მან პლასტიკურ ოპერაციებზე უარი თქვა და 83 წლის ასაკშიც შესანიშნავად გამოიყურება

უცნობი ფოტოები

31 მარტი 22:00, 2018 წელი

როგორც თავად აღნიშნავს, არასდროს უყვარდა „ბრჭყვიალა ცხოვრება“. ახალგაზრდობის ხელოვნურად შენარჩუნებასაც ბუნებრივად დაბერება არჩია. საბჭოთა ეკრანზე კი ყოველთვის შემოჰქონდა რაღაც არასაბჭოური, პეწიანი... ამაში, ალბათ, მისი გერმანული გენი იყო „დამნაშავე“. 

მაყურებელი მას აღმერთებდა და ახალ როლებს დიდი ინტერესით ელოდა. ფილმში მისი მონაწილეობა ყოველთვის წარმატების გარანტია გახლდათ. 

მსახიობი ალისა ფრეინდლიხი დეკემბერში 84 წლის შესრულდება...

ის 1934 წელს, ლენინგრადში დაიბადა. მამა, ბრუნო ფრეინდლიხი გერმანული წარმოშობის მსახიობი იყო. მსახიობის წინაპარი, მინის დამუშავების ოსტატი, რუსეთში პეტრე პირველს ჩამოუყვანია. დედა ქსენია ბუღალტრად მუშაობდა და მთელი ცხოვრება თეატრს აღმერთებდა.

ალისას სიმღერა და ცეკვა ბავშვობიდან იზიდავდა. დედის კაბაში გამოწყობილი გოგონა ხშირად სარკის წინ პოზიორობდა და საკუთარ წარმოდგენებს დგამდა.

1941 წელს ალისა სკოლის პირველ კლასში შეიყვანეს. ამ დროს მშობლები ერთმანეთს დასცილდნენ. მამა ტაშკენტში გადავიდა საცხოვრებლად. ალისა და დედამისი კი ბებიასთან - მამის დედასთან ლენინგრადში დარჩნენ.

მალე ლენინგრადის ბლოკადა დაიწყო. გოგონას ცოცხლად გადარჩენა ბებიას დიდი დამსახურებაა, რომელიც ყველაფერს აკეთებდა შვილიშვილის გასათბობად და გამოსაკვებად.

სკოლის დამთავრების შემდეგ ალისამ ლენინგრადის თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა. ინსტიტუტის შემდეგ კი ლენინგრადის დრამატულ თეატრში დაიწყო მუშაობა.
1961 წელს მსახიობი ლენინგრადის აკადემიურ თეატრში გადავიდა, სადაც რეჟისორებმა ტანდაბალი მსახიობის (153 სმ) უზარმაზარი პოტენციალი და სამსახიობო ნიჭის თავისებურებები შენიშნეს.
თეატრის ხელმძღვანელობამ აქცენტი ფრეინდლიხის ინდივიდუალურობაზე გააკეთა და მსახიობს სპექტაკლებში მთავარი როლები მისცა...

ფრეინდლიხი 1983 წლიდან დღემდე სანქტ-პეტერბურგში გ. ტოვსტონოგოვის სახელობის დიდი დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობია.
მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს თეატრის მსახიობს უწოდებს, უამრავ ფილმში აქვს შექმნილიბრწყინვალე  პერსონაჟები.
ფილმები მისი მონაწილეობით საბჭოთა კინემატოგრაფის „ოქროს ფონდშია“ შეტენილი.
მიღებული აქვს უამრავი საპატიო პრემია, ორდები. არის სანქტ-პეტერბურგის საპატიო მოქალაქე.

მსახიობი სამჯერ იყო გათხოვილი. ჰყავს ქალიშვილი ვარვარა, ასევე, მსახიობი და ორი შვილიშვილი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ალისა ფრეინდლიხი ეკრანზე 2004 წლამდე აღარ გამოჩენილა.
ის დიდ ეკრანს მთავარი როლით დაუბრუნდა ფილმში „ზედა მასლოვკა“. აქ შესრულებული 87 წლის მოქანდაკე ქალის როლისთვის 84 წლის ალისა ფრეინდლიხს პრემია „ნიკა“ გადაეცა.


პატარა ალისა დედასთან და დეიდასთან ერთად





ჯერ კიდევ უზრუნველი ბავშვობა - ომი არ დაწყებულა





ალისა სკოლაში. გოგონასთვის ცხოვრება გერმანული გვარით მარტივი არ იყო





ახალგაზრდობის წლები





მეორე ქმარი და ქალიშვილის მამა, რეჟისორი და მსახიობი იგორ ვლადიმიროვი.





ქალიშვილთან - ვარვარა ვლადიმიროვასთან ერთად











დედა-შვილი ერთად სცენაზე





შვილიშვილები - ანნა და ნიკიტა





ანნა - იგი აგრძელებს ბებიისა და დედის გზას





 მსახიობი დედა-შვილი - ხედავთ მსგავსებას?





ალისა ფრეინდლიხის მთელი ოჯახი 





ერთ-ერთ ბოლო ფილმში „ზედა მასლოვკა“

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?