ქალები, რომლებმაც უბიწობის ფიცი დადეს და მამაკაცის სახეს ამოეფარნენ

უცნობი ფოტოები

10 მარტი 22:00, 2018 წელი

ისინი არც ტრანსგენდერები არიან და არც ტრანსვესტიტები. ისინი ალბანელი ქალები არიან, რომლებმაც მამაკაცებად გადაქცევა გადაწყვიტეს, რისთვისაც კონკრეტული მიზეზი ჰქონდათ. მათ ალბანეთში ბურნეშებს ეძახიან...

ბურნეშები ალკოჰოლურ სასმელებს იღებენ, სიგარეტს ეწევიან, მამაკაცური სახელები ჰქვიათ და მამაკაცურ საქმიანობას მისდევენ.
მიზეზი, რომლის გამოც მათ ასეთი გენდერული როლი არჩიეს, ალბანეთის ისტორიასა და ტრადიციებში იმალება.

საქმე ის გახლავთ, რომ ალბანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ ქალებს ამ დრომდე ჩამორთმეული აქვთ უამრავი უფლება: მათ არ შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობა და მიწის შეძენა. არ გააჩნიათ მემკვიდრეობისა და ბიზნესის დაწყების უფლება. ეკრძალებათ უამრავ დაწესებულებაში შესვლა, საათის ტარება და ხმამაღლა საუბარიც კი. ეს ნორმები უძველესმა კანონთა კრებულმა განსაზღვრა, რომელსაც მთიან დასახლებებში მცხოვრები ადამიანები დღემდე იცავენ.

ზემოხსენებული კანონების თანახმად, ქალი ქმრის საკუთრებაა. გოგონას დაბადებისთანავე ან ადრეულ ბავშვობაში ათხოვებენ. როგორც კი წამოიზრდება, ის ვალდებულია, მამისეული სახლი დატოვოს, საცხოვრებლად ქმრის სახლში გადავიდეს და მთელი ცხოვრება ქმარ-შვილზე ზრუნვასა და საოჯახო საქმეებს მიუძღვნას.

ყველაფრის მიუხედავად, ბურნეშების გაჩენა ქალების მძიმე ხვედრს კი არა, კაცების ნაკლებობას უკავშირდება. საქმე ის გახლავთ, რომ ალბანეთში გავრცელებულმა სისხლის აღების ტრადიციამ უამრავი ოჯახი კაცის გარეშე დატოვა. ალბანური ტრადიციის თანახმად, დანაშაულისთვის მხოლოდ დამნაშავე კი არა, მთელი მისი ოჯახი ისჯება. ახლობლების გადასარჩენად, ოჯახის უფროსი დაზარალებულებს სთავაზობს, რომ დანაშაული საკუთარი სისხლით გამოისყიდოს.

ზემოჩამოთვლილი მიზეზების გამო, უამრავი ალბანური ოჯახი კაცის გარეშე რჩება. ასეთ ოჯახებში მცხოვრებ გაუთხოვარ ქალიშვილს უფლება აქვს, მამაკაცის ფუნქცია შეითავსოს და ბურნეშად იქცეს. ქალიშვილმა სოფლის 12 უხუცესის წინაშე უნდა დაიფიცოს, რომ არასოდეს დაქორწინდება და სიკვდილამდე მარტო დარჩება. ზოგიერთისთვის ეს ფიცი პროტესტის გამოხატულება და დამოუკიდებლობის მიღების შესაძლებლობაა, ზოგიერთისთვის კი თავის გადარჩენის ერთადერთი შანსი სამყაროში, რომელსაც კაცები მართავენ.

ამერიკელმა ფოტოგრაფმა ჯილ პეტერსმა ბურნეშების მოსანახულებლად ალბანეთში იმოგზაურა.
მისი თქმით, ამჟამად ქვეყნის მთიან რაიონებში ასობით ასეთი ქალი ცხოვრობს, თუმცა ტრადიცია ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა.

იცით თუ არა...

ელფრიდა კარლსონი - ქალი, რომელსაც ყეფაში ხელფასს უხდიან

თანამედროვე მსოფლიოში 40 ათასზე მეტი პროფესიაა და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. აი, მაგალითად, შვედი ელფრიდა კარლსონი ხელფასს ყეფაში იღებს - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
კულინარია

ცხელი ვინეგრეტი - სასარგებლო, ნოყიერი და დაბალკალორიული

კარტოფილის გოგრით ჩანაცვლება ამ სალათს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
დღის ჰოროსკოპი

14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ჯეისონ სტეტჰემი თავის სახლს $19,95 მილიონად ყიდის (12 ფოტო)

სახლი კალიფორნიაში, მალიბუს სანაპიროზე მდებარეობს. ბრიტანელმა მსახიობმა ეს ქონება 2009 წელს $10,6 მილიონად შიძინა, ცოტა ხნის წინ კი აქაურობა საფუძვლიანად გაარემონტა.
დღის ჰოროსკოპი

13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ეტიკეტის 10 წესი, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 10%-მა იცის ეს პუნქტები.
ამბები

31 წლის მარიკა მაკარიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

31 წლის მარიკა მაკარიძეს მწვავე ლეიკემია და ზურგის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, დაავადება მეოთხე სტადიაშია.
დღის ჰოროსკოპი

12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

აშშ-ში ყველაზე ძვირად ღირებული სახლი იყიდება!

სახლი, რომელიც ცნობილია, როგორც Casa Encantada (ჯადოსნური სასახლე), ლოს ანჯელესის პრესტიჟულ რაიონში, Bel-Air-ში მდებარეობს და მისი გასაყიდი ფასი 225 მილიონია!
ამბები

#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედიატური გაიმართა

„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედიატური გაიმართა.
დღის ჰოროსკოპი

11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქათმის ბარკლები თაფლითა და ნივრით

არომატული ქათმის ხორცი პიკანტურ სოუსში ერთდროულად ძალიან ნაზი, ტკბილი და ცხარეა.