საკნატუნო ამბები

„სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ“ - 14 იანვარს ლადო ასათიანი დაიბადა!

fun time

12:00 ხუთ. 14 იანვარი, 2021 წელი

ქართველი პოეტები

14
დაკოპირებულია

მხოლოდ 26 წელი იცოცხლა, ამ ხანმოკლე სიცოცხლეში ბევრი სიმწარეც ნახა და სასიკვდილო სენის დაუნდობლობაც, მაგრამ მის ლექსებში მხოლოდ იმედი, რწმენა და სიყვარულია...

პოეტი 1917 წლის 14 იანვარს, ქუთაისელი პედაგოგების ოჯახში დაიბადა. 17 წლის იყო, როცა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩააბარა.
1936 წელს ქუთაისის გაზეთ „სტალინელში“ მისი პირველი ლექსი „თებერვლის დილა“ დაიბეჭდა, ინსტიტუტის დამთავრებისას კი უკვე ცნობილი პოეტი იყო.

ბევრის მსგავსად, 1937 წლის რეპრესიებმა არც ლადო ასათიანის ოჯახი დაინდო. ლადოს დედა რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლიდა ცქიტიშვილი „ხალხის მტრის“ ბრალდებით დააპატიმრეს და გადასახლება მიუსაჯეს. ამის შემდეგ შვილის დრო დადგა - ლადო ასათიანი ინსტიტუტიდან „კონტრრევოლუციური ლაყბობის“ ბრალდებით გარიცხეს, თუმცა 1938 წლის 29 მარტს, საქალაქო კომიტეტის დადგენილებით, ისევ აღადგინეს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ახალგაზრდა პოეტი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა და თავისი ნაწარმოებების გამოქვეყნება აქტიურად დაიწყო. ეს ის პერიოდია, როცა ქართულ პოეზიაში ახალი თაობა მოვიდა - პოეტები, რომლებიც ნაადრევად წავიდნენ ცხოვრებიდან, მაგრამ თავიანთი ეპოქის ლიტერატურული გემოვნება განსაზღვრეს და მეგობრობისა და სიყვარულის არაჩვეულებრივი მაგალითები დაგვიტოვეს.
ამ თაობას მწერალმა და მთარგმნელმა ნიკა აგიაშვილმა, პირობითად, „მარადიული ჭაბუკების“ თაობა უწოდა.

ლადო ასათიანის ლექსები და ლიტერატურული წერილები პერიოდულად ქვეყნდებოდა „ახალგაზრდა კომუნისტში“, „მნათობში“, „ლიტერატურულ გაზეთში“, „პიონერში“, „ნორჩ ლენინელში“ და ა.შ. 1941 წელს ლადო ასათიანის პირველი წიგნი გამოვიდა.

ლიტერატურულ სარბიელზე წარმატებას პირველი სიყვარულიც მოჰყვა.
ლადო ასათიანმა და ანიკო ვაჩნაძემ ერთმანეთი 1938 წელს გაიცნეს, როდესაც რუსთაველის გამზირი ლადო ასათიანის პოეტური სამყაროს ასპარეზად იყო ქცეული.

ანიკო ულამაზესი ქალი იყო. ამ დროისთვის, ლადო უკვე ტუბერკულოზით იყო დაავადებული და მის გვერდით ყოფნა სარისკო იყო, მაგრამ ქალს უკან არ დაუხევია. შეყვარებულებმა ხელი 1940 წლის 16 იანვარს მოაწერეს და 1941 წელს მშვენიერი გოგონა შეეძინათ. ლადომ შვილს სახელი მანანა ორბელიანის პატივსაცემად დაარქვა.

ტუბერკულოზი იმ დროს განუკურნებელი სენი იყო.

ჩატარებულმა მკურნალობამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო.
ლადო ასათიანი 1943 წლის 23 ივნისს, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ის კონსტანტინე გამსახურდიამაც მოინახულა.
სიცოცხლის ბოლო წუთებში პოეტი შვილს ეალერსებოდა.
ლადო ასათიანი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. 1968 წლის 24 აპრილს პოეტის ნეშტი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადმოასვენეს.
ანიკო ვაჩნაძე საყვარელ მეუღლეს უკანასკნელ წუთებამდე არ მოშორებია და დარჩენილი ცხოვრება მისი ერთგული დარჩა.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები