„სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ“ - 14 იანვარს ლადო ასათიანი დაიბადა!

უცნობი ფოტოები

14 იანვარი 22:00, 2017 წელი

ლადო ასათიანმა, თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე, მოასწრო, საბჭოთა რეპრესიების სიმწარეც ენახა და სასიკვდილო სენის დაუნდობლობაც, მაგრამ შთამომავლობას სიყვარულით გამთბარი ლექსები დაუტოვა.

პოეტი 1917 წლის 14 იანვარს, ქუთაისელი პედაგოგების ოჯახში დაიბადა. 17 წლის იყო, როცა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩააბარა.
1936 წელს ქუთაისის გაზეთ „სტალინელში“ მისი პირველი ლექსი „თებერვლის დილა“ დაიბეჭდა, ინსტიტუტის დამთავრებისას კი უკვე ცნობილი პოეტი იყო.

ბევრის მსგავსად, 1937 წლის რეპრესიებმა არც ლადო ასათიანის ოჯახი დაინდო. ლადოს დედა რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლიდა ცქიტიშვილი „ხალხის მტრის“ ბრალდებით დააპატიმრეს და გადასახლება მიუსაჯეს. ამის შემდეგ შვილის დრო დადგა - ლადო ასათიანი ინსტიტუტიდან „კონტრრევოლუციური ლაყბობის“ ბრალდებით გარიცხეს, თუმცა 1938 წლის 29 მარტს, საქალაქო კომიტეტის დადგენილებით, ისევ აღადგინეს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ახალგაზრდა პოეტი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა და თავისი ნაწარმოებების გამოქვეყნება აქტიურად დაიწყო. ეს ის პერიოდია, როცა ქართულ პოეზიაში ახალი თაობა მოვიდა - პოეტები, რომლებიც ნაადრევად წავიდნენ ცხოვრებიდან, მაგრამ  თავიანთი ეპოქის ლიტერატურული გემოვნება განსაზღვრეს და მეგობრობისა და სიყვარულის არაჩვეულებრივი მაგალითები დაგვიტოვეს.
ამ თაობას მწერალმა და მთარგმნელმა ნიკა აგიაშვილმა, პირობითად, „მარადიული ჭაბუკების“ თაობა უწოდა.

ლადო ასათიანის ლექსები და ლიტერატურული წერილები პერიოდულად ქვეყნდებოდა „ახალგაზრდა კომუნისტში“, „მნათობში“, „ლიტერატურულ გაზეთში“, „პიონერში“, „ნორჩ ლენინელში“ და ა.შ. 1941 წელს ლადო ასათიანის პირველი წიგნი გამოვიდა. ლიტერატურულ სარბიელზე წარმატებას პირველი სიყვარულიც მოჰყვა.
ლადო ასათიანმა და ანიკო ვაჩნაძემ ერთმანეთი 1938 წელს გაიცნეს, როდესაც რუსთაველის გამზირი ლადო ასათიანის პოეტური სამყაროს ასპარეზად იყო ქცეული. ანიკო ულამაზესი ქალი იყო. ამ დროისთვის, ლადო უკვე ტუბერკულოზით იყო დაავადებული და მის გვერდით ყოფნა სარისკო იყო, მაგრამ ქალს უკან არ დაუხევია. შეყვარებულებმა ხელი 1940 წლის 16 იანვარს მოაწერეს და 1941 წელს მშვენიერი გოგონა შეეძინათ. ლადომ შვილს სახელი მანანა ორბელიანის პატივსაცემად დაარქვა.

ტუბერკულოზი იმ დროს განუკურნებელი სენი იყო. ჩატარებულმა მკურნალობამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო.
ლადო ასათიანი 1943 წლის 23 ივნისს, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ის კონსტანტინე გამსახურდიამაც მოინახულა.
სიცოცხლის ბოლო წუთებში პოეტი შვილს ეალერსებოდა.
ლადო ასათიანი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. 1968 წლის 24 აპრილს პოეტის ნეშტი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადმოასვენეს.
ანიკო ვაჩნაძე საყვარელ მეუღლეს უკანასკნელ წუთებამდე არ მოშორებია და დარჩენილი ცხოვრება მისი ერთგული დარჩა.


