალურ სილამაზეს“, - დათო ტურაშვილი.


 


 



ლიკა ქავჟარაძე შვილთან, ლევან თაქთაქიშვილთან ერთად


 


 



„მარიტამ მართლაც რომ წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო ჩემს კარიერაში, არამედ ზოგადად ცხოვრებაში. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ბევრ ფილმში ვითამაშე, “ნატვრის ხე“ მაინც სხვა იყო. დღემდე სწორედ ამ ფილმით მიხსენებენ. მარიტას როლი მთელი ცხოვრება გამყვა“, - ლიკა ქავჟარაძე 


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?