„რამდენი გამარჯვება ელოდა წინ“ - მამუკა კიკალეიშვილი უცნობ ფოტოებში

უცნობი ფოტოები

11 ივნისი 20:00, 2016 წელი

მამუკაც იმ სენმა შეიწირა, რამაც ბევრი, ვინც რეალობიდან გაქცევა სცადა. ძალიან ნდომებია ფილმის გაკეთება ნარკომანიაზე, სადაც მაყურებელს გულახდილად მოუყვებოდა, რა ჯოჯოხეთი გამოიარა...

ქართველი მსახიობი მამუკა კიკალეიშვილი 1960 წლის 10 აგვისტოს დაიბადა. თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში დაიწყო. მესამე კურსზე „სეილემის პროცესში“ ითამაშა. პირველად სწორედ მაშინ შენიშნეს. მომდევნო სპექტაკლი „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტები, ანუ სამოთხის ჩიტი“ იყო. წარმოდგენა იმდენად კარგი გამოსულა, რომ მის სანახავად ეროსი მანჯგალაძე და რამაზ ჩხიკვაძეც კი მისულან. ამ სპექტაკლში მამუკა კიკალეიშვილს პარტნიორობას მომავალი მეუღლე - ნინო კობერიძე უწევდა. რაც შეეხება კინოს, მამუკა ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, როცა დიტო ცინცაძის ფილმ „კვაზიმოდოში“ გადაიღეს. ამ ფილმში მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის მამუკა კიკალეიშვილმა საერთაშორისო კინოფესტივალზე პრიზი აიღო.
მალე „მოსფილმის“ შტატიანი მსახიობი გახდა.
1988 წელს ბულგარეთში, გაბროვოში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე კომედიური როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო პრიზი. 1994 წელს ნიჭიერი მსახიობი რეჟისორის ამპლუაში მოგვევლინა. მისი სარეჟისორო დებიუტი შედგა ლევონ უზუნიანთან ერთად გადაღებულ ფილმში „დაცემული ანგელოზი“. მამუკას დიდი სამომავლო გეგმები ჰქონდა: აპირებდა ფილმის გადაღებას და საკუთარი სატელევიზიო შოუს შექმნას. უკანასკნელ წლებში მუშაობდა რუსეთში საქართველოს საელჩოს კულტურის ატაშედ.
2000 წლის 26 აპრილს 39 წლის მსახიობი საკუთარ სახლში გონდაკარგული იპოვეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ძილის მომგვრელი საშუალების ზედმეტი დოზა ჰქონდა მიღებული. მამუკა კიკალეიშვილი 3 მაისს, მოსკოვში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. დასაფლავებულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.


მამუკა კიკალეიშვილის დედა - რუსთაველის თეატრის მსახიობი ლეილა ძიგრაშვილი, რომელმაც მამუკას გარდაცვალებამდე ჯერ 42 წლის მეუღლე, შემდეგ კი 42 წლის შვილი დაკარგა, თავის ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს: 


 


 


 


„მამუკაც იმ სენმა შეიწირა, რამაც ბევრი, ვინც რეალობიდან გაქცევა სცადა. ძალიან ნდომებია ფილმის გაკეთება ნარკომანიაზე, სადაც მაყურებელს გულახდილად მოუყვებოდა, რა ჯოჯოხეთი გამოიარა“. - იხსენებს მამუკას დედა, რუსთაველის თეატრის მსახიობი ლეილა ძიგრაშვილი, რომელმაც მამუკას გარდაცვალებამდე ჯერ 42 წლის მეუღლე, შემდეგ კი 42 წლის შვილი დაკარგა.


 


„მამუკას შეეძლო, მგრძნობიარედ და შთამბეჭდავად გარდასახულიყო ბავშვიდან მოხუცის როლში. ის არ იყო ეკრანისთვის ლამაზი, მაგრამ მის ტემპერამენტს ვერავინ შეედრებოდა“. მსახიობი ია ნინიძე.


 


მამუკა კიკალეიშვილი და სტას სადალსკი
„უფროსი ძმის უკურნებელმა სენმა და სიკვდილმა გაანადგურა მხიარული მამუკა. ის ძალიან შეიცვალა. ვეღარ ცნობდნენ. ძველებურად ლაღი აღარ იყო. გულჩათხრობილმა წერა დაიწყო. დღიურებად წერდა თავის ცხოვრებაზე“. ლეილა ძიგრაშვილი.


 


კადრი ფილმიდან „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“
კახი კავსაძე (დონ კიხოტი) და მამუკა კიკალეიშვილი (სანჩო პანსა). „კახი კავსაძესა და მამუკა კიკალეიშვილს ფილმ „დონ კიხოტში“ იღებდნენ. მაშინ კახი ძალიან გახდა როლისთვის, დაახლოებით, 25 კილოგრამი დაიკლო, მამუკამ კი ისე მოიმატა ორმოცდაათი კილო, ტყავში ვეღარ ეტეოდა. მოკლედ, რომ იტყვიან, ორივემ მსხვერპლი გაიღო ამ ფილმისთვის“. მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი. 



კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე, მსახიობი კახი კავსაძე, მამუკა კიკალეიშვილი, ოპერატორი ლომერ ახვლედიანი ფილმის „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ გადაღების დროს
„სანჩოს როლისთვის ვერავის ვპოულობდი, რომ უცებ გამახსენდა თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტების მიერ ნათამაშები სპექტაკლი „კვაზიმოდო“. ამ სპექტაკლიდან დამამახსოვრდა ჩამოსხმული ბიჭი, რომლის სახელი და გვარი არ ვიცოდი. დავიწყე მისი ძებნა. ვიპოვე, მაგრამ 26 წლის მამუკა სანჩოს როლისთვის ახალგაზრდა იყო. მივაწებეთ წვერი და ასაკი უცებ მოემატა. როცა ეს ფილმი მისი გარდაცვალების შემდეგ ვნახე, ცრემლები მომგვარა. რამდენი გამარჯვება ელოდა წინ“. რეჟისორი რეზო ჩხეიძე.


