უცნობი სოფიკო

უცნობი ფოტოები

23 ივლისი 20:00, 2016 წელი

 „ძალიან რომ გვიჭირდა, პურის ფულიც არ გვქონდა, მოსკოვშიც გვიწვევდნენ, კიევშიც, დიდ ფულს გვთავაზობდნენ. ვერ წარმომედგინა აქედან წასვლა და ვიცი, სწორად ვფიქრობ...“ - ამბობდა ქართველი მსახიობი, საქართველოსა და სომხეთის სახალხო არტისტი სოფიკო ჭიაურელი, რომელიც სიცოცხლეშივე აღიარეს „ეპოქალურ ქალბატონად“, „სცენის დედოფლად“, „გენიალურ კინობალერინად“ და კინოლეგენდად... 

სოფიკო ჭიაურელი 1937 წლის 21 მაისს ფიქრის გორაზე, საკუთარ სახლში, ლეგენდარული მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში დაიბადა.
1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
თბილისში დაბრუნების შემდეგ, 1960 წელს მოღვაწეობა კოტე მარჯანიშვილის აკადემიური თეატრში დაიწყო. 1964-68 წლებში რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა. 1968 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კი კვლავ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო.
თეატრსა და კინოში ასზე მეტი როლი აქვს შესრულებული.
როგორც ადამიანსა და შემოქმედს, სოფიკო ჭიაურელს არც სახალხო სიყვარული აკლდა და არც ჯილდოები: 1976 წელს ის საქართველოს სახალხო არტისტად აღიარეს.1979 წელს მიენიჭა სომხეთის სახალხო არტისტის წოდება; 1980 წელს - სახელმწიფო პრემია; 1996 წელს - ვერიკო ანჯაფარიძის პრემია; 1997 წელს - ღირსების ორდენი; 1998 წელს - შოთა რუსთაველის პრემია; 2000 წელს - მარჯანიშვილის პრემია; 2002 წელს - ნინო ჩხეიძის პრემია; 2003 წელს - ვერა ხოლოდნაიას პრემია „ეკრანის დედოფალი“ და სხვ.
სოფიკო იყო ერთადერთი საბჭოთა მსახიობი, რომელიც საერთაშორისო კონკურსებზე შვიდჯერ დაჯილდოვდა პრემიით „საუკეთესო ქალის როლისთვის“...



სოფიკო ჭიაურელი ბავშვობაში
„ჩემი პირველი ნათლობა სცენაზე მოხდა. მაშინ რვა წლისა ვიყავი და თითქოს დღეს მომხდარიყოს ის ამბავი. მახსოვს თელავი, იქაური თეატრის კულისები. მე ვდგავარ და თვალებდაჭყეტილი შევყურებ სცენას. მიდის წარმოდგენა „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ და უცებ ვიღაცის უხილავმა ძალამ ხელში ამიტაცა და თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი, რომ სცენაზე აღმოვჩნდი. იცეკვე, გენაცვალე, - ჩამესმა მამაკაცის ხმა. მოვიხედე და დავინახე გიორგი შავგულიძე. მან პირველად დამადგმევინა ფეხი სცენაზე, ქართული თეატრის სცენაზე“. - სოფიკო ჭიაურელი.


 


„მისაღებ გამოცდაზე „ბაბაჯანას ქოშებს“ ვკითხულობდი. მახსოვს, სიცილისგან გულწასული მთელი კომისია კინაღამ სკამიდან გადმოვარდა. ქართულად რომ წავიკითხე, რუსულად მთხოვეს თარგმნა. ასე მოვხვდი კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში. ძალიან ხელმოკლედ ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ სტიპენდია გვქონდა, მაინც გვიჭირდა. მამა სვერდლოვსკიდან ფულს რომ მიგზავნიდა, ყველა ჩემი კურსელი ზეიმობდა. ერთი კვირის საჭმელზე გვყოფნიდა. დღემდე მახსოვს ჩვენი ბუფეტი, უფასო ჩაი და მდოგვგადასხმული და მარილმოყრილი შავი პური“. - სოფიკო ჭიაურელის მოგონებებიდან.




ახალგაზრდობაში - სოფიკო ჭიაურელი, ქეთი ანჯაფარიძე, ნატა თულაშვილი
„სოფიკო ცისარტყელასავით იყო - მრავალფეროვანი, არაორდინარული, სიხარულით სავსე. მასში თავმოყრილი იყო საუცხოო იუმორი, მეგობრობა, სიკეთე, ფანტასტიკური, განუმეორებელი ინდივიდუალიზმი... მის ირგვლივ მუდამ იგრძნობოდა სადღესასწაულო და შემოქმედებითი ატმოსფერო“. - რეჟისორი ვსევოლოდ შილოვსკი.


