რატომ აჩუქა მიტროფანე ლაღიძემ აკაკის ვერცხლის კალამი?

უცნობი ფოტოები

20 თებერვალი 20:00, 2016 წელი

„... უცხოელ სტუმრებს აკაკიზე უთქვამთ: ღმერთი ვიხილეთოდიახაც რომ ღმერთიაოღონდ მის მიერ შექმნილი სამყარომისი ვარსკვლავეთისაქართველოთი იწყება და საქართველოთი მთავრდება. ქართველთა ღმერთია ხელმეორედ მშობელი საკუთარი მშობლისა.“ ოთარ ჭილაძე.

ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი წერეთელი 1840 წლის 21 ივნისს საჩხერის რაიონის სოფელ სხვიტორში, შეძლებული თავადის როსტომ წერეთლის ოჯახში დაიბადა.
აკაკის დედა ეკატერინე აბაშიძე იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილთაშვილი და გურიის უკანასკნელი მთავრის, მამია გურიელის ღვიძლი და ყოფილა. აკაკის მშობლებს ხუთი შვილი ჰყავდათ: ანა, დავითი, იასონი (შინაურობაში - ილიკო), აკაკი და მავრა (შინაურობაში - მატა). 


1852 წლიდან აკაკი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობს, 1859 წლიდან კი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტის სტუდენტია.
უნივერსიტეტი 1863 წელს კანდიდატის ხარისხით დაამთავრა.
ლექსების წერა ჯერ კიდევ ყრმობაში დაიწყო, 1859 წელს კი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო. 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა - „საიდუმლო ბარათმა“ ახალგაზრდა პოეტს პოპულარობა მოუტანა.
1861 წლის იანვარში აკაკი წერს თავის პირველ პოემას - „რუსეთუმეს“, საიდანაც ორი თავი „ცისკარში“ გამოქვეყნდა.
1862 წელს აკაკი წერეთელი სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა1863 წლის დასაწყისში დროებით ისევ რუსეთისკენ გაემგზავრა, სადაც ნატალია ბაზილევსკაიაზე დაქორწინდა. აკაკის მეუღლე ოქროს მადნების რუსი მაგნატის პეტრე ბაზილევსკის ქალიშვილი გახლდათ და თავის დროზე დიდ სიმდიდრეს ფლობდა, მაგრამ მამის სიკვდილის შემდეგ მათი ქონება ბიძამ მიითვისა.
აკაკის და ნატალიას ერთადერთი ვაჟი, ალექსი (ლიოლია) წერეთელი სოფელ სხვიტორში დაიბადა. ნატალია პეტერბურგის მაღალ საზოგადოებაში იყო აღზრდილი. ცხადია, მას გაუჭირდა სოფლად ცხოვრება, სხვიტორი მიატოვა და შვილთან ერთად პეტერბურგს მიაშურა. ალექსი რუსეთში აღიზარდა. პეტერბურგში მიიღო საშუალო და უმაღლესი საინჟინრო განათლება, მაგრამ იმდენად დაინტერესებული იყო თეატრალური ხელოვნებით, რომ მთელი თავისი ცხოვრება ოპერას დაუკავშირა. 
აკაკი წერეთელმა კი საცხოვრებელ ადგილად ქუთაისი აირჩია. მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, ის არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში და მთელი სიცოცხლე ქვეყნისა და ხალხის ინტერესებისთვის ბრძოლას შეალია.
1889 წელს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებამ აკაკის ბანკის დირექტორის თანამდებობა შესთავაზა. „მე რომ დირექტორობა ვიკისრო, საკუთრად მოხელეობას უნდა დავუდვა გული და ეგ იქნება ჩემთვის ბორკილი, თუმცა ოქროს ბორკილი ჩემთვის პირადად სარგებელია, მაგრამ მაინც ბორკილია და იმ საქმეში ხელის შემშლელი, რომელსაც მე ამდენი ხანია ვემსახურები“, - მიუგო აკაკიმ პასუხად.
აკაკი წერეთელს უდიდესი დამსახურება მიუძღვის „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსებასა და საქმიანობაში. აკაკი რედაქტორობდა სატირულ-იუმორისტულ ჟურნალ „ხუმარას“, რომლის ეროვნული მიმართულების გამო 1907 წელს დააპატიმრეს კიდეც.
ილია ჭავჭავაძესთან ერთად, აკაკი წერეთელი სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში. ეროვნული მოტივი იმთავითვე იქცა აკაკის შემოქმედების ლაიტმოტივად. ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა წერეთელი ჭეშმარიტად სახალხო პოეტად.
საყოველთაო აღიარების ნათელი დადასტურება იყო მისი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო (1908), რომელიც, ისევე როგორც პოეტის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში (1912), გრანდიოზულ ეროვნულ დღესასწაულად გადაიქცა.
აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.


