რაჭველი ზაური და სლოვაკი დარინა - კინოწყვილის ამბავი 40 წლის შემდეგ

უცნობი ფოტოები

25 ივნისი 20:00, 2016 წელი

სლოვაკეთის ელჩმა „რაჭა, ჩემო სიყვარულოს“ მეორე ნაწილის გადაღების სურვილი გამოთქვა - კომედიური ფილმისა, რომელიც ქართველი და სლოვაკი მეღვინეების მეგობრობას ეძღვნება, პარალელურად კი რაჭველი ზაურისა და უმშვენიერესი სლოვაკი დარინას სიყვარულის ამბავია მოთხრობილი... ბადრი კაკაბაძე მაშინ 21 წლის დამწყები მსახიობი იყო, 24 წლის ანდრეა ჩუნდერლიკოვა კი - ჩეხოსლოვაკიაში უკვე ძალიან პოპულარული არტისტი. ფილმში შეყვარებული დარინა ზაურთან რაჭაში რჩება, თუმცა ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა - გადაღების დასრულებიდან სამი დღის შემდეგ ანდრეა სხვაზე გათხოვდა...

40 წლის წინათ გადაღებული ფილმის სიუჟეტი საქართველოსა და სლოვაკეთში ვითარდება. სლოვაკ მევენახეებთან გამოცდილების გასაზიარებლად გამგზავრებული რაჭველები ულამაზეს სლოვაკურ სოფელში აღმოჩნდებიან, რომელსაც ქართული ჟღერადობის სახელი - რაჭა ჰქვია. სლოვაკეთში მოგზაურობისას ქართული დელეგაციის ერთ-ერთ წევრს ზაურს, რომლის როლსაც ბადრი კაკაბაძე ასრულებს, სლოვაკი გოგონა დარინა შეუყვარდება და მის მოხიბვლას მეგობრების დახმარებით ცდილობს. მალე სლოვაკები და, მათ შორის, მშვენიერი დარინა საქართველოს საპასუხო ვიზიტით ესტუმრებიან. რაჭის მშვენიერებითა და ქართული სტუმართმოყვარეობით მოხიბლულ გოგონას ზაური შეუყვარდება და სამშობლოში დაბრუნებას გადაიფიქრებს.

მოგვიანებით „ამბროლაურის მოამბის“ რედ­აქტორი დალი დარ­ახველიძე იხსენებდა: „ქართველებისა და სლოვაკების მეგ­ობრობა ასე­ დაიწყო: სლოვაკებმა აღმ­ოაჩინეს, რომ საქა­რთველოში მათი მოს­ახელე კუთხე იყო. მიმართეს საელჩოს,­ რომელმაც ეს ინფორმაცია დაადასტურა. 1965 წლიდან დაიწყო ურთიერთობა სლოვაკ და ქართველ რაჭველებს შორის. თუმცა მათ კუთხეს ერქვა რაჩა, ჩვენ - რაჭა. პირველი დელეგაცია საქართველოდან 1966 წლის ზაფხულს გაემგზავრა სლოვაკეთში. ჩვენ შორის ყოველწლიური მიმოსვლა თითქმის 90-იან წლებამდე გრძელდებოდა. სლოვაკებმა რაჭიდან ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ვაზის ნერგები წაიღეს და ჩვენთანაც გააშენეს თავიანთი ყურძნის ჯიშები. ამ მეგობრობის აღსანიშნავად, ამბროლაურში ერთ-ერთ ქუჩას ბრატისლავა რაჩის ქუჩა ეწოდა“. ფილმი „რაჭა, ჩემო სიყვარულო“ სწორედ ამ მეგობრობის საფუძველზეა გადაღებული.
ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ დარინას როლის შემსრულებელზე, 24 წლის ანდრეა ჩუნდერლიკოვაზე ნახევარი საქართველო იყო შეყვარებული. ამბობდნენ, რომ მის მიმართ გულგრილი არც ბადრი კაკაბაძე დარჩა, თუმცა დარინასგან განსხვავებით, ანდრეა საქართველოში დარჩენაზე ვერ დაიყოლიეს. გოგონამ გადაღების დასრულებიდან სამი დღის შემდეგ როკ-მუსიკოსთან, ჯგუფ „ოლიმპიკის“ გიტარისტ ლადისლავ კლეინთან იქორწინა. ჰყავს ერთი შვილი - ჩოგბურთელი სანდრა კლეინი. 


დღეს ანდრეა ჩუნდერლიკოვა ჩეხეთში ცნობილი მსახიობია. მისი კინოში მოხვედრა შემთხვევითობამ განაპირობა. 1964 წელს მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდნენ ფილმისთვის „მაღალი კედელი“. რეჟისორის ასისტენტებმა ერთ-ერთ სკოლაში 12 წლის ტანადი, შავთმიანი გოგონა შეამჩნიეს, რომელსაც ლურჯი თვალები ჰქონდა.
15 წლის ასაკში ანდრეას უკვე ხუთ ფილმში ჰქონდა მთავარი როლი შესრულებული. 1967-დან 1977 წლამდე პერიოდი მსახიობისთვის განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა. მას ერთმანეთის მიყოლებით იღებდნენ ფილმებში. 24 წლის იყო, როცა დარინას როლზე დაამტკიცეს, თუმცა, სამშობლოში სახელი და დიდება 1977 წელს გადაღებულმა სერიალმა „ქალაქის განაპირას მდებარე საავადმყოფომ“ მოუტანა.  
ჩეხეთში მიაჩნიათ, რომ ანდრეა ჩუნდერლიკოვას კინოში გადაღება რომ გაეგრძელებინა, ახლა ვარსკვლავი იქნებოდა, მაგრამ მსახიობმა მოულოდნელად საქმიანობის სფერო შეიცვალა და მენეჯერის პროფესია აირჩია. 2008 წელს მშვენიერი დარინა ბებია გახდა. ამჟამად პრაღაში ცხოვრობს და საქართველოსთან ბუნდოვანი მოგონებები აკავშირებს.


დარინასგან განსხვავებით, მისი „სატრფო“ ყოველთვის მსახიობობაზე ოცნებობდა. კარგად ცეკვავდა და მღეროდა. გიტარაზეც მშვენივრად უკრავდა, ამიტომ სკოლის დამთავრებისთანავე თეატრალურ ინსტიტუტს მიაშურა. ბადრი კაკაბაძე მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში იყო, რომლის ბაზაზე შემდეგ კინომსახიობთა თეატრი ჩამოყალიბდა. 1976 წლის თებერვალში რუსთავის თეატრში გადავიდა, სადაც თავისი პირველი როლი შეასრულა სპექტაკლში „რას იტყვის ხალხი“. ზაურის როლზე რომ დაამტკიცეს, ბადრი კაკაბაძეს თეატრალური ინსტიტუტი ახალი დამთავრებული ჰქონდა, თუმცა მისი კინოდებიუტი 1976 წელს შედგა ფილმში „გასეირნება თბილისში“. შემდეგ იყო „იმერული ესკიზები“ (1979 წ.), „ყოჩაღად, პაპებო“ (1981 წ.), „Стратити немає можливості“ (უკრაინა 1982 წ.), „Колокол священной кузние“ (რუსეთი 1982 წ.), „აქედანა და შენამდე“ (1984 ), „უკვდავების თეთრი ვარდი“ (1984 წ), „ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი“ (1990 წ.) და სხვ.
დღეს ბადრი კაკაბაძეს 40 წლის წინანდელი გადაღებებიდან ბევრი აღარაფერი ახსოვს. ამბობს, რომ დარინას როლის შემსრულებელი მოსწონდა, თუმცა სერიოზული გრძნობა არ ჰქონია და სინანულით აღნიშნავს, რომ ფილმში მონაწილე ქართველი მსახიობების თანავასკვლავედიდან ცოცხალი აღარავინ დარჩა.


მსახიობი ბადრი კაკაბაძე:
- ახალგაზრდა ბიჭი, ახალგაზრდა გოგო და ფილმი, რომელშიც მათ ერთმანეთი უყვართ... რა თქმა უნდა, იყო რაღაც სიმპათიები, მაგრამ სერიოზული ნამდვილად არაფერი ყოფილა. გადაღებები დავამთავრეთ და მესამე დღეს, როცა ჩვენ უკვე წამოსულები ვიყავით, ჯვარი დაიწერა. ისე კი, როცა გადაღებები დამთავრდა, ცოტა გული დამწყდა...


- ფილმის გადაღების შემდეგ ანდრეასთან თუ გქონიათ კონტაქტი ან საქართველოში თუ ჩამოსულა?
- არა, არა... მაშინ სხვა დრო იყო, ახლანდელივით ადვილი არ იყო წასვლა-წამოსვლა. ლაპარაკისაც ეშინოდა ხალხს და აზრის გამოთქმისაც. თუმცა ვიცი, რომ ანდრეას დღეს თავისი, კერძო ფირმა აქვს და სერიალში მონაწილეობს, რომელსაც უკვე ოცი წელია, იღებენ. სხვათა შორის, ქართველი ჟურნალისტები იყვნენ მასთან ჩასული და უთქვამს, კარგია, თუ კიდევ ვახსოვარ ქართველებსო. მეც მიხარია, რომ მაყურებელს ფილმი უყვარს და ახსოვს. მასში ისეთი თანავარსკვლავედი თამაშობდა, სხვანაირად შეუძლებელიცაა.

