„ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა“ და განსაცდელი, რომელიც გოდერძი ჩოხელის ოჯახს დაატყდა...

უცნობი ფოტოები

9 ივლისი 20:00, 2016 წელი

 „უჭირდა გოდერძი ჩოხელს და ვერ დავეხმარეთ, მერე კი გულზე მჯიღს ვიცემდით, თუმცა აქ გასაკვირიც აღარაფერია, ეს ჩვენთვის უკვე ჩვევად იქცა. გვაქვს შანსი, გოდერძი ჩოხელის სულის წინაშე ეს დანაშაული გამოვისყიდოთ, რადგან ახლა დახმარება გოდერძის შვილს სჭირდება...“

ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი გოდერძი ჩოხელი 1954 წლის 2 ოქტომბერს, დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში დაიბადა.


„მე ვარ გოდერძი ჩოხელი, ქართველი, მართლმადიდებელი ქრისტიანი. დავიბადე საქართველოს მთაში, გუდამაყრის ხეობაში. ჩემს სოფელს ჩოხი ჰქვია, ჩემს სალოცავს - ჩოხის წმიდა გიორგი. გუდამაყრის ხეობაში შავი არაგვი, ოღონდ არა ბოროტად, კეთილად მოედინება. დედა ჩემთვის ის ანთებული სანთელია, რომელიც საიქიოდანაც კი მინათებს სააქაოს. რომ არა დედაჩემი და მისი მადლი, მე დღეს არავინ არ ვიქნებოდი და, თუკი რამ კარგია ჩემს არსებობაში, სწორედ ეს არის დედაჩემის ფენომენი“, - წერდა გოდერძი ჩოხელი თავის მოთხრობაში „ანგელოზთღამეობა“. მწერლის მთელი ცხოვრება დედის, ლელა წიკლაურის სიყვარულით იყო სავსე. ქალის, რომელმაც მთის მკაცრ პირობებში, უზომო ჯაფითა და სიყვარულით, მარტომ გამოზარდა ორი შვილი.

ფასანაურის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, გოდერძი ჩოხელმა 1979 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი და იმავე წელს დაიწყო მუშაობა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ დამდგმელ რეჟისორად. გადაღებული აქვს ფილმები: „ნამეხარი მუხა“, „ადგილის დედა“, „ადამიანთა სევდა“, „წერილი ნაძვებს“, „ცოდვის შვილები“, „სამოთხის გვრიტები“, „მიჯაჭვული რაინდები“... 
გოდერძი ჩოხელის ფილმებს ბევრი საერთაშორისო პრიზი აქვს მიღებული, მათ შორის - 1982 წელს გერმანიაში, ქალაქ ობერჰაუზენში, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გრანპრი.
1981 წლიდან გოდერძი ჩოხელი მწერალთა კავშირის წევრია. 1997 წლიდან მისი მოთხრობები სისტემატურად იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში.1980 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი „წერილი ნაძვებს“, რომელსაც წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა.
გოდერძი ჩოხელს გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: „ბინდისფერი სოფელი“, „თევზის წერილები“, „შემინახე, დედაო მიწავ!“ „სულეთის კიდობანი“, „არჩევნები სასაფლაოზე“, „ბედი მდევარი“, „შავი არაგვი“, რომელიც არაერთ ენაზეა ნათარგმნი. რომანები - „მგელი“ და „მღვდლის ცოდვა“.


რვა წლის ყოფილა, როცა გოდერძი ჩოხელს თავისი ცხოვრების მეგზური სიზმრად უნახავს: წმინდა გიორგის ეკლესიის გუმბათზე მჯდარს, ქვემოთ, ხალხში უცნობი, ლამაზი გოგონა შეუნიშნავს, ძირს ჩამოდიო, - ემუდარებოდა. გოდერძის, პირიქით, გუმბათზე ამოდიო, დაუპატიჟებია. როგორ ამოვიდე, ფრენა რომ არ ვიციო? - გაჰკვირვებია ლამაზ გოგოს. თუ მოინდომებ, ამოფრინდებიო! - უთქვამს გოდერძის და გაღვიძებია.
სიზმრად ნანახ გოგონას 1982 წელს ტელევიზიაში შეხვდა, სადაც ნინო მელაშვილი ჟურნალისტად მუშაობდა. ჯვარი მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში დაიწერეს და პირველი შვილი ლუკაც იმავე მონასტერში მონათლეს. მალე მეორე ვაჟი ნიკაც შეეძინათ.
გოდერძი ჩოხელი 2007 წლის 16 ნოემბერს, 53 წლის ასაკში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა. ის იმავე სამთავროს დედათა მონასტერში დაკრძალეს, სადაც ჯვარი დაიწერა.