 


აკაკი როსტომის ძე წერეთელი 



აკაკი წერეთელი, ნატალია ბაზილევსკაია - აკაკი მეუღლე და ალექსი წერეთელი - მათი შვილი
კაკი წერეთლის შვილმა ქართული თითქმის არ იცოდა და, ცხადია, არც ჰქონდა ბედნიერება, წაეკითხა და ეგრძნო მამის პოეზიის ხიბლი და ელვარება. თუმცა, როგორც საქართველოში გამოგზავნილი წერილებიდან ჩანს, ქართული კულტურითა და  მამის შემოქმედებითაც დაინტერესებული იყო.“


 


აკაკი ახალგაზრდობაში. 1915 .
„...ჩვენს საზოგადო მოღვაწეთა შორის არავის ჰყოლია ქალებში ამდენი თაყვანისმცემელი და მეგობარი, როგორც აკაკის.“ ილია ზურაბიშვილი


 


აკაკი წერეთელი მეუღლესთან, ნატალია ბაზილევსკაიასთან ერთად


 


საქართველოს უდიდეს პოეტს აკაკი წერეთელსა და ქართული განძის მცველ, ამაგდარ მამულიშვილს ექვთიმე თაყაიშვილს მშვენიერი ურთიერთობა ჰქონიათ ერთმანეთში. ამის დასტურია აკაკის ანდერძი და ექვთიმეს პატივისცემა მგოსნისადმი. აკაკის ანდერძი დაწერილია 1912 წლის 7 ნოემბერს ქუთაისის ნოტარიუს აბდუშელიშვილთან: „ვენახსა და დანარჩენს ჩემს მამულს ვუტოვებ საკუთრებად საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას ქართული ზღაპრების, არაკების და საერთოდ, ზეპირ თქმულებათა შესაკრებად და გამოსაცემად. უფლება ჩემის ნაწერების გამოცემისა უნდა მიეცეს ზემოთხსენებულ საეთნოგრაფიო საზოგადოებას აღნიშნული მიზნისთვისაკაკი წერეთელი.“


 


აკაკი წერეთელი დისწულთან, ანეტა დადიანი-დადეშქელიანთან ერთად
აკაკის თხზულების გამომცემლები იყვნენ იოსებ მერკვილაძე და ცნობილი მეწარმე, უალკოჰოლო წყლების პირველი მწარმოებელი საქართველოში მიტროფანე ლაღიძე. ამ უკანასკნელის მოკრძალება იმდენად დიდი იყო მგოსნისადმი, რომ მეცხრამეტე საუკუნის 90-იან წლებში აკაკისთვის იაგუნდისთვლიანი ვერცხლის კალამი უჩუქებია.“



ანეტა დადიანი-დადეშქელიანი, ოჯახთან ერთად, სტუმრად ბიძასთან 


 


ალექსი წერეთელი - ოპერის იმპრესარიო
ლექსი წერეთელი 1942 წელს,  პარიზში გარდაიცვალა. საფრანგეთში იმ დროს  ფაშისტური რეჟიმი მძვინვარებდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ალექსის დაკრძალვას დიდძალი ხალხი დაესწროროგორც ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავდაალექსი წერეთელმა თავისი დასის მთელი რეკვიზიტები, პირადი ქონება და ბიბლიოთეკამომავალი თავისუფალი საქართველოს თეატრს“ უანდერძა. საოპერო დეკორაციები, ტანისამოსი და ბიბლიოთეკა მილიონნახევრად იყო შეფასებული. თუმცა, მისი გარდაცვალების შემდეგ, ანდერძი არაქმედითად იქნა ცნობილი და მთელი ქონება აუქციონზე გაიყიდა. ალექსი წერეთელი დაკრძალულია პარიზის მახლობლად, სენტ-უანის სასაფლაოზე, დედის გვერდით. გურამ შარაძის ცნობით, სასაფლაოს საფასური ალექსის 30 წლის ვადით,1971 წლამდე ჰქონია გადახდილი. 1981 წელს საფლავი გაუუქმებიათ და მის ადგილზე სხვა დაუკრძალავთ.


 


აკაკი წერეთელი სტუმრად ლევან ჯანდიერის ოჯახში
ფოტო გადღებულია სოფელ ვაჩნაძიანშილევან ჯანდიერის ოჯახში.
პირველ რიგში ზის: აკაკი წერეთელი. მეორე რიგში მარცხნიდან: ნიკიფორე მამინაიშვილი. მფლობელი გიორგი ჯავახიშვილი.


