პრეზიდენტების ცოლები, რომლებიც ქმრების წარმატების ნაწილად იქცნენ

უცნობი ფოტოები

18 თებერვალი 22:00, 2017 წელი

ამბობენ, რომ როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს მამაკაცი, მისი წარმატება მის გვერდით მყოფ ქალზეა დამოკიდებული. ისტორიამ ასეთი უამრავი მაგალითი იცის...



ძლიერი მამაკაცები ცხოვრების თანამგზავრებს მხოლოდ გარეგნული ნიშნით არ ირჩევენ. პირველი ლედი შეიძლება, ულამაზესი ჟაკლინ კენედიც გახდეს და ისეთი უბრალო ქალიც, როგორიც ნინა ხრუშოვა იყო.


ერთი სიტყვით, შანსი ყველას აქვს.


წარმოგიდგენთ პრეზიდენტების ცოლების ათეულს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს საკუთარი ქმრების წარმატებაში.


 


 


 



ამერიკის 44-ე პრეზიდენტის ცოლი მიშელ ობამა ჟურნალი „ფორბსის“ რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოს ერთ-ერთი გავლენიანი ქალია. მიშელმა ორჯერ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი თავისი ქმრის საპრეზიდენტო კამპანიების მიმდინარეობისას. ის ყურადღებას მხოლოდ უნაკლო სტილით და საუკეთესო ამერიკელი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსით არ იქცევდა, რადგან აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ქვეყანაში, რომელიც სწრაფი კვების პროდუქტების მომხმარებელია, მიშელი ამერიკელებს ჯანსაღი კვებისა და სპორტული აქტივობებისკენ მოუწოდებდა.
მიშელი საკუთარ რჩევებს თავადაც ითვალისწინებს. ის წლების მანძილზე, დამხმარეების გარეშე  უვლიდა თეთრი სახლის ეზოში მდებარე ბაღს და შესანიშნავ სპორტულ აქტივობებს ავლენდა. პოპულარულ ამერიკულ თოქ-შოუში სტუმრად მიწვეულმა მიშელმა მაყურებელი იატაკიდან აზიდვებით გააკვირვა. მოგვიანებით მისი ცეკვა ინტერნეტ-ჰიტი გახდა. და ბოლოს, ის ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთადერთი ფერადკანიანი პირველი ლედია, რაც მას ისედაც ყველასგან გამოარჩევს.


 




საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის სამოქალაქო ცოლი ვალერი ტრიერვეილერისთვის არც ისე ადვილი იყო წინამორბედის - მომღერალისა და მოდელის კარლა ბრუნი-სარკოზის ჩანაცვლება. თუმცა, ვალერის მიზნებში ასეთი პოპულარობა არც შედიოდა, რადგან მას სხვა ძლიერი მხარეები აქვს. წარმატებულმა ჟურნალისტმა და სამი შვილის დედამ მომავალი პრეზიდენტი 2008 წელს გაიცნო. დიდი ხნის მანძილზე წყვილი თავის ურთიერთობას მალავდა. ახლა, როცა ფრანსუა ოლანდის ცხოვრების თანამგზავრის ვინაობა ყველასთვის ცნობილია, ვალერი ტრიერვეილერი დაქორწინებას აღარ ჩქარობს. ექსპერტების აზრით, ოლანდის მეუღლემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქმრის ხელისუფლებაში მოსვლაში. ქალმა მთელი წელი წინასაარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელობას დაუთმო, შემდეგ კი ქმრის ლამის მთავარი მრჩეველი გახდა. 


 



მეჰრიბან ალიევა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ცოლი ჯერ კიდევ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტობის დროს გახდა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მეჰრიბანმა უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დაამთავრა. ვარაუდობენ, რომ ილჰამმა თავბრუდამხვევი პოლიტიკური კარიერა ნაწილობრივ თავისი მშვენიერი მეუღლის დამსახურებით გაიკეთა.  


მეჰრიბანს უამრავი საქმის ერთად კეთება უხდება: ის სამი შვილის დედა და გაეროსა და იუნესკოს კეთილი ნების ელჩია. ამასთან, აზერბაიჯანის პირველი ლედი დახვეწილი გემოვნებისა და კარგი გარეგნობის წყალობით, ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება. 48 წლის ასაკში ინარჩუნებს შესანიშნავ ფიგურას და ულამაზეს, სქელ თმას, როგორსაც ნებისმიერი ქალი ინატრებდა.