 


სოფიკო და მისი დეიდაშვილი, კინორეჟისორი გიორგი დანელია (ფოტოზე მარცხნივ)



კადრი ფილმიდან „ჩვენი ეზო“ (1956 წ.). გოჩა აბაშიძე, სოფიკო ჭიაურელი და გიორგი შენგელაია
სოფიკო ჭიაურელის პირველი სიყვარული კინორეჟისორი გიორგი შენგელაია იყო. მათი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო და სიყვარულში გადაიზარდა. ორივე 19 წლის იყო, როცა დაქორწინდნენ. მალე სოფიკოს გადაღებებზე მცირეწლოვან შვილებთან ალექსანდრესა და ნიკუშასთან ერთად ერთად უწევდა სიარული.


 


„ყველაზე ბედნიერი ვიყავი, როცა პირველი შვილი შემეძინა. მაშინ ვიფიქრე, ღმერთისტოლა ვარ-მეთქი. ჩემზე იყო დამოკიდებული პატარა არსების სიცოცხლე. ბევრი ბედნიერი წუთი არსებობს ცხოვრებაში, მაგრამ ამას არც ერთი არ შეედრება. მარკესის ნათქვამია: ბედნიერება ერთი წუთით გრძელდება, ამას იგებ, როცა ის ქრებაო. ჩემი აზრით, ნამდვილი ბედნიერება სიყვარულთან ერთად კვდება. სიყვარული მარტო ქალისა და მამაკაცის გრძნობა არ გახლავთ, ეს შვილის, სამშობლოს სიყვარულია. თვითონ სიყვარული რა არის? ეს არის სურვილი; იცხოვრო და ეს სურვილი მხოლოდ შენთან ერთად შეიძლება გაქრეს“. - სოფიკოს მოგონებებიდან.


 


„ძალიან ხშირად, როცა რამეს ვაკეთებ, ვფიქრობ, ის როგორ იფიქრებდა ამაზე. მოეწონებოდა თუ არა, შიგნით ვატარებ დედას ყოველთვის, ის ჩემში აგრძელებს ცხოვრებას“, - მხატვარი ნიკუშა შენგელაია.




სოფიკო ჭიაურელი, მსახიობი გურამ საღარაძე, რეჟისორი რობერტ სტურუა, მსახიობი გოგი ქავთარაძე, კომენტატორი ნუგზარ ჯუღელი


 


„როცა სოფიკოს კინტაურს ვუყურებ, თითქოს პირველად ვხედავ ამ ცეკვას. ვერ წარმოიდგენთ, რა სიამოვნებას ვიღებ! ვერავინ ცეკვავს ასე, ასეთი საოცარი პლასტიკით, საოცარი შინაგანი განცდით!“ - ნინო რამიშვილი.



სოფიკო ჭიაურელი კოლეგებთან ერთად, სან-სებასტიანში


 


ოჯახი
„როგორ საშინლადაც უნდა მეთამაშა, მამა აღფრთოვანებული იყო, გენიალურიაო, - ამბობდა. მაღმერთებდა და რომ მხედავდა, თვალებიდან სიხარულის ცრემლები ცვიოდა. დედა კრიტიკულად მეპყრობოდა... მაგრამ ერთხელ, წლების შემდეგ, ჩვენს სახლში არკადი რაიკინი, მაია პლისეცკაია, მოკლედ, მთელი მოსკოვური ბომონდი შეიკრიბა და დედამ ჩემთვის გამაოგნებელი სიტყვები წარმოთქვა: მე ამაზე არასდროს მილაპარაკია, მაგრამ არ შემიძლია, ახლა არ ვთქვა: ჩემი ქალიშვილი გაცილებით უკეთესი მსახიობია, ვიდრე - მე! ეს ისეთი დარდით თქვა, ისე დრამატულად, რომ მივხვდი: გვემშვიდობებოდა. სოფიკო ჭიაურელი.


 


„სულ ვცდილობდი, მას არ დავმსგავსებოდი. არ ეთქვათ: აი, დედას ბაძავსო. სულ მინდოდა, სხვანაირი, დედასგან განსხვავებული ვყოფილიყავი. ასე იყო პირველივე როლიდან. ეს იყო ჩემი პასპორტი, რომ მე, როგორც მსახიობს, არაფერი მქონდა საერთო ვერიკო ანჯაფარიძესთან. „ურიელ აკოსტაშიც" ვცდილობდი, გავქცეოდი მის აჩრდილს, მაგრამ ვერ მოვახერხე. დედასთან დავმარცხდი და დავმარცხდი რომელია“. - სოფიკო ჭიაურელი.


