აწვდის ალექსანდრე მეტრეველი - მსოფლიო ჩოგბურთის ქართველი ვარსკვლავის უცნობი ფოტოები

უცნობი ფოტოები

13 თებერვალი 20:00, 2016 წელი

ქართული სპორტის ლეგენდა, 60-70-იანი წლების ჩოგბურთის მსოფლიო ვარსკვლავი, საბჭოთა კავშირის პირველი ჩოგანი, უიმბლდონის სამგზის ფინალისტი, ევროპის 16-გზის და საბჭოთა კავშირის ექვსგზის ჩემპიონი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, „ქართული სპორტის რაინდი, ერთადერთი ქართველი ჩოგბურთელი, რომელმაც დიდი სლემის ტურნირის ფინალში იასპარეზა და მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელთა ათეულში მოხვდა!


ალექსანდრე მეტრეველი 1944 წლის 2 ნოემბერს თბილისში დაიბადა.
ჩოგბურთზე უფროსმა ძმამ კოტემ მიიყვანა. იმ დროს, როგორც ყველა ქართველი ბიჭუნა, ისიც ფეხბურთითა და ველოსიპედით იყო გატაცებული, მაგრამ ჩოგნის ხელში აღებისთანავე, ყველაფერი შეიცვალა. 
მეტრევლის პირველი მწვრთნელი არამ ხანგულიანი იყო.
ალექსანდრე მეტრევლის საჩოგბურთო კარიერა თავბრუდამხვევი სისწრაფით განვითარდა.  
საკავშირო ასპარეზზე პირველი დიდი გამარჯვება 1958 წელს „დინამოს საკავშირო პირველობაზე მოიპოვა. 1966 წელს ესტონელ ტომას ლეიუსს აჯობა და საბჭოთა კავშირის ნომერ პირველი ჩოგანი გახდა. ალექსანდრე მეტრევლის პირველი საერთაშორისო ასპარეზობა იტალიის ღია ტურნირზე შედგა. სანამ გაემგზავრებოდა, საკავშირო სპორტკომიტეტში დაიბარეს, კაპიტალისტურ დასავლეთში საბჭოთა მოქალაქის ქცევის წესები გააცნეს და უთხრეს, რომ მოგებული თანხის მხოლოდ 30 პროცენტს მიიღებდა და დანარჩენი სახელმწიფოს დარჩებოდა. იტალიაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, საკავშირო სპორტკომიტეტმა მეტრევლის წილი 30-დან 20 პროცენტამდე შეამცირა...


მეტრევლის პირველი დიდი საერთაშორისო წარმატება უიმბლდონის ჭაბუკთა ტურნირის ფინალში ასპარეზობა იყო. მისი მეტოქე ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის, „ოქროს ბურთის პირველი მფლობელის სტენლი მეტიუზის ვაჟი, ასევე სტენლი მეტიუზი იყო.
მალე ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ალექსანდრე მეტრეველს საბჭოთა კავშირში კონკურენტი არ ჰყავდა. საბჭოთა სპორტის მესვეურებმა მეტრევლის ფასი მშვენივრად იცოდნენ, ამიტომ, სხვებისგან განსხვავებით, ნაკლებ დაბრკოლებებს უქმნიდნენ. მეტრეველი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თბილისში უცხოური სპორტული ავტომობილით დაქროდა და დაუბრკოლებლად გადიოდა კაპიტალისტურ ქვეყნებში.
თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ლეგენდარული ჩოგბურთელი იხსენებს:
„ამერიკაში მოგებული ერთი ტურნირის შემდეგ, როცა მკითხეს, რა გადმოგცეთო, ავტომობილი-მეთქი, ეგრევე ვუპასუხე. ძალიან ლამაზი „ფორდ-მუსტანგი“ მისახსოვრეს, სპორტული, კონდიციონერით... მოსკოვში ოთხი დღე ნომრის გარეშე დავქროდი, მილიციას ერთხელაც არ გავუჩერებივარ! მერე თბილისში ჩამოვიყვანე. იმ დროს ჩვენთან რამდენიმე უცხოური მანქანა დადიოდა, ერთ-ერთი ლეგენდარული ანსამბლის „ორერას“ სამხატვრო ხელმძღვანელს რობერტ ბარძიმაშვილს ჰყავდა“.


ალექსანდრე მეტრეველი მართლაც გამორჩეული იყო! მან დევისის თასზე 105 შეხვედრა ჩაატარა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია ამ გათამაშების ისტორიაში.
კარიერის დასრულების შემდეგ საქართველოს სპორტკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა ხუთი წლის მანძილზე. სპორტკომიტეტის მერე „საქინფორმის“ ჟურნალისტად იმუშავა. დროდადრო, ვეტერანთა საერთაშორისო ტურნირებშიც გამოდიოდა. საქართველოდან სამოქალაქო ომის წლებში წავიდა, როცა „მხედრიონმა“ ნაკრებში ისეთი მოთამაშის ჩასმა მოსთხოვა, რომელიც ამას არ იმსახურებდა. თავის ერთ-ერთ ინტერვიუში მეტრეველი წერდა:
„90-იან წლებში „დინამოს“ კორტებს ნელ-ნელა ავიწროებდნენ. ჯერ ბენზინგასამართი სადგური გახსნეს, რაც, ჩემი აზრით, კრიმინალი იყო! მერე კორტის ტერიტორიაზე სანტექნიკის მაღაზია მოაწყვეს... ბავშვებზე სულ უფრო ნაკლებად ზრუნავდნენ, არადა, ზუსტად იმ პერიოდში უზბეკეთში დავდიოდი, სადაც იქაურებს ჩოგბურთის აკადემიის გახსნაში ვეხმარებოდი. ჩვენთან ჩოგბურთს ავიწროებდნენ, ტაშკენტთან ახლოს კი მთელი კომპლექსი გააშენეს, 19 კორტით და საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობაც მოისურვეს“. მოგვიანებით, ალექსანდრე მეტრეველი სამუშაოდ მოსკოვში მიიწვიეს. ამჟამად, რუსეთის პოპულარული ტელეკომპანიის НТВ-ს სპორტული კომენტატორია.


 


ალექსანდრე მეტრეველი - ჩოგბურთელი, უიმბლდონის სამგზის ფინალისტი. ევროპის 16-გზის ჩემპიონი 
„დღეს ჩოგბურთში ძალიან დიდი ფული ტრიალებს და ალბათ, ესაა იმის მიზეზი, მოთამაშეები კარჩაკეტილად რომ ცხოვრობენ. როცა საქმე მილიონებს ეხება, ბევრი რამ წინ იწევს, ადრე კი ასე არ იყო: არაერთ კონკურენტთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მქონდა. მგონია, რომ ჩვენს დროს უფრო თბილი ურთიერთობები იყო“. - ალექსანდრე მეტრეველი.


 


ალექსანდრე მეტრეველი. 1976 წელი
„ბიორნ ბორგი უმაღლესი დონის ჩოგბურთელი იყო, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ლეივერთან მისი შედარება არ შეიძლება. ერთხელ, როცა ბორგი თბილისს ესტუმრა, ცოტა დავლიეთ და მითხრა, პირველად ჩოგბურთის გამო შენთან წაგების შემდეგ ვიტირეო“. - ალექსანდრე მეტრეველი


 


1974 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონები წყვილთა თანრიგში ალექსანდრე მეტრეველი და თეიმურაზ კაკულია - ქართველი ჩოგბურთელი, ევროპის ოთხგზის ჩემპიონი. 1975 წელი. 


 


მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირზე. 1966 წელი 
„ერთხელ რუსმა ჟურნალისტმა მითხრა, როცა თქვენს თამაშს თვალს ვადევნებ, გატყობთ, რომ ღელავთო. ვიპასუხე, სწორედ იმიტომ ვთამაშობ, რომ ვღელავ, თორემ ჩოგბურთისადმი გულგრილი რომ ვიყო, კორტს საერთოდ არ გავეკარებოდი-მეთქი... ასაკის მატებასთან ერთად, ნერვების მოთოკვაც ვისწავლე. თუ გსურს, წარმატებას მიაღწიო, სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო, კონცენტრირებული უნდა იყო. ნერვების აყოლა არაფერს გარგებს“. - ალექსანდრე მეტრეველი.


 


ალექსანდრე მეტრეველი სტუმრად „РИА Новости“-ს თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში, 2008 წლის ივნისი 
„60 წლის რომ გავხდი, ვფიქრობდი, ძალიან მოხუცი ვარ-მეთქი, მაგრამ აგერ, 70-ს მივუკაკუნე და ვხვდები, რომ ბევრი რამ ჯერ კიდევ წინ მაქვს. მყავს კარგი შვილები და შვილიშვილები, საყვარელ საქმეს ვემსახურები. მივიჩნევ, რომ ცუდი კაცი არ ვარ, შესანიშნავი მეგობრები მყავს, ყველაფერ ამის გათვალისწინებით კი, ვფიქრობ, ბედნიერი ადამიანი გამოვდექი. ეს, მგონი, ყველაზე მთავარია“. - ალექსანდრე მეტრეველი.


 


ალექსანდრე მეტრეველი 


 


ჩოგბურთელები სერგეი ლიხაჩოვი და ალექსანდრე მეტრეველი დევისის თასზე, წყვილთა შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ. 1967 წელი


 


ნახევარფინალური მატჩი დევისის თასზე საბჭოთა კავშირისა და ჩეხოსლოვაკიის ნაკრებებს შორის. სერგეი ლიხაჩოვი და ალექსანდრე მეტრეველი ჩეხოსლოვაკიის ნაკრებთან წყვილთა შეჯიბრში გამარჯვების შემდეგ. 1970 წელი 
„საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრები გაცილებით მეტს მივაღწევდით, პოლიტიკას რომ არ შეეშალა ხელი - სწორედ ამიტომ არ გვათამაშეს სამხრეთაფრიკელებთან, ჩილელებთან... არადა, ძალიან კარგი გუნდი გვყავდა: მე, თეიმურაზ კაკულია, სერგეი ლიხაჩოვი, გუნდის კაპიტანი შამილ ტარპიშჩევი“. - ალექსანდრე მეტრეველი.


