სად გაქრა ძვირფასეულობის შეუფასებელი კოლექცია?

უცნობი ფოტოები

3 თებერვალი 22:00, 2018 წელი

ინდოელი შეიხის ალ-ტანის ძვირფასეულობის კოლექციას მსოფლიოში ანალოგი მართლაც არ გააჩნია. კოლექციაში თავმოყრილი იყო ხუთი საუკუნის მანძილზე - დიდ მონგოლთა იმპერიიდან ჩვენს დრომდე - შექმნილი უნიკალური ნაკეთობები!


დიდ მოგოლთა იმპერიის განძეული თავისი დიდებულებით განსაცვიფრებელია.
ამ ეპოქის საიუველირო ნაკეთობებიდან განსაკუთრებით გამოირჩევა მოოქროვილი, ნეფრიტის ვადიანი ხანჯალი, რომელსაც ევროპულ სტილში შესრულებული მინიატურული თავი ამშვენებს.
ხანჯალს ორი იმპერატორი ფლობდა: ჯახანგირი და მისი ვაჟი შაჰ ჯახანი (ტაჯ-მაჰალის ტაძრის შემკვეთი).




უნიკალურ კოლექციაში იხილავთ გასაოცარი სილამაზის, მსოფლიოში ყველაზე ძვირფას ხალიჩას (1.73x2.64მ), რომელიც ირმის ტყავზე, ოქრო-ვერცხლითა და ნატურალური მარგალიტითაა ნაქსოვი და სამი დიდი ბრილიანტი, ათასი ძოწი და 600 ზურმუხტი ამშვენებს.
ხალიჩა მაჰარაჯა გაეკვად რაომ მედინაში წინასწარმეტყველის საფლავზე დასაფენად შეუკვეთა, თუმცა მის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა. მაჰარაჯას გარდაცვალების შემდეგ, ულამაზესმა ხალიჩამ წინასწარმეტყველის საფლავის ნაცვლად, ინდოელი დიდგვაროვნის ოჯახი დაამშვენა.

კოლექციის ერთ-ერთი გამორჩეული ექსპონატი მაჰარაჯა ნავანაგარას ჩალმაა, რომელიც 1934 წელს მსოფლიოში ცნობილმა იუველირმა კარტიემ 61.5-კარატიანი, უჩვეულო ფერის ალმასით „ვეფხვის თვალით“ დაამშვენა.




2014 წლიდან მოყოლებული, შეიხი ალ-ტანის ძვირფასეულობის კოლექციამ მსოფლიოს უდიდესი მუზეუმები მოიარა. ინდოეთის საგანძურს უდიდესი წარმატება ხვდა წილად ნიუ-იორკში, ლონდონში, იაპონიაში, პარიზსა და ვენეციაში.

2017 წლის 3 იანვარს, ვენეციაში ინდური საგანძურის გამოფენის ბოლო დღეს დაუჯერებელი ძარცვა მოხდა - ორმა მამაკაცმა აუღელვებლად გამოაღო მინის სტენდის კარი და ძვირფასეულობა გაიტანა.
გაუგებარი მიზეზების გამო, სიგნალიზაცია დაგვიანებით ამუშავდა. მანამდე მძარცველებმა მიმალვა მოახერხეს. ვენეციელი პოლიციელები უნიკალური განძის მძარცველებს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ვენეციის ქუჩებში ცოცხალი ვეშაპი გამოჩნდა!

ერთ დილასაც ვენეციელებმა გაიღვიძეს და თავიანთ ქალაქში ატლანტიკელი სტუმარი იხილეს!
დღის ჰოროსკოპი

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ნოემბერისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ენ ჰეთეუეის 15 შესანიშნავი როლი

ეს ის ფილმებია, რომელთა გამოც ასე გვიყვარს ეს მსახიობი.
ამბები

თბილისის სხვადასხვა უბანში უპატრონო ძაღლებისთვის სახლები დაიდგა

შპს „ჩემი სახლი“-ს ინიციატივით, თბილისის სხვადასხვა უბანში ქუჩის ძაღლებისთვის სახლები დაიდგა.
დღის ჰოროსკოპი

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ძაღლის 12 ჯიში, რომელიც თითქმის არ ყეფს!

მათთვის, ვისაც სურს, სახლში ძაღლი ჰყავდეს, თუმცა მისი ყეფით მეზობლების შეწუხებას ერიდება...
საკნატუნო ამბები

შიშველი იოგა - წარმოუდგენლად ლამაზი სანახაობა

თითოეულ ასანაში ულამაზესი ტალღისებრი მიმოხვრა და მშვიდი კონცენტრირება ამ ფოტოებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს. 
დღის ჰოროსკოპი

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

გამოთვალეთ თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი

რამდენ ძაღლს ხედავთ ამ შავ-თეთრ სურათზე? სწორედ ეს რაოდენობა განსაზღვრავს თქვენი გონების რეალურ ასაკს...
დღის ჰოროსკოპი

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ფულის ხარჯვა - ეს ჩვევა სიღარიბის ნიშანია (?!)

ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს 100-ზე მეტი ბავშვის და მოზარდის თავის ტვინი, რომლებიც სხვადასხვა შემოსავლების მქონე ოჯახებში იზრდებიან.