 


 


ირაკლი კავსაძე, კოტე მახარაძე, მამუკა კიკალეიშვილი და ამირან ბუაძე.


 


მამუკა კიკალეიშვილი
„მამუკას პირველი ცოლი მსახიობი ნინო კობერიძე გახლდათ, მეორე - ხათუნა ძამაშვილი. ხათუნასა და მამუკას ჰყავთ ერთი შვილი ანდრო. ხათუნა მოსკოვში არ გაჰყვა მამუკას, რადგან ბავშვი პატარა იყო. მერე შეირთო ტანია სმირნოვა, რომელიც ცდილობდა, უბედურებისგან თავის დაღწევაში დახმარებოდა“. ლეილა ძიგრაშვილი.


 


რუსეთის სახალხო არტისტი ლეონიდ კურავლიოვი, მსახიობი კახი კავსაძე, მსახიობი თამარ სხირტლაძე, მსახიობი მამუკა კიკალეიშვილი.


 


კახი კავსაძე, მამუკა კიკალეიშვილი და ლომერ ახვლედიანი
„ერთ კადრში მთაზე ადიან კახი და მამუკა. კახი თავისუფლად ადის, მამუკა კი ქოშინით მიჰყვება უკან. რეჟისორის ასისტენტი მსახიობებს დაბლიდან აძლევს მითითებებს: ბატონო კახი, მარჯვნივ... ბატონო კახი, მარცხნივ... მოკლედ, დაიღალა მამუკა, შეჩერდა, ამოიქოშინა და კახის თავის კილოზე უთხრა, ბატონო კახის რომ გეძახიან, გევასებაო? კახიმაც უპასუხა: დიახ, მევასებაო. მამუკა გაბრაზდა და შესჩივლა: მე კიდე პროსტო მამუკას მეძახიანო. კახიმ ჰკითხა: კი მაგრამ, რამდენი წლის ხარო. იმანაც უპასუხა - ოცდაშვიდისო. კახის ჩაეცინა: შენხელა რომ ვიყავი, ეეე, შე „სამო ასოვ“, ასე მეძახდნენ და ასე მარტო ქართულ „კინოშნიკებში“ თუ მოსულა. ახლა ძლივს ვეღირსე, რომ ბატონოთი მომმართავენო...“ სოსო ჯაჭვლიანი. მსახიობი


 


კადრი ფილმიდან ფილმი „ჰავაიური ვალსი“ (1990 წ.)
„მამუკა არ იყო უპრობლემო ბავშვი. 9-10 წლის ასაკში საშიში პერიოდი დაუდგა. აქეთ-იქით დაარბენინებდნენ უბანში საქმეების გასარჩევად და სულ კუდში დავდევდი, ძალიან მეშინოდა. ვინმეს რამე თუ სჭირდებოდა, აუცილებლად ეხმარებოდა. ეს თვისება ბოლომდე გაჰყვა“. ლეილა ძიგრაშვილი


 


კადრი ფილმიდან „პასპორტი“


 


 


ჟურნალი „საბჭოთა კინოს“ გარეკანი. #15 (1990 წ.)


 


კადრი ფილმიდან „აფერისტები“ (1990 წ.) 
„დედაჩემი ლეილა ძიგრაშვილი და მამაჩემი ანდრო კიკალეიშვილი მსახიობები იყვნენ. თეატრიდან რომ მოვიდოდნენ, მაცივარში აღარაფერი ხვდებოდათ. ორი-სამი დღის საჭმელს ვჭამდი. მოკლედ, მაცივარს საკეტი დაუყენეს და გასაღები წაიღეს. მახსოვს, ბევრი ვიწვალე, მაგრამ მაინც გავაღე. ვხედავ, ხორცი დევს, უყიდიათ და სამი დღის საჭმელი უნდა გააკეთონ... დავჭერი ეს ხორცი, წამოვაცვი დაშნაზე და მივუჯექი გაზქურას. შევწვი მწვადები და ბოლომდე შევჭამე...“ მამუკა კიკალეიშვილი.


 


 


კადრი ფილმიდან „პრინცესა ბარდის მარცვალზე“ (1997 წ. უკრაინა)


 


მამუკა კიკალეიშვილი, სტას სადალსკი


 


„ერთ დღეს მამუკა შინ გვიან დაბრუნდა. მეუღლემ გაიგო, რომ ქმარი მოვიდა, მაგრამ საწოლიდან არ ამდგარა. ტანია ფიქრობდა, რადგან მამუკა საღამოობით ხშირად იკარგებოდა, ყველაფერი თავიდან იწყებაო და გადაწყვიტა, ცოტა ხნით არ მიექცია ყურადღება. თავი მოიმძინარა, გაიგო, როგორ ჩართო მამუკამ ტელევიზორი, სამზარეულოში ჭურჭელს ახმაურებდა. დილით ტანია სასტუმრო ოთახში გავიდა. ტელევიზორი შიშინებდა, მამუკა სავარძელში იჯდა და გულისცემა თითქმის არ ისმოდა. ერთი კვირა ელოდა, როდის გამოვიდოდა ქმარი კომიდან“. ლეილა ძიგრაშვილი.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?