რამდენიმე თვის წინ საზოგადოებამ სამწუხარო ამბავი შეიტყო: გოდერძი ჩოხელის შვილი, 28 წლის ნიკა ჩოხელი ავარიაში მოყვა.
ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის დროს დაზარალდნენ ნიკას ძმა ლუკა და ბიძაშვილი. მანქანიდან გადმოსულ ნიკა ჩოხელს ჯიპი დაეჯახა და ხევში გადაისროლა. ნიკა ჩოხელი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს. დედის, ნინო მელაშვილის თქმით, მას გატეხილი ჰქონდა მკერდის ძვლები და თავი. ფეხებში კი მგრძნობელობა დაკარგული იყო. სასწრაფო ოპერაციის შემდეგ, ნიკას ფეხებზე შეგრძნება თანდათან უბრუნდება, თუმცა იმისთვის, რომ გაიაროს, აუცილებელია ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია და საზღვარგარეთ მკურნალობა.

ნიკა ჩოხელის სახელზე ქართუ ბანკში“ გახსნილია ანგარიში: სს ბანკი ქართუ. ბანკის კოდი: CRTUGE22 მიმღების დასახელება: ნიკოლოზი ჩოხელი, მიმღების ანგარიშის ნომერი: GE59 CR00 0000 9413 6736 01 ანგარიშის ტიპი: მიმდინარე.


 


 


გოდერძი ჩოხელი შვილთან ერთად
„სამწუხაროდ, ძალიან ბევრი რამ მადარდებს, იმდენად ბევრი, რომ ერთი გუდა დარდებითა მაქვს სავსე. იმქვეყნად რომ წავალ, ღმერთს უნდა მოვახსენო ჩემი დარდები. ერთი ასეთი რომანი მაქვს დაწერილი – „ადამიანთა სევდა“, რომელიც ასე მთავრდება: „რა არის სიცოცხლე? სიცოცხლე სევდაა, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. სიკვდილი? სიკვდილიც სევდაა, ადამიანად არყოფნის სევდა. ხოლო რატომ მოდის კაცი ამქვეყნად, ეგ ღმერთის გარდა არავინ იცის!“ - გოდერძი ჩოხელი.


 


მეუღლესთან და შვილთან ერთად
„კაცმა ყველა წინააღმდეგობა უნდა გადალახო და ღვთის სათნო საქმე აკეთო. წყალმაც იცის ფიქრი, ხემაც, მით უფრო კაცმა ბევრი უნდა იფიქროს. ბედნიერებაა, თუ კაცი მოსაგონარს დატოვებს და, თუ ჩემი შემოქმედებით მოვახერხე, რამე ღირებული შემექმნა, მადლობა ღმერთს ამისთვის და კიდევ – ნინოს, ჩემს ნამდვილ მეწყვილეს, რომელსაც ასე კარგად ესმის ჩემი. გადაღებების დროსაც ჩემ გვერდითაა და ყოველი ტკივილისა თუ სიხარულის თანაბრად გამზიარებელიც არის!“ - გოდერძი ჩოხელი.


 


„ადამიანები იმიტომაც ბერდებიან, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, თანდათანობით აკლდებათ სითბო: მშობლების სითბო, შვილების სითბო, შეყვარებულის სითბო, მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების სითბო და, რაც მთავარია, იმედის სითბო. ადამიანს დაბადებიდან სულ თან დაჰყვება იმედის სითბო, ფიქრობს, რომ ერთხელაც იქნება... მაგრამ რაკი ის რაღაც ამ ქვეყანაზე თურმე არ ხდება, ნელ-ნელა, რაც წლები გადის, თანდათანობით ქრება იმედის სითბო და მართალია, სიკვდილამდე მაინც ღვივის მისი ნაპეწკლები ადამიანის სულში, მაინც საზარელია სიმარტოვის ჟამს საიდანღაც მონაქროლის ამაოების ქარი“. - გოდერძი ჩოხელი, „სიყვარულის ცეცხლი“.


 


ოჯახთან ერთად
„ვარ კინორეჟისორი, მწერალი, მიყვარს ჩემი სამშობლო. ამჟამად ვცხოვრობ თბილისში. მყავს მეუღლე ნინო და ორი ვაჟი - ლუკა და ნიკა. მინდა, კიდევ დიდხანს ვიცოცხლო, ოღონდ აზრიანად, საქმიანად და არა ისე, როგორც ამჟამად, როცა ყველა გზა ჩაკეტილია. აი, ასეთია ჩემი ბიოგრაფია“. - გოდერძი ჩოხელი. 


