ვერიკო ანჯაფარიძე: „ათი წლისას მამაჩემმა „თეატრი“ მაჩუქა“

უცნობი ფოტოები

4 ივნისი 20:00, 2016 წელი

ქართველი მსახიობი, ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი - ვერიკო ანჯაფარიძე 1900 წლის 30 იანვარს ქუთაისელი ინტელიგენტის ოჯახში დაიბადა. ბაბუა, გრიგოლ ანჯაფარიძე ცნობილი იურისტი იყო, მამა, ივლიანე ანჯაფარიძე კი - ნოტარიუსი. პატარა ვერიკო თეატრის სამყაროს დედამ, მარიამ მესხმა აზიარა, რომელიც ახალგაზრდობაში ქართულ სცენაზე თამაშობდა, შემდეგ კი ქუთაისის  დრამატულ საზოგადოებას ხელმძღვანელობდა.

ვერიკოს სამსახიობო ნიჭი ბავშვობიდან ეტყობოდა, ამიტომ მის გადაწყვეტილებას, მსახიობი გამხდარიყო, არავინ შეწინააღმდეგებია. 1916 წელს, წმინდა ნინოს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მოსკოვში, აიდაროვის დრამატულ სტუდიაში სასწავლებლად გაემგზავრა.
თბილისში დაბრუნების შემდეგ, სწავლა გ. ჯაბადარის დრამატულ სტუდიაში გააგრძელა. 1920 წლიდან ვერიკო ანჯაფარიძე რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია. 1926-1928 წლებში ბათუმის თეატრსა და თბილისის „მუშათა თეატრში“ მოღვაწეობს. 1928-1932 წლებში ქუთაისი-ბათუმის აკადემიური დრამის მსახიობია. 1932-1933 წლებში ვერიკომ მოსკოვის „რეალისტურ თეატრში“ იმუშავა.1933 წელს ვერიკო ანჯაფარიძე თბილისში დაბრუნდა და სიცოცხლის ბოლომდე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მოღვაწეობდა. 1957-1959 წლებში იყო თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. თეატრში მუშაობის 60 წლის მანძილზე, ვერიკო ანჯაფარიძემ განსაკუთრებული სცენური სახეების მთელი გალერეა შექმნა და მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ქართული და საბჭოთა კინოს ისტორიაში. 


მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ, ვერიკომ იმ დროისთვის დამწყები მსახიობი, შემდეგში კი ცნობილი რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი გაიცნო. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის გრძნობა მალევე გაჩნდა, 1918 წ. ვერიკო ანჯაფარიძემ საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრთან და 1924 წლის აჯანყების მონაწილესთან შალვა ამირეჯიბთან იქორწინა. ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა. 1925 წელს ამირეჯიბი საქართველოდან ევროპაში გაემგზავრა, თუმცა, ვერიკო მას არ გაჰყოლია. შემოქმედებით ასპარეზზე მოღვაწეობამ მიხეილ ჭიაურელთან ისევ შეახვედრა და ისინი დაოჯახდნენ. ლეგენდარულმა წყვილმა ერთობლივად შექმნა ისეთი შესანიშნავი ფილმები, როგორებიცაა „დიადი განთიადი“, „გიორგი სააკაძე“, „ბერლინის დაცემა“, „ოთარაანთ ქვრივი“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ და სხვა. 1980 წელს მსახიობი თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს. ვერიკო ანჯაფარიძე გარდაიცვალა 1987 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.


 


 


რეჟისორი სანდრო ახმეტელი და ვერიკო ანჯაფარიძე  
„მეოცე საუკუნის შემობრძანება ქუთაისის ინტელიგენციამ საღორიის ტყეში აღნიშნა. სტუმართა შორის იყო ქართველი ერის უგვირგვინო მეფე აკაკი წერეთელი. დღესასწაულზე მოყვანილი ჰყავდათ პატარა ვერიკო, რომელიც ასაკისა და მომხიბვლელობის გამო, ერთბაშად მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. აკაკიმ გოგონა ხელში აიყვანა და უთხრა: კარგად დაიმახსოვრე, შენ უნდა ასახელო ჩვენი საყვარელი სამშობლო მეოცე საუკუნეშიო და საყოველთაო დასტურითა და სიხარულით ახალი საუკუნის კეთილ ფერიად გამოაცხადა“. ნათელა ურუშაძის მონოგრაფიიდან „ვერიკო ანჯაფარიძე“.


 


ვერიკო ანჯაფარიძე და პატარა სოფიკო ჭიაურელი


 


„ვერიკო ანჯაფარიძის ხელოვნება დიდებულია და სადა, როგორც გაცოცხლებული ქართული ფრესკა“. რეჟისორი, პედაგოგი, თეატრის თეორეტიკოსი გიორგი ტოვსტონოგოვი.


 


ოჯახური ფოტო, 1973 წელი - გიორგი შენგელაია, სოფიკო ჭიაურელი, ვერიკო ანჯაფარიძე და მიხეილ ჭიაურელი
„პაპაჩემი, მიხეილ ჭიაურელი, ძალიან ჩხირკედელა კაცი იყო – თავისი სახელოსნო ჰქონდა და სულ რაღაცას აკეთებდა. საერთოდ, მათ ვერასდროს ნახავდით უსაქმოდ. მათი ცხოვრების არსი და სიამოვნება შრომა იყო...“ მხატვარი ნიკუშა შენგელაია.


 


ვერიკო და მერი ანჯაფარიძეები
„მისი თამაშის სილამაზე განსაცვიფრებელია, ეს თამაში არაჩვეულებრივად რეალისტურია და ამავე დროს, ამაღლებული“. აკადემიკოსი ელეფთერ ანდრონიკაშვილი.