 


 



ყატარის ამირას შეიხ ჯამადს სამი ცოლი ჰყავს, თუმცა საზოგადოებაში და მნიშვნელოვან პოლიტიკურ ღონისძიებებზე გამოჩენას მათგან ერთ-ერთის, ულამაზესი მოზა ბინ ნასერ ალ მისნედის გვერდით ამჯობინებს.


შეიხი სწორედ მას მიიჩნევს თავისი სახელმიფოს მთავარ მშვენებად. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ევროპასადა ამერიკაში არც ისე რთულია სტილის მიმდევრად იქცე, მაგრამ ამის გაკეთება გაცილებით ძნელია აზიაში, სადაც ისლამის კანონები ქცევის ნორმებს კარნახობენ.


ამის მიუხედავად, ყატარის პირველი ლედი ყოველთვის ახერხებდა, დახურულ კაბებში და ნაციონალურ თავსაბურავებშიც თვალისმომჭრელად ლამაზი გამოჩენილიყო. შეიხის ცოლი სილამაზის გარდა, განათლებითაც გამოირჩევა.


ყატარის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მან სტაჟირება ამერიკაში გაიარა. მოზა, უბრალოდ, აღმოსავლეთი ჰარამხანის მზეთუნახავი კი არა, გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეა.
ხშირად, ჟურნალისტები მას არაბ გრეის კელის უწოდებენ, რაც ვფიქრობთ, სრულიად დამსახურებულად ხდება.


 


 



კემბრიჯის ჰერცოგინია კეიტ მიდლტონის სახით, ბრიტანელებს თავისი კერპი უკვე ჰყავთ, თუმცა ქვეყნის ოფიციალურ პირველ ქალბატონად მაინც პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონის მეუღლე სამანტა მიიჩნევა. პრემიერი ცნობილია თავისი დამოკრატიულობით და ცხოვრების მოკრძალებული წესით. მას ხშირად ხედავენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით თუ ველისოპედით მიმავალს. სამანტა სრულიად იზიარებს მეუღლის პოზიციას. მას ხშირად ხედავენ Zara-ს უბრალო ფეხსაცმელებში გამოწყობილს. კემერონის მეუღლე მხოლოდ პირველი ლედი კი არა, ნიჭიერი ბიზნესვუმენია. იმის გამო, რომ დემოკრატიული მარკის ტანსაცმელში გამოწყობილიც შესანიშნავად გამოიყურება, სამანტა კემერონი ჟურნალმა „ვოგმა“ მსოფლიოს ყველაზე მოდურ პირველ ქალბატონთა შორის დაასახელა. ბრიტანელები პირველი ლედის დემოკრატიულობით ძალიან მოხიბლულები არიან.  


 


 



ბევრი პირველი ქალბატონისგან განსხვავებით, რომლებიც პოლიტიკაში აქტიურად მონაწილეობენ, ასმა ასადი „ჩრდილში ყოფნას“ ამჯობინებს. სირიული წარმოშობის მიუხედავად, სირიის ლიდერის ცოლი ნამდვილი ევროპელი ქალია.


ის ლონდონში დაიბადა და იქვე მიიღო განათლება. მუშაობდა აშშ უმსხვილეს საფინანსო კომპანიაში, შემდეგ სირიაში გაემგზავრა და ბაშარ ასადის ცოლი გახდა. სირიაში პრეზიდენტის მეუღლე, ტრადიციულად, ლიბერალურ პერსონად ითვლება.
ის არასოდეს ატარებს არაბულ სამოსს, რითაც მიანიშნებს, რომ მათ ქვეყანაში არჩევანის თავისუფლებაა. ასმა სამი შვილის აღზრდითაა დაკავებული და იშვიათად მონაწილეობს პოლიტიკურ საქმეებში, თუმცა ქვეყანაში შექმნილი დაძაბული ვითარებისა და ომის ფონზე, პირველმა ქალბატონმა თავი ვალდებულად ჩათვალა, ქმრისთვის საჯაროდ დაეჭირა მხარი. 


 


 



ჩინეთის ლიდერის სი ცზინპინის მეუღლე პენ ლიუანი ერთობ არაორდინალური პიროვნებაა - პენამდე ჩინეთის არც ერთი მმართველის ცოლი ოფიციალურ ღონისძიებებზე არ მონაწილეობდა.


საფრანგეთის ექს-პირველი ლედის მსგავსად, პენ ლიუიანი წარმატებით ათავსებს სახელმწიფოებრივ საქმიანობას შოუ ბიზნესის კარიერასთან.
ჩინეთში არცერთი საახალწლო კონცერტი პირველი ლედის მონაწილეობის გარეშე არ გამართულა.
50 წლის პენი რეგულარულად მონაწილეობს უფასო წარმოდგენებში და ხშირად აწყობს გასტროლებს სამხედრო ბაზებში.