 


გოდერძი ჩოხელი და მწერალი, პოეტი ბესიკ ხარანაული
მარცხნიდან პირველი - ბესიკ ხარანაული, მესამე - გოდერძი ჩოხელი.
„მჯერა „იმ დიდი სოფლის“, მაგრამ ხანდახან ეჭვი მეპარება ხოლმე და მაშინა ვარ ყველაზე უფრო სევდიანი და მიუსაფარი. მე ბავშვობიდან ეკლესიის მოედანზე ვიზრდებოდი და ღვთის რწმენა მთლიანად მოიცავს ჩემს არსებობას, თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ ხანდახან ვერ ვასრულებ ღმერთის მცნებებს ისე, როგორც უნდა დაიცვას და შეასრულოს ადამიანმა... ყველაზე დიდი სასჯელი ჩემთვის უსაქმოდ ყოფნაა. და რაც დრო გადის, მით უფრო მკაცრი ხდება ეს სასჯელი“. - გოდერძი ჩოხელი.


 


გოდერძი ჩოხელის ფილმის „მიჯაჭვული რაინდების“ გადაღებაზე
გადაღებულია სტეფანწმინდაში; მარცხნიდან: ჯიმი ქრისტესაშვილი (ოპერატორი), კახი კავსაძე (დონ კიხოტი), რამაზ ჩხიკვაძე (ლუარსაბი), ნინო ჩხეიძე (მზექალა), გივი ბერიკაშვილი (სანჩო პანსა), გოდერძი ჩოხელი (რეჟისორი), ტრისტან სარალიძე (მოურავი დათო).
„კინომცოდნე ეთერ გუგუშვილს ძალიან ვუყვარდი და დიდი ამაგიც აქვს ჩემზე. კინომცოდნეობიდან მერე მე ხომ კინოსარეჟისოროზე გადავედი. ამ ფაკულტეტზე ვერ მოხვდებოდი, თუ ერთი უმაღლესი უკვე დამთავრებული არ გქონდა. ქალბატონმა ეთერმა იმდენი იბრძოლა, ჩამრიცხეს კინოსარეჟისოროზე“. - გოდერძი ჩოხელი.


 


„დღეს საქართველო მაგონებს ჩამორღვეულ ეკლესიას, მეორე კედელი გაბზარულია, გუმბათი გამოცლილი აქვს, გუმბათზე მაცხოვარი არ არის, ხავსი აქვს მოკიდებული, ფრესკები ჩამოფხეკილია, აქა-იქ ნამწვავი სანთლებიც ყრია. მინდა, ეს მიმობნეული ქვები თავის ადგილას დაეწყოს... დიახ, ჩემი უპირველესი დარდი სამშობლოა. მეგონა, აღარ დავხოცავდით ერთმანეთს, აღარ გავიმეორებდით ისტორიას, დავკარგეთ საქართველოს კუთხეები... ადამიანთა დიდი სურვილია, დარჩნენ მარადიულობაში, დიდი ნეტარებაა, იქ ნახო ვაჟა, რუსთაველი, თამარ მეფე!..“ - გოდერძი ჩოხელი.


ნიკა ჩოხელი
„ჟინვალიდან მომავალი ჯიპი გზაზე მოცურდა და იმ ავტომანქანას დაეჯახა, სადაც ჩემი შვილები ისხდნენ. ამის შემდეგ ნიკა, ლუკა და ჩემი ძმისშვილი მანქანიდან გადმოვიდნენ და ჯიპის მძღოლსა და მგზავრებს ესაუბრებოდნენ. ზუსტად ამ დროს გზაზე მეორე ჯიპი მოსრიალდა და ჩემი შვილი ხევში გადაისროლა.
როცა იპოვეს, ნიკა კონტაქტური იყო, თუმცა ვერ ინძრეოდა. დუშეთის რაიონის სამაშველოსა და ალპინისტების დახმარებით, ხევიდან ამოიყვანეს, თბილისისკენ წამოიყვანეს და ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს“. - ნინო მელაშვილი.



 


ნიკა ჩოხელი


 


„თქვენ გიყვართ თავისუფლება და ჩიტად ყოფნას ამიტომ ნატრობთ? მერედა თუ გიყვართ, რატომღა იმონებთ ერთმანეთს. თავისუფლება კი არა, უფრო მეტად ერთიმეორის დამონება და დამცირება გიყვართ...“ - გოდერძი ჩოხელი, „თევზის წერილები“.


