„კარგი შვილები წაუგებელი ბიზნესია...“ - „ტრაგიკული სილამაზის მსახიობი“ ლიანა ასათიანი კადრს მიღმა

უცნობი ფოტოები

5 მარტი 20:00, 2016 წელი

დედა, შენს დაბადების დღეს მე რახმანინოვის მე-2 საფორტეპიანო კონცერტს ნიუ-იორკის „ლინკოლნ-ცენტრში“ დავუკრავ. ეს ყველაზე დიდი დარბაზია ნიუ-იორკში... შენი ადგილი ყოველთვის თავისუფალი იქნება. ვიდრე დავუკრავ, ის ყოველთვის შენ დაგელოდება, დედა!.. - სწერდა ლიანა ასათიანს თავისი ვაჟი, მსოფლიოში სახელგანთქმული პიანისტი ლექსო თორაძე, რომელიც 80-იანი წლების დასაწყისში უცხოეთში გასტროლებზე წავიდა და აღარ დაბრუნდა...

ქართველი კინომსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ლიანა ასათიანი 1926 წლის 20 დეკემბერს თბილისში დაიბადა. 1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, თუმცა მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. ოცნება მალე აუხდა, 1942 წელს 16 წლის იყო, როცა თეკლა დედოფლის როლზე აიყვანეს მიხეილ ჭიაურელის ფილმში „გიორგი სააკაძე“. 
ლიანა ასათიანის აქტიური კინომოღვაწეობა „გიორგი სააკაძის“ წარმატების შემდეგ დაიწყო.  თეკლე დედოფალს მოჰყვა ციალა („ჭირვეული მეზობლები“, 1945), კამა („გაზაფხული საკენში“, 1950), ალექსანდრა ჯაფარიძე („მწვერვალთა დამპყრობნი“, 1952), მარინე ფერაძე („ჭრიჭინა“, 1954), ქეთევანი („ეთერის სიმღერა“, 1956), თავადის ქალი მაია („ერთი ცის ქვეშ“, 1961), დედოფალი გურანდუხტი („მაცი ხვიტია“, 1961) და სხვ. ლიანა ასათიანი თამაშობდა კოლმეურნეებს, გლეხის ქალებს, ქართლ-კახეთისა თუ სამეგრელოს დედოფლებს...


ამ დროს იყო მსახიობი, რომელიც, თავისი კერპის გრეტა გარბოს მსგავსად, პირისპირ არასდროს შეხვედრია მაყურებელს. თუმცა, ეს დღეც დადგა. 2010 წლის  20 მაისს 85 წლის მსახიობს კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ ვარსკვლავი გაუხსნეს, სადაც მაყურებლის გარემოცვაში აღმოჩნდა.


ფასდაუდებელია ამ მსახიობის ღვაწლი შვილების წარმატებაში, თუმცა განსაცდელიც ბევრი გადაიტანა. ლიანა ასათიანისა და დავით თორაძის ვაჟი, მსოფლიოში სახელგანთქმული პიანისტი ლექსო თორაძე 80-იანი წლების დასაწყისში გასტროლებზე წავიდა და უკან აღარ დაბრუნდა.
რამდენიმე თვეში ლიანა ასათიანმა შვილისგან წერილი მიიღო:
„დედა, შენს დაბადების დღეს, 6 დეკემბერს, მე რახმანინოვის მე-2 საფორტეპიანო კონცერტს ნიუ-იორკის „ლინკოლნ-ცენტრში“, „ევერი-ფიშერის“ დარბაზში დავუკრავ. ეს ყველაზე დიდი დარბაზია ნიუ-იორკში, „კარნეგი-ჰოლზეც“ კი. შენი ადგილი ყოველთვის თავისუფალი იქნება. ვიდრე დავუკრავ, ის ყოველთვის შენ დაგელოდება, დედა! კონცერტიდან შემოსულ ანაზღაურებას, შენს სახელზე, მთლიანად შევწირავ ნიჭიერ და პერსპექტიულ ახალგაზრდებს. მთავარია, მაგრად იდგე ამ განსაკუთრებით მძიმე საათებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი მე გამოვიწვიე, გახსოვდეს, ახლა ჩემთვის გაცილებით ძნელია, ვიდრე თქვენთვის, რადგან მე აქ სრულიად მარტო ვარ! გთხოვ, გაუძლოთ 2-3 თვე და შემდეგ ვეცდები, რაღაცით გაგახაროთ“. 