 


სოფიკო და ტონინო გუერა, იტალიელი სცენარისტი


 


კინორეჟისორი სერგო ფარაჯანოვი სოფიკოსთან ერთად
სერგო ფარაჯანოვი სოფიკოს ფრესკას ამსგავსებდა, მუზას უწოდებდა. „გენიალური კინობალერინა“ შეარქვა, ამბობდა: „სოფიკოსთან ერთად ჩემს ფილმებში სილამაზე შემოდისო“. თავად სოფიკო ასე იგონებდა: ჩემს კინოცხოვრებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა სერგო ფარაჯანოვმა. ის უცნაური მხატვარი იყო, გენიოსი - ნუ გვეშინია ამ სიტყვისა. დღეს სერგოს ახსენებენ ფელინის გვერდით. მას შემდეგ, რაც სერგომ გადამიღო ფილმში „საიათნოვა“, მითხრა, მე უშენოდ ფილმს არ გადავიღებო და მის შემდეგ ის იგონებდა როლებს ჩემთვის“.


 


სოფიკო და იტალიელი მსახიობი მარჩელო მასტროიანი


 


სოფიკო და რუსი ბალერინა მაია პლისეცკაია


 


სოფიკო ჭიაურელი და იაპონელი კინორეჟისორი აკირა კუროსავა


 


სოფიკო და ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი პიტერ ო`ტული


 


მსახიობი თენგიზ არჩვაძე, კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე, მსახიობი დავით (დოდო) აბაშიძე, მსახიობი კოტე დაუშვილი და სოფიკო ჭიაურელი


 


სოფიკო ჭიაურელი და მისი მეუღლე, საქართველოს სახალხო არტისტი კოტე მახარაძე
„ცხოვრებაში, მით უმეტეს პირადში, არ მოქმედებს არანაირი კანონი. ადამიანის ბედის დავთარში მისი დაბადებისთანავე იწერება ყველაფერი. მე მეწერა, რომ ჩემს სიცოცხლეში ორჯერ მყვარებოდა“, - ამბობდა სოფიკო მას შემდეგ, რაც მეორე სიყვარული ეწვია - ეს იყო 1972 წელს, როცა „ურიელ აკოსტას“ რეპეტიციებზე კოტე მახარაძეს დაუახლოვდა. ამ სპექტაკლში კოტე და სოფიკო პარტნიორები იყვნენ. 54 წლის კოტეს თავდავიწყებით შეუყვარდა 11 წლით უმცროსი სოფიკო და მანაც იმავე გრძნობით უპასუხა.




სოფიკო და კოტე
კოტე მახარაძესთან ქორწინებას სოფიკო ასე იგონებდა: „ერთხელ მარჯანიშვილის თეატრის დასი მოსკოვში გავემგზავრეთ გასტროლებზე. კოტემ მოსკოვთან ახლოს, ერთ რომანტიკულ ადგილას დამპატიჟა. მასთან დაქორწინებას ვაყოვნებდი. არ ვიცოდი, ჩემი შვილები როგორ შეხვდებოდნენ ამას, ამიტომაც უარზე ვიყავი. კოტე კი გიჟდებოდა, ძალიან ნერვიულობდა. ზამთარი იყო, ნამდვილი რუსული ზამთარი - დიდი თოვლით და 18 გრადუსი ყინვით. რესტორანში შევედით. იქიდან გამოსულმა, ღვინომოკიდებულმა კატეგორიულად მომთხოვა პასუხი: ახლა ან „ჰოს“ მეტყვი, ან არადა თავს მოვიკლავო. უდარდელად მივუგე, - კარგად იყავი-მეთქი. მეგონა, ხუმრობდა. ის კი ყველაზე მაღალ ადგილას ავიდა, იმის იქით უკვე ხრამი იწყებოდა, კარგადო, - დამიძახა და ნამქერში გადაეშვა. არ დავფიქრებულვარ, ისე ვისკუპე და უკან მივყევი. მეგობრებმა რომ მოგვიკითხეს, გაოცებულმა რესტორნის დარაჯმა ის ადგილი უჩვენა, სადაც ორი გადარეული ქართველი ხრამში გაუჩინარდა. ცოცხალ-მკვდრები ძლივს ამოგვიყვანეს იქიდან“.




სოფიკო თბილისის ქუჩებში
„ბედნიერი ვარ, რომ ვცხოვრობ დედაჩემის სახელობის ქუჩაზე, სახლში, სადაც დავიბადე და პირველად შევისუნთქე ჰაერი. ძალიან რომ გვიჭირდა, პურის ფულიც არ გვქონდა, მოსკოვშიც გვიწვევდნენ, კიევშიც, დიდ ფულს გვთავაზობდნენ. ვერ წარმომედგინა აქედან წასვლა და ვიცი, სწორად ვფიქრობ“, - სოფიკო ჭიაურელი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?