„ბავშვი, რომელიც ყოველთვის ანათებდა“ - ია ნინიძე კადრში და კადრს მიღმა

უცნობი ფოტოები

22 ოქტომბერი 22:00, 2016 წელი

სიფრიფანა გოგონა ოდრი ჰეპბერნის გარეგნობით,  ხალასი ნიჭით, ბუნებრივი ხიბლით და მხიარული სიცილით - ასე გაიცნო ქართველმა მაყურებელმა ია ნინიძე ფილმში „ვერის უბნის მელოდიები“. საოცარი პლასტიკის მქონე, მხიარული ია რეჟისორების ყურადღებას ადვილად იპყრობდა, ამიტომ საქართველოში წარმატებულად დაწყებული კარიერა რუსეთშიც წარმატებით გაგრძელდა..

კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ია ნინიძე 1960 წლის 8 სექტემბერს თბილისში დაიბადა.
მამა ტელევიზიაში რეჟისორად მუშაობდა, დედა რუსულის მასწავლებელი იყო.
მშობლებმა გოგონას ცეკვის ნიჭი ადრეულ ასაკში შენიშნეს და ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მიიყვანეს.
რვა წლის იყო, როცა მისი კინოდებიუტი შედგა გიორგი დანელიას კომედიაში „არ იდარდო“.
1973 წელს გიორგი დანელიამ მიუზიკლში „ვერის უბნის მელოდიები“ გადაიღო. დამწყებ მსახიობს ფილმში ისეთი გრანდების გვერდით მოუწია თამაში, როგორებიც იყვნენ სოფიკო ჭიაურელი, ვახტანგ კიკაბიძე, რამაზ ჩხიკვაძე, ეროსი მანჯგალაძე, კახი კავსაძე, დოდო აბაშიძე...


ია ნინიძეს საკავშირო აღიარება 1976 წელს გადაღებულ „ზეციურ მერცხლებში“ შესრულებულმა დენიზას როლმა მოუტანა. ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ქართველი მსახიობის გარეგნობამ, პლასტიკამ და ტემპერამენტმა კონოკრიტიკოსებს ახალგაზრდა ოდრი ჰეპბერნი გაახსენა.
1981 წელს, კინიმეტოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ნინიძემ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში დაიწყო მუშაობა.
90-იანი წლებში, როდესაც თბილისში ცხოვრების პირობები, ფაქტობრივად, ნულის ტოლი იყო, ია ნინიძემ შვილებთან - გიორგისთან და ნინოსთან ერთად საქართველოდან წასვლა გადაწყვეტა. 1997 წელს საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა და თეატრ-კაბარე „ღამურაში“ დაიწყო მუშაობა.
ბევრი კარგი როლი ითამაშა რუსულ კინოსა და თეატრში და მისი ეკრანული სახეებიც დასამახსოვრებელი გახდა საზოგადოებისთვის.
2000 წელს წინასაპრემიერო რეპეტიციაზე, უბედური შემთხვევა მოხდა - სცენაზე ჩამოვარდნილმა 300 კილოგრამიანმა დეკორაციამ მსახიობი დიდი ხნით ლოგინს მიაჯაჭვა. მიღებული ტრამვის გამო ია იძულებული გახდა, სცენა მიეტოვებინა.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მსახიობის პირველი მეუღლე მხატვარი ნიკუშა შენგელაია იყო. ია ნინიძე ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს: „ ნიკა ჩემზე ორი წლით უფროსი იყო, მაგრამ უფრო დიდს ჰგავდა. ლამაზი წვერი ჰქონდა. მრცხვენოდა მისი და თქვენობით ველაპარაკებოდი. „ზეციური მერცხლების“ პრემიერის შემდეგ სუფრასთან შევხვდით ერთმანეთს. ისეთი ლამაზი იყო... ერთად სულ ორწელიწად-ნახევარი ვიყავით. არ ვფიქრობდით დაშორებაზე, მაგრამ ცხოვრებამ მოიტანა. ნიკუშას შემდეგ იყო ჩემი გიორგის მამა, რომელიც ქალაქ ივანოვოს გუბერნატორია, შემდეგ ნინოს მამა – მხატვარ-დიზაინერი. ეს ჩემი ავტობიოგრაფიაა“.


ია ნინიძის უმცროსი შვილი ნინოს დღეს რუსეთში ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევენ. გამორჩეული გარეგნობისა და ნიჭიერების წყალობით, ნინომ ადვილად მოახერხა რუსეთის სახელოვნებო სივრცეში თავის დამკვიდრება. მისი უფროსი ძმა გიორგი იურისტია და თავისი საქმე აქვს.