 


ვერიკო ანჯაფარიძე საგრიმიოროში
„სოფიკო ღიმილით იხსენებდა: დედა „ხულიგანი“ იყო. ერთხელ, მისი მეგობარი მსახიობი ბერიას მოსწონებია და მას შინ სწვევია. ვერიკო საწოლის ქვეშ დამალულა და ამ ვნებიანი შეხვედრის მომსწრე გამხდარა. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ბერიამ ყველაფერი გაიგო და საქმე იმდენად გართულდა, რომ, რომ არა მიხეილ ჭიაურელის გავლენა, ვერიკოს ციმბირს უკან დაატოვებინებდნენ“. ნიკუშა შენგელაია.


 


ვერიკო ანჯაფარიძე დედის, მარიამ მესხის სასაფლაოზე
მარცხნიდან სხედან: მერი ანჯაფარიძე, ელენე გოცირიძე, ვერიკო ანჯაფარიძე. დგას - სოფიკო ჭიაურელი. გადაღების თარიღი უცნობია.


 


„ვერიკო ანჯაფარიძე ჰგავს მელოდიას, რომელსაც, რაც უფრო ხშირად ისმენ, მით უფრო გეძალება მოსმენის სურვილი“. კოტე მარჯანიშვილი.


 


ვერიკო ანჯაფარიძე მშობლებთან ერთად - ლევან ანჯაფარიძე, მერი ანჯაფარიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ივლიანე ანჯაფარიძე, მარიამ მესხი.
„ათი წლისას, დაბადების დღეს, მამაჩემმა „თეატრი“ მაჩუქა. ერთ ღამეში ჩვენი ბინის სადარბაზო ოთახში ააშენეს პატარა სცენა მთელი თავისი მოწყობილობით: წინა ფარდით, დეკორაციით, განათებით. ამ სცენაზე ჩემს ტოლებთან ერთად ვდგამდი „წარმოდგენებს“, პიესების სიუჟეტებს თვითონვე ვთხზავდით, მაყურებელიც ბლომად გროვდებოდა. ჩემ მიერ დადგმულ წარმოდგენებში ვთამაშობდი უეჭველად ბიჭს, რომელიც ამარცხებს დევს ან ვეშაპს. როცა წამოვიზარდე, უკვე ვთამაშობდი გმირებს, რომლებიც თავგანწირვით იბრძვიან და იმარჯვებენ“. ვერიკო ანჯაფარიძე.


 


„ვერიკოს სიდიადეს ვხედავდი, მაგრამ, უპირველესად, ის ჩემთვის მაინც ბებია იყო. ბებია ნამდვილი ოჯახის ქალი იყო: თვითონ აგვარებდა ოჯახის საქმეებს, ბაზარშიც თვითონ დადიოდა. მახსოვს, ერთად რომ მივდიოდით, ხალხი აჩერებდა, ეხვეოდა და ჰკოცნიდა. მაშინ ისეთ ასაკში ვიყავი, მიკვირდა, ვერ ვხვდებოდი, რატომ ხდებოდა ასე. შემდეგ უკვე დედამ გადაიბარა ეს ესტაფეტა. სოფიკოსაც, ასევე, უყვარდა ხალხთან ურთიერთობა და ისეთივე ყოჩაღი იყო გარეთაც და სახლშიც. ოჯახში ბებიაც და დედაც უბრალოები იყვნენ, არასოდეს ჰყოფდნენ ადამიანებს კატეგორიებად, ყველას ერთნაირად სცემდნენ პატივს, ეხმარებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს უდიდეს პიროვნებებთან ჰქონდათ ურთიერთობა“. ნიკუშა შენგელაია.


 


ვერიკო ანჯაფარიძე მეგობრებთან ერთად
დგანან: ირაკლი ხომერიკი, გიორგი შენგელაია, გეიდარ ფალავანდიშვილი. სხედან: თეიმურაზ ჭიჭინაძე, ვერიკო ანჯაფარიძე, დავით მაჭავარიანი.


 


ვერიკო ანჯაფარიძე და ცნობილი მხატვარი, საზოგადო მოღვაწე ქეთევან მაღალაშვილი


 


ვერიკო ანჯაფარიძე და სოფიკო ჭიაურელი ნათესავებთან ერთად
დგანან: თეიმურაზ ანჯაფარიძე, სოფიკო ჭიაურელი და გია დანელია. სხედან: ლიანა და ვერიკო ანჯაფარიძეები.


 


 


ვერიკო ანჯაფარიძე, სოფიკო ჭიაურელი და რუსი მსახიობი ალისა ფრეინდლიხი


 


„მოდიოდა ქალი დიდი ნაბიჯებით. ეცვა აბრეშუმის გრძელი კაბა. ვერ გაიგებდი, თვალებით ვის უყურებდა, ოდნავ მოზრდილი ცხვირი, უწესრიგოდ, ფაფარივით გადმოყრილი თმა... ყველას მოგვესალმა და მომეჩვენა, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მე შემომხედა. მე მას პირველად ვხედავდი... და ვხედავდი მხოლოდ მას! ეზოში მწვანეზე ჩამოვსხედით და მოხდა ისე, რომ ვერიკო ჩემთან ახლოს დაჯდა. რა ბედნიერებაა! ჯაბადარმა სთხოვა, რამე წაეკითხა. ვერიკომ სასტიკი უარი განაცხადა. თითქმის ჩურჩულით ვთქვი, მეც გეხვეწებით-მეთქი. მან ერთი შემომხედა და დაუყოვნებლივ დაიწყო... ვერაფერს ვგრძნობდი... მე ტაში არ დავუკარი, დავიხარე და ხელზე ვაკოცე...“ მიხეილ ჭიაურელი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?