 


შერეულ წყვილთა შორის საერთაშორისო ტურნირის ფინალური შეხვედრის მონაწილეები ოლგა მოროზოვა და ალექსანდრე მეტრეველი. 1970 წელი


 


დევისის თასის ნახევარფინალური მატჩი საბჭოთა და ჩეხოსლოვაკიის ნაკრებებს შორის. გაიმარჯვა საბჭოთა ნაკრებმა 
მარცხნიდან მარჯვნივ: ვლადიმერ კოროტკოვი, სერგეი ლიხაჩოვი, ტომას ლეიუსი და ალექსანდრე მეტრეველი. 1970 წელი.
„ერთხელ ლევ იაშინთან ერთად ვიყავი ინდოეთში, დელიში. მაშინ ლეონიდ ბრეჟნევი ჩავიდა იქ და როგორც ასეთ შემთხვევაში ხდებოდა, დადებითი ფონის შესაქმნელად მსახიობები და სპორტსმენებიც წაგვიყვანეს. სადღაც საშინელ სასტუმროში შეგვასახლეს, არც ცივი წყალი მოდიოდა, არც - ცხელი. საჭმელზე არაფერს ვამბობ - სამზარეულოში რომ შევიხედეთ, უმ ხორცს ასობით ბუზი ეხვეოდა... მახსოვს, იაშინს არაყი ჰქონდა წამოღებული - პირსახოცი იმით გავჟღინთეთ და ტანი გავიწმინდეთ. მალე ყველაფერი ყელში ამომივიდა და იქაური ჩოგბურთის ფედერაციის ხელმძღვანელს დავურეკე, მოგვხედეთ-მეთქი. მისმა პასუხმა თავზარი დამცა: თურმე არც იცოდა, ინდოეთში რომ ვიყავით. მალე წაგვიყვანეს ნორმალურ სასტუმროში და ჩვენც გვეშველა. იმ დღეებში იაშინს ძალიან დავუახლოვდი - დიდებული კაცი იყო!“ - ალექსანდრე მეტრეველი.


 


თენგიზ გაჩეჩილაძე - გაზეთ ლელოს მთავარი რედაქტორი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი და  ალექსანდრე მეტრეველი


 


საბჭოთა კავშირის პირველი ჩოგანი, სპორტის დამსახურებული ოსტატი ალექსანდრე მეტრეველი. 1974 წელი


 


ალექსანდრე მეტრეველი. მატჩი დევისის თასზე საბჭოთა კავშირი-რუმინეთი. 1972 წელი
საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტმა და ჩოგბურთში ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონმა ნიკოლოზ ოზეროვმა მეტრეველს ღმერთისგან მოვლენილი ჩოგბურთელი უწოდა: „მეტრეველი ნამდვილად ღმერთისგან მოვლენილი ჩოგბურთელია. როცა მის თამაშს უყურებ, ნამდვილ სიამოვნებას განიცდი. ეს უბრალოდ თამაში კი არა, მაღალი ხელოვნებაა“.


 


1974 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონები წყვილთა თანრიგში ალექსანდრე მეტრეველი და თეიმურაზ კაკულია. 1975 წელი


 


ალექსანდრე მეტრეველი
მეტრეველი თაობის ლიდერი იყო - აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში ჩოგბურთის დიდმა მოყვარულმა, რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ.


 


მეტრეველი თამაშის დროს. 1974 წელი



აწვდის ალექსანდრე მეტრეველი
დევისის თასის ტურნირზე. მატჩი სსრკ-სა და საფრენგეთის ნაკრებებს შორის. 1983 წელი



საბჭოთა კავშირის ნაკრები ჩოგბურთში. მწვრთნელი შამილ ტარპიშევი. მოსკოვის სპორტის სასახლე. ლუჟნიკები. 1983 წელი 


 


კორტზე


 


ალექსანდრე მეტრეველი და ჩოგბურთში საბჭოთა კავშირის ნაკრების უფროსი მწვრთნელი შამილ ტარპიშევი. ლუჟნიკები. 1979 წელი


 


დევისის თასი. მატჩი საბჭოთა კავშირსა და საფრანგეთს შორის. აწვდის ალექსანდრე მეტრეველი


 


ალექსანდრე მეტრეველი, საქართველოს სახალხო არტისტი კოტე მახარაძე და ჭადრაკში მსოფლიოს ექსჩემპიონი ტიგრან პეტროსიანი. 1983 წელი

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?