ლიანა ასათიანი იყო პირველი დედა, რომელსაც „კაგებემ“ ნება დართო, საზღვარგარეთ წასული შვილი მოენახულებინა. ეს გადაწყდა უმაღლეს დონეზე, შულცის თბილისში ყოფნის დროს. 1988 წელს ჩავედი ამერიკაში და ვნახე 5 წლის უნახავი შვილი, - იხსენებდა მსახიობი.


2010 წლის 20 მაისს, ვარსკვლავის გახსნაზე ლიანა ასათიანი უბედნიერესი დედა იყო იმით, რომ გვერდს ამ დღისთვის საგანგებოდ ამერიკიდან ჩამოსული შვილები ლექსო და ნინო თორაძეები უმშვენებდნენ.


ლიანა ასათიანი 2014 წლის 8 ივლისს 87 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


 


ქართველი კინომსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ლიანა ასათიანი 
„ქება და კომპლიმენტი არასოდეს დამიფიქსირებია და სერიოზულად არ ჩამითვლია. ამას ყოველთვის თავაზიანობად და ზრდილობის ერთ-ერთ ატრიბუტად აღვიქვამდი. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, აღფრთოვანებული, აღტაცების პიროვნება არ ვარ, პირიქით, უფრო ნიჰილისტი ვარ. თვითკრიტიკა საოცრად ჭარბობს ჩემში“. - ლიანა ასათიანი.


 
ლიანა ასათიანი
„როდესაც გიორგი სააკაძეს იღებდნენ, ომისგან განადგურებული ქვეყანა შიმშილსა და სიღატაკეს განიცდიდა და თუ ვინმეს უჭირდა, უპირველესად - მსახიობს.  ვხედავდი, როგორ მიდიოდნენ გამოჩენილი მსახიობები მიშა ჭიაურელთან და როგორ სთხოვდნენ, „მასოვკაში“ მაინც დაგვაკავე, რომ პურის ფული გაგვიჩნდესო. ვიცოდი, როგორც არ უნდა გამჭირვებოდა, არც რეჟისორებთან და არც სხვასთან არ მივიდოდი სათხოვნელად, ამიტომ გადავწყვიტე, ისეთ ფაკულტეტზე მესწავლა, რომელიც დამოუკიდებელს გამხდიდა, არსებობის საშუალებას მომცემდა. ეს იყო სამედიცინო ინსტიტუტი“. - ლიანა ასათიანი.




ლიანა ასათიანი
„ლიანა ასათიანის სილამაზეში იყო ტრაგიკული, საბედისწერო რამ. სწორედ ეს ტრაგიკული, საბედისწერო რამ აქცევდა მას იმ სილამაზედ, იმ მშვენიერებად, რომლის სრულყოფილად ასახვა მხოლოდ ფრესკის შემოქმედთა პრეროგატივაა, ვინემ მხატვრების“. - ლანა ღოღობერიძე.



კადრი ფილმიდან „ეთერის სიმღერა“




ლიანა ასათიანი თეკლა დედოფლის როლში, ფილმიდან „გიორგი სააკაძე“
„16 წლის ვიყავი, როცა „გიორგი სააკაძეს“ იღებდნენ. მთელ საქართველოში ეძებდნენ ხმელი ტანის გოგოს, ირიბი თვალებითა და არაბანალური სახით. მე და ჩემი მეგობრები მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლს ვესწრებოდით. ანტრაქტზე, ფოიეში, სურათების დასათვალიერებლად გავედით, უეცრად 2 სოლიდური პიროვნება მომიახლოვდა და ვინაობა გამომკითხა. მათ კინოსთვის სასინჯ გადაღებებზე დამიბარეს. სიხარულით ლამის გავგიჟდი. რამდენიმე დღეში მიხეილ ჭიაურელთან გამოვცხადდი. უამრავი ხალხი დამხვდა, ერთი გაკნაჭული გოგო რომ დამინახეს, გაოცდნენ, მიხეილ ჭიაურელი კი აღფრთოვანებული შემომყურებდა. შემდეგ მომიბრუნდა და იქ მყოფთ ჰკითხა: მოგწონთ? ყველამ თავი დაუქნია, ბუმბერაზ რეჟისორს უარს ვინ გაუბედავდა?!“ - ლიანა ასათიანი.



