გენიოსის უცნობი ფოტოები - სტივენ ჰოკინგის ბავშვობა

უცნობი ფოტოები

24 მარტი 22:00, 2018 წელი

ის ისტორიაში შევიდა, როგორც 21-ე საუკუნის ყველაზე გავლენიანი და მოწინავე მეცნიერი, ფიზიკოს-თეორეტიკოსი, ასტროფიზიკოსი და მწერალი, რომელმაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი კოსმოლოგიისა და კვანტური გრავიტაციის შესწავლას მიუძღვნა.

მომავალი გენიოსი 1942 წლის 8 იანვარს ექიმის ოჯახში დაიბადა. ოჯახს ფინანსურად უჭირდა, თუმცა ამას მშობლებისთვის ხელი არ შეუშლია, რომ სწავლის მოყვარული და განათლებული შვილები აღეზარდათ.

სტივენს ბავშვობიდან თვითმფრინავებისა და გემების მაკეტების კეთება იტაცებდა. ამის პარალელურად, შეეძლო სრულიად არაბავშვურ თემებზე, მაგალითად, რელიგიასა და ექსტრასენსორული აღზრდის მეთოდებზე ესაუბრა.
სკოლაში სწავლის დროს, მას თავისუფლად შეეძლო მასწავლებლებთან ერთად ურთულეს საკითხებზე მსჯელობა, თუმცა ბრწყინვალე აკადემიური მოსწრებით არ გამოირჩეოდა.

დროთა განმავლობაში ცხადი გახდა, რომ ყმაწვილს მეცნიერება იზიდავდა. ალბანსის სკოლის დამთავრების შემდეგ, სტივენმა სწავლა ოქსფორდის უნივერსიტეტში გააგრძელა, თუმცა მამისგან განსხვავებით, მედიცინის ნაცვლად, ფიზიკით დაინტერესდა.  
ჰოკინგმა უნივერსიტეტის პროგრამა სამ წელიწადში დაძლია, ოთხი წლის შემდეგ კი კემბრიჯის უნივერსიტეტში საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა.
კემბრიჯში მან ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი და ასტრონომიის ინსტიტუტში პროფესორის ადგილი მიიღო.

1963 წელს 21 წლის ჰოკინგს ექიმებმა ამფიოტროფული გვერდითი სკლეროზი, იგივე ლუ გერიგის დაავადება დაუდგინეს. ეს მძიმე და განუკურნებელი სენია, რომელმაც 30 წლის ჰოკინგი დამბლამდე მიიყვანა. ექიმების პროგნოზის მიუხედავად, რომ ორი წლის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, მეცნიერმა 76 წლამდე აქტიური ცხოვრებით იცხოვრა.  

1974 წელს ჰოკინგი ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრად აირჩიეს, 1979 წელს კი ლუკასის მათემატიკის პროფესორის პოსტი დაიკავა, რომელიც 300 წლის წინათ ისააკ ნიუტონს ეჭირა.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვეობის უდიდეს მეცნიერს საკუთარი განათლების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდა. ხუმრობდა, რომ მათემატიკას მხოლოდ სკოლაში სწავლობდა, ხოლო ოქსფორდში მასწავლებლობის დროს, საკუთარი დისციპლინის ცოდნაში სტუდენტებს მხოლოდ რამდენიმე კვირით უსწრებდა.

1985 წელს, ყელზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ჰოკინგმა მეტყველების უნარი დაკარგა. ამის შემდეგ ის საზოგადოებას კომპიუტერის დახმარებით მიმართავდა. უმძიმესი დაავადების მიუხედავად, სტივენ ჰოკინგი ბევრს მოგზაურობდა, ლექციებს კითხულობდა და წიგნებს წერდა.

12 სამეცნიერო წოდების, უამრავი მედლის, ორდენისა და პრემიის კავალერი, დიდი ბრიტანეთის სამეფო სამეცნიერო საზოგადოებისა და აშშ მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის წევრი 2018 წლის 14 მარტს გარდაიცვალა. მისი პროფესიული საქმიანობის შესახებ საზოგადოებისთვის ბევრი რამაა ცნობილი, მისი ბავშვობის წლების შესახებ კი - ნაკლებად.
ერთად ვნახოთ სტივენ ჰოკინგის ბავშვობისა და სიყმაწვილის უცნობი ფოტოები.


 ფრენკ და იზაბელა ჰოკინგები ახალშობილ სტივენთან ერთად.





სტივენ ჰოკინგი დასთან, მერისთან ერთად.



 


სტივენი დებთან ფილიპა და მერი ჰოკინგებთან ერთად.



 


სტივენ ჰოკინგი სენტ-ალბანსის კოლეჯში სწავლის დროს (სათვალიანი ბიჭის მარჯვნივ)



 


სტივენი სათევზაოდ მიდის.



 


12 წლის სტივენი საკუთარი სახლის ეზოში.



 


სტივენ ჰოკინგი ოქსფორდში. 1963 წელი



 


სტივენ ჰოკინგი სტუდენტურ შეჯიბრზე. 1964 წელი



 


უნივერსიტეტის გამოსაშვები წვეულება



 


ჰოკინგი ოქსფორდის კურსდამთავრებულია. 1962 წელი


წყარო
საკნატუნო ამბები

ვენეციის ქუჩებში ცოცხალი ვეშაპი გამოჩნდა!

ერთ დილასაც ვენეციელებმა გაიღვიძეს და თავიანთ ქალაქში ატლანტიკელი სტუმარი იხილეს!
დღის ჰოროსკოპი

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ნოემბერისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ენ ჰეთეუეის 15 შესანიშნავი როლი

ეს ის ფილმებია, რომელთა გამოც ასე გვიყვარს ეს მსახიობი.
ამბები

თბილისის სხვადასხვა უბანში უპატრონო ძაღლებისთვის სახლები დაიდგა

შპს „ჩემი სახლი“-ს ინიციატივით, თბილისის სხვადასხვა უბანში ქუჩის ძაღლებისთვის სახლები დაიდგა.
დღის ჰოროსკოპი

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ძაღლის 12 ჯიში, რომელიც თითქმის არ ყეფს!

მათთვის, ვისაც სურს, სახლში ძაღლი ჰყავდეს, თუმცა მისი ყეფით მეზობლების შეწუხებას ერიდება...
საკნატუნო ამბები

შიშველი იოგა - წარმოუდგენლად ლამაზი სანახაობა

თითოეულ ასანაში ულამაზესი ტალღისებრი მიმოხვრა და მშვიდი კონცენტრირება ამ ფოტოებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს. 
დღის ჰოროსკოპი

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

გამოთვალეთ თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი

რამდენ ძაღლს ხედავთ ამ შავ-თეთრ სურათზე? სწორედ ეს რაოდენობა განსაზღვრავს თქვენი გონების რეალურ ასაკს...
დღის ჰოროსკოპი

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ფულის ხარჯვა - ეს ჩვევა სიღარიბის ნიშანია (?!)

ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს 100-ზე მეტი ბავშვის და მოზარდის თავის ტვინი, რომლებიც სხვადასხვა შემოსავლების მქონე ოჯახებში იზრდებიან. 
დღის ჰოროსკოპი

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?