„როგორი გარეგნობაც ჰქონდა, ისეთივე კაცი იყო...“ - მსახიობი გურამ ფირცხალავა მეგობრების მოგონებებში

უცნობი ფოტოები

12 მარტი 20:00, 2016 წელი

„გურამმა ცხოვრების ლამაზი წესით, აზროვნებით, ვაჟკაცობით მომაჯადოვა...“

გურამ ფირცხალავა 1940 წლის 18 თებერვალს ფოთში დაიბადა.
ზღვისპირა ქალაქში დაბადებულ ბიჭი ჯერ მფრინავობაზე, შემდეგ კი გემის კაპიტნობაზე ოცნებობდა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს აკაკი ხორავას „გიორგი სააკაძე“ ნახა და მსახიობობა გადაწყვიტა.
1966 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და გორის ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში დაიწყო მოღვაწეობა, შემდეგ კი თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გადავიდა.
1972 წლიდან გურამ ფირცხალავა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი გახდა.
გადაღებულია 70-ზე მეტ ფილმში. მათ შორის არის: „ჯვარცმული კუნძული“, „ციმბირელი პაპა“, „კოლხური ბალადა“, „პირველი მერცხალი“, „დათა თუთაშხია“, „ყვარყვარე“, „დღეს ღამე უთენებია“, „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“, „ადამიანთა სევდა“, „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“, სპირალი“, „თეთრი ბაირაღები“... 
მისი ბოლო ფილმებია: „მიდიოდა მატარებელი“ (2005), „მაიტა ნასოსი“ (2010) და პოპულარული სერიალი „ცხელი ძაღლი“. შემოქმედებითი საქმიანობის პარალელურად, გურამ ფირცხალავა აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მსახიობი ვერ ეგუებოდა უსამართლობას და ცხოვრების ყველა ეტაპზე საქართველოს უკეთესი მომავლისთვის იბრძოდა.
მსახიობი, რომელმაც ქართულ კინემატოგრაფიაში წარუშლელი კვალი დატოვა, 2014 წლის 6 ნოემბერს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


 


გურამ ფირცხალავა, კადრი ფილმიდან „Далеко на Западе“ (1969 წელი)


 


კადრი ფილმიდან „საქმე გადაეცემა სასამართლოს“ (1975 წელი)
„გურამი ჩემზე 10 წლით უფროსი იყო, მაგრამ ორივეს ერთი პედაგოგი, საშა მიქელაძე გვასწავლიდა. ეს ღმერთკაცი ყველას გამორჩეულად გვიყვარდა. მე და გურამი ახლოს ვიყავით. ძალიან უყვარდა ფოთი, ჩხოროწყუ. სკოლა დედულეთში - ლესიჭინეში დაამთავრა. როგორი გარეგნობაც ჰქონდა, ისეთივე კაცი იყო, გარეგნობა კი, მართლაც, უნაკლო ჰქონდა. თავისი მოღერილი ყელით, რომაულ სტანდარტს სანტიმეტრებში ემთხვეოდა. უშიშარიც იყო. მან მარჯანიშვილის თეატრში ბევრი დაუვიწყარი სახე შექმნა“, - დიმა ჯაიანი, მსახიობი.


 


„გურამმა ცხოვრების ლამაზი წესით, აზროვნებით, ვაჟკაცობით მომაჯადოვა“, - ტრისტან სარალიძე, მსახიობი.


 


„ის თავისუფლება, რაც ქართველ ქალებს აქვთ გარეგნულადაც და შინაგანადაც, ევროპელ ქალებში ვერ შევამჩნიე. ევროპაში უფრო დათრგუნულები არიან ქალები, მიუხედავად იმხელა უფლებებისა და ფემინიზმისა“. - გურამ ფირცხალავა.


 


კადრი ფილმიდან „დათა თუთაშხია“  (1977 წელი)
„ერთმა ნაცნობმა მკითხა, რა არის ეგ, რა ჩაგიცვამსო, ვუთხარი, ყაჩაღს ვთამაშობ ფილმში-მეთქი. რომელ როლს ასრულებ, დათასო? ვუთხარი, არა, დათა რა ყაჩაღია, ნაღდ აბრაგს - რაჟა სარჩიმელიას ვთამაშობ-მეთქი. დათა რაიკომის მდივანია, ფული შეაწერა ერთ კაცს, უნდა მიეტანა და აღარ მიუტანა, ავადმყოფი კაცის ცოლთან აქვს საქმე, რასაც აბრაგები არ კადრულობენ-მეთქი და დავიწყე ასეთი საყვედურები, რაჟას ვაქებდი და ამ ამბავში რომ ვიყავი, ჩემს ზურგს უკან ხითხითი მომესმა. თურმე გიგა ლორთქიფანიძე და ჭაბუა ამირეჯიბიც გამოსულან და გიგა ამ ჩემს მსჯელობაზე ხარხარებდა, ჭაბუა კი უფრო სხვანაირად ხითხითებდა. მივტრიალდი და ომახიანად შევძახე, - აუფ, ვიხუმრე-მეთქი. ისინი აგრძელებდნენ სიცილს, სანამ გული არ მოიჯერეს“. - გურამ ფირცხალავა.