კადრი კინოფილმიდან „გიორგი სააკაძე“
„როდესაც „გიორგი სააკაძე“ ეკრანზე გამოვიდა, სამედიცინო ინსტიტუტში მეორე კურსზე გადავდიოდი. ხალხს ხშირად რომ არ შევჩეხებოდი, აკადემიური ავიღე. სულ ვფიქრობდი, აი, სახურავებით სიარული რომ შეიძლებოდეს, აკადემიურს არ ავიღებდი და წელს არ დავკარგავდი-მეთქი. ახლა აღარავინ აქცევს ყურადღებას, თორემ მაშინ ნიშა ძაღლივით ყველა გვცნობდა. ჯერ ამდენი არ მესმოდა, მაგრამ ქვეშეცნეულად ვგრძნობდი, რომ სულ არენაზე ვიყავი ცხოვრებაში და გამუდმებით ფორმაში უნდა ვყოფილიყავი, ასაკის მიუხედავად, ეს პასუხისმგებლობა უკვე მქონდა“. - ლიანა ასათიანი.



ლიანა ასათიანი ფილმში „თავადის ქალი მაია“
„თითქმის არც ერთი ფილმი არ მომწონდა ჩემი. მართალი გითხრათ, არც ვუყურებდი. ჩემს შემოქმედებაში ყველაზე წარმატებული როლი თავადის ქალი მაიაა. უფრო მეტიც, პირველად ვითამაშე როლი, რასაც ჰქვია… მე ვთვლი, რომ ლანა ღოღობერიძის ყველაზე კარგი სურათიც „თავადის ქალი მაიაა“, - ლიანა ასათიანი.




ედიშერ მაღალაშვილი და ლიანა ასათიანი




ლიანა ასათიანი და მედეა ჯაფარიძე




კადრი ფილმიდან „ჭრიჭინა“



დედოფალი გურანდუხტი, ფილმიდან „მაცი ხვიტია“




„როგორი ქებაც არ უნდა მოვისმინო, და როგორი რეცენზიაც არ უნდა წავიკითხო, მე მარტო ჩემი ორი ყურისა და ორი თვალის მჯერა. იშვიათია თანხვედრა რეცენზიებისა ჩემს აზრთან. ჩემი აზრი, გათავდა და მორჩა!“ - ლიანა ასათიანი.


 


ჯაბა იოსელიანი და ლიანა ასათიანი


 


ბიძინა კვერნაძე - ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, ნესტან მესხი - კონსერვატორიის საფორტეპიანო კათედრის პროფესორი  და ლიანა ასათიანი


 


კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, მსახიობი ლიანა ასათიანი და კომპოზიტორი შალვა დავითაშვილი


 


ლიანა ასათიანი 
„...არ მჯერა სიყვარულში თავდავიწყებისა და თავგანწირვის. მქონდა გატაცებები, მაგრამ ზღვრამდე. ყოველთვის ოჯახის სიყვარულში ვიყავი თავგანწირული. ადამიანმა უნდა იცოდეს, სად დადგეს... შეიძლება, ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩემმა ბავშვობამ დამიტოვა მძიმე ნაკვალევი – დედას სხვა შეუყვარდა და მშობლები დაშორდნენ, ამით კი შვილებს აგვერია ცხოვრება... მიყვარდა და მეამაყებოდა დედა, მაგრამ ის და მამა რომ დაშორდნენ, ამის პატიება მიჭირს. მაშინ ბავშვი ვიყავი და იმდენად არ მესმოდა, მერე და მერე კი ეს ჩემთვის ტკივილად იქცა...“ - ლიანა ასათიანი.



ლიანა ასათიანი შვილებთან ერთად 
„ბუნებრივია, მიჭირს მარტოობა, თუმცა ხშირად ჩამოდიან ჩემი შვილები - ლექსო და ნინოც, მაგრამ მათ თავთავიანთი ცხოვრება აქვთ და მათივე კეთილდღეობისთვის ჯობია, აქ ვიყო“. - ლიანა ასათიანი.



ლიანა ასათიანი შვილთან, ლექსო თორაძესთან ერთად

„რაც არ უნდა გამომეცალოს ხელიდან და რაც გინდა ის მოხდეს, მთავარია, ჩემი შვილები იყვნენ კარგად!“ - ლიანა ასათიანი.


 


ლიანა ასათიანი
„შეიძლება, კინოხელოვნებაში მეტის გაკეთება შემეძლო, მაგრამ, რაც მთავარია, კარგი შვილები აღვზარდე, კარგი შვილები კი წაუგებელი ბიზნესია...“ - ლიანა ასათიანი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?