„ისეთ დროს და ისეთი მსახიობების გარემოცვაში გავიზარდე, რომ თითო ადამიანი თითო თეატრს ეყოფოდა. ბავშვობაში ოპერაში სპექტაკლებზე რომ დავყავდი ჩემებს, სულ არ მომწონდა, მაგრამ თურმე ეს ყველაფერი ადამიანის გონებაში ილექება და სადღაც აუცილებლად გამოგადგება. კომპიუტერი წიგნს ვერ ცვლის და ეს უნდა გაიგოს დღევანდელმა ახალგაზრდობამ. განათლება, წიგნიერება სხვა არის და ყურმოკრული – სულ სხვა.“ ია ნინიძე


 


„რატომღაც ვამბობთ, მე ვარ გენიოსი და სხვა ჩემნაირი აღარ დაიბადებაო. თავის დროზე რუსთაველის თეატრში ვმუშაობდი. ძალიან მწარე იყო, რომ აღარავის ვახსოვდი. თბილისში დღესაც იმ მეთოთხმეტე სართულზე ვცხოვრობ, სადაც ბევრი წლის წინ ვცხოვრობდი. ის ჩემი ბუდეა და როგორც ციური მერცხალი, იქ უნდა ვცხოვრობდე ყოველთვის. 
როცა რუსეთში დამიძახეს, სიხარულით წავედი. იქ მეუბნებოდნენ, ქართველებს უნდა შევახსენოთ, რომ შენ არსებობო.“ ია ნინიძე


 


ია ნინიძე და მაია კანკავა


 


მერაბ ნინიძესთან და თენგიზ აბულაძესთან ერთად
„23 წლის ვიყავი, როცა თენგიზ აბულაძემ დამინახა და იგრძნო, რომ „მონანიებაში“ ის როლი ჩემი უნდა ყოფილიყო. ჯგუფს, ვისთან ერთადაც მუშაობა გიწევს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ოპერატორი, ასისტენტი, მძღოლი, ის ჰაერიც კი მიყვარდება და, ბუნებრივია, ეს ფილმი ჩემთვის საუკეთესო მოგონებებს უკავშირდება.“ ია ნინიძე


 


ია ნინიძე და ნიკუშა შენგელაია
„მე, ია და ნიკუშა მოსკოვში სწავლისას სულ ერთად ვიყავით. ერთად ვსვამდით, ერთად ვჭამდით. მე და იას ძმაკაცურად გვიყვარს ერთმანეთი. ძალიან კარგი მოგონებები გვაქვს შემორჩენილი.“ ზურა ყიფშიძე.


 


მარჩელო მასტროიანი, დარეჯან ხარშილაძე, ია ნინიძე


 


„შემიძლია გავიხსენო ის ბავშვი, რომელიც ყოველთვის ანათებდა და ია ახლაც ასეთია. ყოველთვის ყველას გვერდით გვედგა, ზედ გვყვებოდა. ია ისეთი ადამიანია, რომ მასთან ერთად დაზვერვაში წავიდოდი. ზუსტად ვიცი, რომ ია გადამეფარება. ძალიან ერთგული ადამიანია. მის ნიჭიერებაზე აღარ არის საუბარი. როცა რეჟისორი საშუალებას აძლევს, თავის ნიჭს აფრქვევს და ეს საოცარი სანახაობაა. იყო დრო, როცა ოდრი ჰეპბერნს ვადარებდით,“ - ზურა ყიფშიძე.


 


ია ნინიძე შვილთან ნინო ნინიძესთან ერთად
„მე რომ დავიბადე, საქართველოში ომი იყო. არ მოდიოდა წყალი, არ იყო შუქი... სიცივე ძვლებამდე ატანდა და ვერ ვთბებოდით, ტანსაცმლიანებს გვეძინა, ერთმანეთზე მიხუტებულებს - მე, დედას და ჩემს უფროს ძმა გიორგის,“ - ნინო ნინიძე.


 


ფილმში „სამყაროს შექმნის შემდეგ“


 


ია ნინიძე სერგეი მაკსაჩევთან ერთად


 


იას შვილი ნინო ნინიძე მეუღლესთან, რეჟისორ კირილ პლეტნიოვთან ერთად
„ნინო ნინიძე დღეს რუსეთში ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავია. 2011 წელს ფილმში „ძმაზე უკეთესი არავინ იყო`“, შესრულებული როლისთვის კინოფესტივალ „კინოშოკის“ პრემია მიიღო საუკეთესო დებიუტისთვის, მერე კი კინოფესტივალ „აღმოსავლეთი და დასავლეთის“ პრემია ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის. მალე მისი მონაწილეობით კიდევ ორი სურათი უნდა გამოვიდეს - „ტრიუკების ოსტატი“ და „ქარბუქი“.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?