 


კადრი ფილმიდან „დღეს ღამე უთენებია“
„ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა „კაკო ყაჩაღში“ ზაქროს როლი ითამაშა. სცენაზე ცხენით შედიოდა. ერთ დღესაც გადმოიღო იარაღი, ბატონს დაუმიზნა და ესროლა. ბატონმა ბოლო ხმაზე იბღავლა. პატარა გურამს კი გაჰკვირვებია - როგორ ცოცხლად შეასრულაო, მაგრამ თურმე, თოფიდან ნამდვილად გაუსვრია და ბატონი საფანტით დაუჭრია“.


 


„ბოლო პერიოდში მეგობრებს შინ არ გვიშვებდა. იმდენად მშვენიერი გარეგნობის იყო, არ უნდოდა, ტკივილით სავსე გვენახა. მის ამ დამოკიდებულებას აქვს გამართლება. რამდენჯერ დავურეკე, მოვიკითხე, შეხვედრა ყოველ ჯერზე გადამიწია. აი, ფეხზე რომ წამოვდგები, შეგეხმიანებიო“, - ტრისტან სარალიძე, მსახიობი.


 


გურამ ლორთქიფანიძე - ქართველი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი; იმედა კახიანი - ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი და გურამ ფირცხალავა - მსახიობი



 


მხატვრული ფილმის „წარსულის აჩრდილების“ გადაღებისას
ფილმის რეჟისორი - ლევან თუთბერიძე. 
პირველ რიგში - ლევან თუთბერიძე, მესამე რიგში მეოთხე - გივი ფირცხალავა.


 


„გურამმა მთელი თავისი ცხოვრება სხვაზე ფიქრსა და მზრუნველობაში გაატარა. დაუზარელი კაცი იყო. უბედნიერესი ვარ, რომ მასთან მრავალწლიანი მეგობრობა მაკავშირებდა“, - დიმა ჯაიანი. მსახიობი.


 


„მე-8 კლასში ვიყავი, როცა გურამ ფირცხალავა გავიცანი. ახალდაბაში ფილმ „მოლოდინის“ გადამღები ჯგუფი იყო ჩამოსული. გურამთან ერთად, ლეილა აბაშიძეც თამაშობდა. მსახიობობა ძალიან მინდოდა და მათ შემხედვარეს, ინტერესი გამიძლიერდა. დროის დიდ ნაწილს მეც გადასაღებ მოედანზე ვატარებდი. სოფელში თუ სადმე ხილი იყო, ვიპარავდი და მათთან მიმქონდა. მინდოდა, პატივი მეცა“, - ტრისტან სარალიძე, მსახიობი.


 


„მე ვფიქრობ, რომ გადაგვარდა და გამოლენჩდა მსოფლიო... ისე, ევროპაში მამაკაცები სხვანაირები არიან, მამაკაცურები არ არიან. ვითომ სპორტს მისდევენ, მაგრამ რაღაც აკლიათ. ქართველები რომ არიან ჭიხვინა ცხენებივით, ის ცეცხლი არ აქვთ“, - გურამ ფირცხალავა.


 


„გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ველაპარაკე. მალე ფეხზე წამოვდგები, მერე მოხვალ და მნახავო, - მითხრა. ჩემს კაბინეტში კუთხე მაქვს მოწყობილი, შუაში ჭაბუა ამირეჯიბის ფოტოა, მარჯვნივ და მარცხნივ გიგა ლორთქიფანიძისა და ოთარ მეღვინეთუხუცესის სურათებია ჩალაგებული. ამ კედელს „დათა თუთაშხიას“ ვეძახი. გურამს ეს გაუგია და ერთ-ერთ ინტერვიუში უთქვამს: მალე იმ კედელზე, ალბათ, ერთი ფოტოს მიმატება დასჭირდებაო. დავურეკე, ხომ არ გადაირიე, რა ფოტო უნდა მივამატო, ეგრე ნუ ლაპარაკობ-მეთქი. ჩაიცინა. ის ყველაფერს გრძნობდა, მაგრამ გაჭირვებას თავს არავის ახვევდა. იმ კედელს ახლა ჩემი გურამის ფოტოსაც დავამატებ. წავიდა გურამი და ჩემი გულიც წაიღო“, - დიმა ჯაიანი, მსახიობი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?