პენ ლიუანი მოკრძალებულად იცვამს და უპირატესობას კლასიკურ ტანსაცმელს ანიჭებს.


 


 


 


 





ესტონეთის პირველმა ქალბატონმა ეველინ ილვესმა მომავალი მეუღლე იმ დროს გაიცნო, როცა ის ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. თავიდან, საქმე ძალიან რთულად აეწყო - მათ შორის დაწყებული რომანის შესახებ მედიას არაფერი უნდა სცოდნოდა, თუმცა, ინფორმაციამ მაინც გაჟონა.


ეველინს, რომელიც უკვე ტომას ილვესის წინასაარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა, ილვესის საყვარლის სამარცხვინო იარლიყი მიაკრეს. მას შემდეგ, რაც ტომას ილვესმა თავისი თანაშემწე ცოლად მოიყვანა, ესტონელმა ჟურნალისტებმა მისი გაკრიტიკება ზედმეტი ქონისა და უგემოვნობის გამო დაიწყეს.


ეს უკვე მეტისმეტი იყო. პირველმა ლედიმ გამოწვევა მიიღო და შესამჩნევად დაიკლო წონაში. მეტი ყურადღებით ეკიდებოდა ტანსაცმლისა და აქსესუარების შერჩევას და ა.შ. რაც შეეხება დიდ პოლიტიკას, გათხოვების შემდეგ, ეველინმა ჩათვალა, რომ პოლიტიკა მისი არყოფნით ძალიან არ დაზარალდებოდა.


 



იაპონიის პრემიერ-მინისტრის სინზო აბეს ოჯახი მედიისა და ცნობისმოყვარე თვალისთვის დახურული და მიუწვდომელია. სახელმწწიფოს მეთაურის პირადი ცხოვრების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია არასოდეს მიეწოდება. ყველაფრის მიუხედავად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მეუღლემ აკიე აბემ სცადა, მსოფლიოსთვის დაემტკიცებინა, რომ პირველი ლედი იაპონლებსაც ჰყავთ.


აბემ რამდენჯერმე ხმაურიანი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ დროა, იაპონიის კონსერვატიული შეხედულებები შეიცვალოს და ამ ქვეყნის ქალებსაც მიეცეთ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. აკიე ხშირად ჩნდება სხვადასხვა ღონისძიებაზე. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის პირველი ლედი ყოველთვის თავშეკავებულია და უნაკლოდ გამოიყურება, ორიგინალური გატაცებები მასაც აქვს. მაგალითად, აკიე აბე რამდენიმე წლის განმავლობაში რადიოს დიჯეის პოზიციაზე მუშაობდა. მას ძალიან უყვარს ფლამენგოს ცეკვა, რაც იაპონელი ქალისთვის საკმაოდ ეგზოტიკურია.


 


დაბოლოს, საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის მეუღლე რაისა გორბაჩოვა. ციმბირელი ქალი, რომელმაც მომავალი მეუღლე სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში გაიცნო. გორბაჩოვის მმართველობის დროს რაისა საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა, ხშირად დაჰყვებოდა ქმარს საქმიან ვიზიტებში და გამუდმებით ტელეეკრანებზე ჩანდა, რაც საბჭოთა ქალების გაღიზიანებას იწვევდა. ბევრი ქალი მიიჩნევდა, რომ რაისა მეტისმეტად ბევრს ლაპარაკობსდა ძალიან გამომწვევად აცვია. თუმცა, უცხოეთს რაისა გორბაჩოვას ჩაცმის სტილი ძალიან მოწონდა. 1987 წელს ბრიტანელებმა მას „წლის ქალის“ ტიტული მიანიჭეს. საერთაშორისო ფონდმა  „ერთად მშვიდობისთვის“ ის 1991 წელს „წლის ქალბატონად“ დაასახელა. მიხეილ გორებაჩოვის გადადგომის შემდეგ, რაისა გორბაჩოვა პრესის თვალსაწიერიდან გაქრა. მან საქველმოქმედო ფონდი დააფუძნა და ლეიკემიით დაავადებულებზე ზრუნვას შეუდგა. 1999 წლის 20 სექტემბერს რაისა გორბაჩოვა ლეიკემიისგან გარდაიცვალა. მის მიერ დაარსებული საქველმოქმედო კლუბი კი დღემდე არსებობს და რაისას ქალიშვილი ირინა გორბაჩოვა ხელმძღვანელობს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?