 


„გულს მილაღებს ჩვენი დიდი წინაპრების გახსენება, გულს მილაღებს, როცა ქუჩაში ფეხმძიმე ქალს ვხედავ, გულს მილაღებს ქართული სიმღერა, ქართული ცეკვა და ყოველივე ქართული, სადაც ჩვენი წინაპრების სულია გაცხადებული. მე რისი უნარიც მომცა ღმერთმა, იმისთვისაც მადლობელი ვარ. რაც შემიძლია, იმას ვაკეთებ. ვერ წარმომიდგენია სხვანაირი გოდერძი ჩოხელი. უპირველესად, სახარების ყოველი წაკითხვისას, მგონია, რომ უკეთესი ვხდები, ხოლო ვაჟა-ფშაველას მთელი შემოქმედება სახარებასავითაა“.


 


 


„თბილისი მიყვარს, მაგრამ დღემდე ვერ შევეგუე. აქ რაღაცნაირი შებორკილი ვარ, თავს ლაღად ვერ ვგრძნობ. სწორედ ჩემზეა ნათქვამი: „ირემო, მთასა მყვირალო, რამ ჩამოგაგდო ბარადა?“ ბედისწერამ, ბედისწერამ ჩამომაგდო, ალბათ. საიდან, როგორ და რატომ ჩამოვყალიბდი ასეთ კაცად, როგორიც ვარ? ღმერთს ასე უნდოდა. სიყვარულს კი ისეთი ბუნება აქვს, დამტკიცებას არ საჭიროებს, ის თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს. სიყვარულის რომ არ მჯეროდეს, არც გოდერძი ჩოხელი ვიქნებოდი დღეს“.


 


„ხშირად გამორბიან ადამიანები იქიდან, სადაც სიკვდილი ეგულებათ და იქით კი მირბიან, სადაც სინამდვილეში ელოდებათ ის“. - გოდერძი ჩოხელი „წითელი მგელი“.


 


პოეტი ტარიელ ხარხელაური და ნიკა ჩხეიძე
„უჭირდა გოდერძი ჩოხელს და ვერ დავეხმარეთ, მერე კი გულზე მჯიღს ვიცემდით, თუმცა აქ გასაკვირიც აღარაფერია, ეს ჩვენთვის უკვე ჩვევად იქცა. ახლა გვაქვს შანსი, გოდერძი ჩოხელის სულის წინაშე ეს დანაშაული გამოვისყიდოთ, რადგან ახლა დახმარება გოდერძის შვილს სჭირდება და შეგვიძლია, ეს სირცხვილი ნაწილობრივ მაინც ნიკას ჯანმრთელობისთვის გაწეულმა დახმარებამ მოგვწმინდოს, ამის იმედს ვიტოვებ“. - ტარიელ ხარხელაური.


 


„როცა გზაზე ადამიანები ხშირად აღარ დადიან, გზამაც მოწყენა იცის. თანდათან ბელტდება და ვიწროვდება, მერე კი სულაც ნაგზევი ხდება და ემატება ამ სიტყვებს: ნასოფლარი, ნასაყდრალი, ნასახლარი, ნაფუძარი, ნაცოლარი და ვინ იცის, კიდევ რამდენი სიტყვა შეიძლება შეემატოს. ვინ გაიგებს, როგორ ქარს წამოუბერავს ზენაარი დედამიწაზე, თუ ადამიანები საერთოდ დაივიწყებენ ისეთ სიტყვას, როგორიცაა სიყვარული“. - გოდერძი ჩოხელი „სიყვარულის ცეცხლი“.


 


გოდერძი ჩოხელი მეუღლე ნინო მელაშვილთან ერთად
„გოდერძის სხვანაირად, ძლიერ უყვარდა ნინო. ერთხელ მოსკოვში წავიდა და, მეორე დღიდან, ყოველ ნახევარ საათში ზუსტად ერთსა და იმავე შინაარსის დეპეშას უგზავნიდა: „ნინო, ძალიან მიყვარხარ! გოდერძი ჩოხელი“.




„რა არის სიცოცხლე? სიცოცხლე არის ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. სიკვდილი რაღა არის? სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა“. - „ადამიანთა სევდა“.


 


 


„მარტოობა მადარდებს. ადამიანი ხშირად ხალხშია, მაგრამ მაინც მარტოდ გრძნობს თავს. ზოგჯერ თავის თავიც კი ეუცხოვება, საკუთარ თავს გაურბის. რატომ ხდება ეს? არ ვიცი. საიდან მოვედით ან სად მივდივართ? არც ეს ვიცი“. - გოდერძი ჩოხელი, „ადამიანთა სევდა“


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?