- ერთ-ერთ ინტერვიუში ბესო ხიდაშელი იხსენებს, რომ ხიდზე გადასვლის სცენაში, დარინასთვის თავის მოწონებას რომ ცდილობთ, ისე დაგარტყათ, ხუთი წუთი „ნოკაუტში“ იყავით...
- სხვანაირად იყო ეგ ამბავი. მარჯვენა უნდა დაერტყა. მეც მარჯვენა მხრიდან ველოდი დარტყმას და უცებ მეორე ხელი მომიქნია. იმდენად ნატურალურად გამოვიდა, რომ მეტი დუბლი აღარ დასჭირვებია და  ძალიან კარგად ჩაჯდა ფილმში. იცით, რაზე მწყდება გული? იპოლიტე ხვიჩია, დოდო აბაშიძე, ვასილ ჩხაიძე, გურამ ლორთქიფანიძე, ბესო ხიდაშელი... ვინც კი დიდი მსახიობი იყო იმ დროს, ყველა ამ ფილმში თამაშობდა. დღეს კი ყველა გარდაცვლილია, მაგრამ რას ვიზამთ. დროს თავისი მიაქვს და ჩვენ ვერაფერს შევცვლით.


შარშან გავრცელდა ინფორმაცია, რომ სლოვაკეთის ელჩმა „რაჭა, ჩემო სიყვარულოს“ მეორე ნაწილის გადაღების სურვილი გამოთქვა. ძნელი წარმოსადგენია, როგორ მოხერხდება ამის გაკეთება იმ პირობებში, როცა მსახიობების უმეტესობა ცოცხალი აღარაა, თუმცა სურვილისა და მონდომების შემთხვევაში, ალბათ, შეუძლებელი არაფერია.


  


„იმ დროს ანდრეა ჩეხოსლოვაკიელების უპირველესი მსახიობი იყო, ჩემზე ორიოდ წლით უფროსი...ძალიან მომწონდა, ან რა გასაკვირია,­ ლამაზი იყო, თუმცა ფილმის გამოსვლის შემდეგ აღარც მინახავს“, - ბადრი კაკაბაძე.


 


„მაშინ 21 წლის ვიყავი, ისეთ არტისტებთან მომიწია მუშაობამ,­ კაცი უკეთესს ვერ ინატრებს - დოდო აბაშიძე, იპოლიტე ხვიჩია, რამაზ ჩხიკვაძე... დღეს აღარავინ არის ცოცხალი, ყველაზე ბოლოს ლორთქია - გურამ ლორთქიფანიძე გარდაიცვალა“, - ბადრი კაკაბაძე.


 


„ყოველთვის მსიამოვნებდა ფილმებში გადაღება, თუმცა სამსახიობო ხელოვნება არასდროს მისწავლია. რეჟისორებისგან ყოველთვის უამრავ მოწვევას ვიღებდი და ეს არც მას შემდეგ შეწყვეტილა, რაც შვილი სანდრა გამიჩნდა“, - ანდრეა ჩუნდერლიკოვა.


ანდრეა ჩუნდერლიკოვას მეუღლე ლადისლავ კლეინი


ანდრეა ჩუნდერლიკოვას ქალიშვილი, ჩოგბურთელი სანდრა კლეინი.



ანდრეა ჩუნდერლიკოვა


„სცენარი ძალიან მომეწონა. ბევრი სახალისო და განუმეორებელი ეპიზოდი შევიდა ფილმში. მაგალითად, კედლის დანგრევა... დარინას გამო ხიდიდან წყალში ჩემ მაგივრად კასკადიორი გადაეშვა. ­ფილმს აფხაზეთში, ბზიფის ხეობაში ვიღებდით, რაჭაში მხოლოდ ერთი კადრია გადაღებული“. - ბადრი კაკაბაძე.


 


„ზაურს მხიარულებითა და ენამოსწრებულობით ვგავარ. სხვა რით უნდა ვგავდე­ - ხომ გახსოვთ, როგორ ახასიათებენ: „რა კაცი ხარ, კაცო: ქარაფშუტა შენა ხარ, ქარიხვეტია და ვინ იცის, კიდევ რა...“ - ბადრი კაკაბაძე.


 


„წავედით ბზიფის ხეობაში. ბადრის ეს ანგელოზივით დარინა გვერდში უდგას და ვიღაც რუსი ქალი გაიცნო სოხუმში და პაემანზე იმასთან აგვიანდება. დროზე უნდა მორჩეს გადაღებას და იქ წავიდეს. არადა, ამ დროს გალახვის სცენა გვაქვს გადასაღები. ერთი დუბლი არ გამოვიდა... ვერ ვიმეტებ... მეორე, მესამე... ეს ამიჯაჯღანდა: დამარტყი, ხომ იცი, მაგვიანდებაო. მანამდე სულ მარჯვენა ხელს ვურტყამდი. ხოდა, მეც გავბრაზდი, - ხომ ამიჯაჯღანდი-მეთქი და მარცხენა დავარტყი. მართლა „ნოკაუტში“ იყო ერთი ხუთი წუთი“, - ბესო ხიდაშელი.


 


„ახლა დავბერდი, 61 წლის შევსრულდი, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ, გული არ ბერდება. ემოციური გახლავართ. ფეთქებადიც, მაგრამ მეორე წუთს მავიწყდება სიბრაზე. ამ სიბერეში სულ თოვლის ბაბუა ვარ. ხან კონცერტია, ხანაც წარმოდგენა და ვარ მიდი-მოდიში“, - ბადრი კაკაბაძე.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?