„დღესვე უნდა გნახო, იცოდე...“ - ალექსანდრე ბასილაია და მისი „ივერია“

უცნობი ფოტოები

30 იანვარი 20:00, 2016 წელი

თავიდან მხოლოდ ოთხნი იყვნენ. ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „ივერია“ 1968 წელს კვარტეტის სახით შეიქმნა: ალექსანდრე ბასილაია, ოთარ ტატიშვილი, ჯემალ ბაღაშვილი და გოგი ლეონიძე. მოგვიანებით შემოუერთდნენ თემურ წიკლაური, მისი მეუღლე ლილი ზღვაური, ლუიზა კობალაძე, გოჩა ლორია, მანანა თოდაძე, თამუნა ამონაშვილი, თემურ თათარაშვილი, თემურ ყვითელაშვილი, სოსო პავლიაშვილი…

1942 წლის 11 მარტს, თბილისში დაიბადა კომპოზიტორი და ანსამბლ „ივერიის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე ბასილაია. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.
1968 წლიდან 1990 წლამდე იყო თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. 1987 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 
ალექსანდრე ბასილაიას დაწერილი აქვს ხუთი მიუზიკლი: „ჩხიკვთა ქორწილი“, „არგონავტები“, „თოვლის ბებოს ზღაპარი“, „ფიროსმანი“, „Шлягер, шлягер“. შექმნილი აქვს მუსიკა ქართული კინოსა და მულტფილმებისთვის.
„ივერიის“ კონცერტები ანშლაგებით იმართებოდა საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიასა და პორტუგალიაში.
ალექსანდრე ბასილაიას 2002 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
გარდაიცვალა 2009 წელს. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.






ალექსანდრე ბასილაია - კომპოზიტორი, ანსამბლ „ივერიის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს სახალხო არტისტი 
„ვიცოდი, რომ ჩემი ბუთხუზი ხალხს უყვარდა, მაგრამ ასე თუ უყვარდა, არ ვიცოდი. სადაც მივდივარ, ყველა ცრემლებით მელაპარაკება. ამ ასაკში მარტო დარჩენა ძალიან ძნელია. რომ ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, ეს ისეთი სისულელეა. დრო მკურნალი შეიძლება, შეყვარებული წყვილისთვის იყოს, როცა ერთმანეთს შორდებიან, თორემ როცა ადამიანს კარგავ, რომელთანაც ორმოცდაათი წელი გაატარე, იმისთვის ვერ იქნება დრო მკურნალი“. - ლუიზა კობალაძე.


 


რამაზ ჩხიკვაძე და ალექსანდრე ბასილაია
„უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ ოჯახში იზრდები. არ ვიცი, შემოიღეს თუ არა სკოლებში რელიგიის სწავლება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს აუცილებელია. ამერიკაში ან საფრანგეთში, თუნდაც ევროპის სხვა ქვეყნებში, სასტუმროში ნომერი არ არის, რომ ბიბლია არ იდოს. ჩემი შვილიშვილი სწავლობდა ამერიკაში და ერთი წელი ბიბლია იყო საგანი. თუ არ ჩააბარებდა, ისე ვერ დაამთავრებდა უმაღლესს. ჩვენ რითი ვართ მათზე ნაკლები?“ - ალექსანდრე ბასილაია.


 


 


ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „ივერია“
„თავიდან იყო „ორერა“. რობერტ ბარძიმაშვილი არანჟირებების შეკვეთას აძლევდა ბუთხუზს. მერე ლილი გეგელიასთან ვმუშაობდით. ბუთხუზი აკომპანიმენტს აკეთებდა, მე ვმღეროდი. მოგვიანებით გოგი ლეონიძის, ძმები ძნელაძეებისა და ბუთხუზის კვარტეტი შეიქმნა. ძმები ძნელაძეები გამოგვეყვნენ და შემოგვიერთდნენ – ვახო ტატიშვილი, ჯემალ ბაღაშვილი, გოგი ლეონიძის ცოლი, ლილი ზღვაური. ნუგზარ კვაშალი და თემურ წიკლაური „ციცინათელაში“ იყვნენ, რომლებიც მოგვიანებით მოვიდნენ ჩვენთან. ასე ნელ-ნელა შეიკრა ანსამბლი. იფიქრეს, იფიქრეს და დაარქვეს „ივერია“. იმ დროს „ორერა“ იყო ზენიტში და, ჩვენ მაშინ ვიწყებდით. აი, მაშინ დაიწყო ბუთხუზიმ სიმღერების წერა. პირველი სიმღერა, „ზღაპარი სიყვარულისა“, ჩვენი დუეტისთვის დაწერა. მერე წამოვიდა მიუზიკლების იდეა – „რწყილი და ჭიანჭველა“, „ჩხიკვთა ქორწილი“... - ლუიზა კობალაძე.


 


ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „ივერია“
გამომცემელი Тбилиси Мелодия. 



 


 


ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „ივერია“
გამომცემელი Тбилиси Мелодия.


 


„ანსამბლ „ივერიას“ როგორი მაგარი რეპერტუარიც უნდა ჰქონოდა, ღვთის წყალობის გარეშე ვერაფერს მიაღწევდა. უფლის იმედი თუ არ გაქვს ადამიანს, ყველაფერი დაკარგულია. როცა ხელოვანი ხარ, თუ ღვთისნიერი არ ხარ, ნულია შენი ფასი. სახლში ათასობით წერილი მაქვს, რომლებიც განუწყვეტლად მომდიოდა. ამაზე დიდი სიხარული და ბედნიერება არაფერია“. - ალექსანდრე ბასილაია.


 


 


ალექსანდრე ბასილაიას შვილი ანრი ბასილაია
„ანრი რომ გაჩნდა, ძალიან რთული პერიოდი იყო, მაგრამ ბუთხუზი ყველაფერს აკეთებდა, რომ არაფერი მოგვკლებოდა. თან სწავლობდა, თან მუშაობდა და ბავშვის გაზრდაშიც მეხმარებოდა“. - ლუიზა კობალაძე.


 


 


 


რამაზ ჩხიკვაძე, ალექსანდრე ბასილაია და საბჭოთა ესტრადის მომღერალი იოსებ კობზონი


 


 


ლუიზა კობალაძე
„ჩვენ ტყიბულში, სკოლაში ერთად ვსწავლობდით, ბუთხუზზე ორი წლით უფროსი ვარ. ღონისძიებები რომ ტარდებოდა, მე ვმღეროდი, ბუთხუზი პიანინოზე აკომპანიმენტს მიკეთებდა. თოთხმეტი წლის იყო, სიყვარული რომ ამიხსნა. თავისი მეგობარი გამომიგზავნა. ვუთხარი, – ასე გადაეცი, ჩემთან შედარებით ჯერ ბავშვია-მეთქი, მაგრამ ბოლოს იმდენი გააკეთა, თავი შემაყვარა“. - ლუიზა კობალაძე.


 


კონცერტზე






 


 


„ივერია“ - პირველი წლები


 


მუსიკალური დუელი - რომა რცხილაძე და ალექსანდრე ბასილაია


ლილი ზღვაური, მანანა თოდაძე და ლუიზა კობალაძე
მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი“.


 


„როდემდე უნდა ჭამონ ქართველებმა ერთმანეთი? რა ძალა აქვს ამ სკამს, რომ ერთმანეთს აღარ ინდობენ? სამწუხაროდ, ვერ ვატყობ ჩვენს პოლიტიკოსებს ხალხსა და ქვეყანაზე ზრუნვას. ამას უფრო პატრიოტობანას თამაშს დავარქმევდი...“ - ალექსანდრე ბასილაია.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?