 


აკაკი წერეთელი და  მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი იონა მეუნარგია 
აკაკი ყოველთვის და ყველგან მომხიბლავ სანახაობას წარმოადგენდა. თავის სინდისად თვლიდა ერი აკაკის და ყველა თავისი კარგი თვისების ცოცხალ გამოხატულებადუკეთეს  გარეგნობას ვერ ინატრებდა 
ხალხი პოეტისთვის, რომელიც თავისი ქვეყნის სახედ მიაჩნდა.სერგო კლდიაშვილი.


 


დავით კლდიაშვილი - მწერალი, დრამატურგი, საქართველოს სახალხო მწერალი და აკაკი წერეთელი


 


აკაკი წერეთელი და ცნობილი ჟურნალისტი კოტე ბაქრაძე ჭადრაკის თამაშის დროს, ქუთაისში  კოტე ბაქრაძის ოჯახში 


 


აკაკი წერეთელი და მწერალი და პოეტი ვარლამ რუხაძე


 


აკაკი წერეთელი და პატარა ფატი გოკიელი პოეტის იუბილეზე
მიყვარს საზოგადოდ ბავშვი, უგულითადესად პატივსა ვცემ მოხუცებულობას, ღირსეულად ვაფასებ ვაჟკაცობას, მაგრამ გული კი ჭაბუკობისაკენ მიმიწევს და ყველაზე უფრო იმას შეფრქვევით ვეტრფიალები.აკაკი წერეთელი.


 


აკაკი წერეთელი აკაკი თავისი ექიმისივანე ელიაშვილის შვილებთან  ნინო და არჩილთან ერთად
არჩილ ივანეს ძე ელიაშვილი - ქართველი მეცნიერი, ელექტროტექნიკოსი, მართვის სისტემების ინსტიტუტის დამაარსებელი და პირველი დირექტორი გახდა (1956-1971). გადაღებულია ბაქოში. 



 


 


აკაკი წერეთელი, ივანე მაჩაბელი - ქართველი მწერალი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე და ანასტასია (ტასო) ბაგრატიონი-დავითიშვილი-მაჩაბელი - ქართველი საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების თავმჯდომარე, ივანე მაჩაბლის მეუღლე


 


აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში


აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში
გასული საუკუნის 80-იან წლებში ქართველ მოღვაწეთა კომისიავეფხისტყაოსნისტექსტის დადგენაზე მუშაობდა. ერთხელ აკაკი იმ დროს მივიდა კომისიის სხდომაზე, როცა არჩევდნენ სტრიქონებს: „იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს, დახოცეს და ამოწყვიტეს, ცათა ღმერთი შეარისხეს.“ კომისიის წევრთა შორის კამათი იყო. ერთი ნაწილი ამტკიცებდა, სიტყვაცათაგადამწერის დამახინჯებას წარმოადგენს, ცა ერთია და ალბათ რუსთაველსაც „ცასა“ ექნებოდაო. ასეც აპირებდნენ ტექსტის გასწორებას, მაგრამ ამ დროს აკაკი წამოდგა და წამოიწყო ლოცვა: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა...“ საბუთი უკეთესი აღარ შეიძლებოდა, რუსთაველის ტექსტში დარჩაცათა ღმერთი შეარისხეს“.


 


აკაკი წერეთელი ონში. ფოტო გადაღებულია დავით გოცირიძის სახლის წინ 
მარცხნიდან დგანან: ანდრო თოლორდავა, მესამე: დავით გოცირიძე, მათე გორდეზიანი, სანდრო ჩიკვაიძე, ამბროსი გამყრელიძე, ვიქტორ ელიავა, ანტონ ჯანუაშვილი.
მარცხნიდან სხედან: კოწია წულუკიძე, აფრასიონ მეტრეველი, დავით კერესელიძე.
ცენტრში ზის: აკაკი წერეთელი


 


აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში



აკაკი
წერეთელი შვილთან
ერთად
ერთხელ ალექსის უცდია, სხვების დახმარებით მამისთვის წერილი ქართულ ენაზე მოეწერა. ამით აღფრთოვანებულმა აკაკიმ უპასუხა: „შენმა ქართულმა წერილმა ძალიან გამახარა. არასოდეს საეჭვოდ არ მიმაჩნდა შენი ნიჭიერება და ენერგია. ჩემს ახლოს შეგეძლო, ასჯერ მეტი სარგებლობა მოგეტანა და ჩვენც არ გავმწარდებოდით.“

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?