 


„საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე: / ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე. / თავს არ მოიკლავს ქართველი, არა, ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს / ერთი იმედით: სიცოცხლე მარად გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს. / საქართველოში როცა კვდებოდნენ, უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე: / ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე! / ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს, ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს! / ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ, მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს. / რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს, სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ / და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!“ ლადო ასათიანი 1939 წ.


 


ლადო ასათიანი, მირზა გელოვანი, შალვა დემეტრაძე და იაკობ ბალახაშვილი. 1940 წ. 
„ყველა ხევსური და ყველა სვანი / ქართველი ქალი თვალებმაყვალა / ჩემი თბილისი და ფიროსმანი / არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა! / მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა / ცოცხალი არვინ არ მიიკარა მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ/ და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას“. ლადო ასათიანი. 1939 წ.



 


ლადო ასათიანი და ნიკა აგიაშვილი


ლადო ასათიანი ქუთაისის პირველი საცდელ-საჩვენებელი სკოლის მოსწავლეთა შორის.




ლადო ასათიანი მეგობრებთან ერთად
„როგორ არ მინდა, ძლიერო სენო / ლექსში ქართულად რომ მოგიხსენო! / როგორ არ მინდა, ჩემს სიჭაბუკეს / დააჩნდეს შენი შავი ჩრდილები! /
ეს რა უშრეტი ცეცხლით დამბუგე /  პირს მარიდებენ ქალიშვილები! / შენ შეგრჩა ვაჟას ფილტვების დაღრღნა და / ჩემ წინააღმდეგ აღდექი ახლა. / შენ ბოროტების გარეშე ვერ ძლებ / შენ შეერკინე ანტიურ ბერძნებს / შენ ჰიპოკრატემ ჭლექი გიწოდა / და მხოლოდ მაშინ შეშინდი ცოტა. / შენ გადუქროლე რომის ქარვასლებს / და შეაშფოთე რომაელები / მაგრამ ახალი დროის ქალ-ვაჟებს / ამაოდ ცდილობ, რომ მოერევი! / შენ შეგრჩეს ვაჟას ფილტვების დაღრღნა / და ჩემს დაცემას ნუ ლამობ ახლა. / ო, განვედ ჩემგან, ძლიერო სენო,
ჩემ შემდეგ, ნურვინ ნუ მოგიხსენოს“. (ლადო ასათიანი. 1941წ.)


 


ლადო ასათიანი, მიხეილ ალავიძე და შოთა ქურიძე
„რუსთველის პროსპექტზე სიარული/ ნუ მომიშალოს ღმერთმა/ ვიყო მუდამ ასე მხიარული/ ქართველი პოეტი მერქვას./ პურის ნატეხი და ერთი ლიტრა ღვინო/ სიმდიდრედ ჩამითვალეთ,/ თუ მეტი ვინატრო ან ეს ვითაკილო,/ ვერ ვნახო სამოთხის მთვარე/ მხოლოდ დროდადრო დამარეტიანოს/ ქაშვეთის შემოხედვამ/ რუსთველის პროსპექტზე ხეტიალი/ ნუ მომიშალოს ღმერთმა!“


 


„ყოველი ჭეშმარიტად კულტურული პოეტი ისე უნდა წერდეს ლექსს, როგორც ნიკო ფიროსმანი წერს თავის სურათებს. თუმცა ფიროსმანი ნასწავლი მხატვარი არ იყო, მაგრამ ნიჭმა გადაწყვიტა ყველაფერი. რა თქმა უნდა, უდიდესი ბედნიერებაა, როცა კულტურული პოეტი ხარ, ნიჭიერიც და ფიროსმანის სურათების გვარად, უბრალო და ცოცხალ ლექსებს ქმნი“. ლადო ასათიანი.



პირველ რიგში ლადო ასათიანი და მირზა გელოვანი; მეორე რიგში დიმიტრი ბენაშვილი, ნიკა აგიაშვილი, გიორგი კალანდაძე, ერემია ქარელიშვილი, გრიგოლ აბაშიძე; მესამე რიგში გივი კაწახიძე, რევაზ მარგიანი, ალეკო შენგელია


 


ანიკო ვაჩნაძე და მანანა ასათიანი
„შენ, შაოსანო, შავთვალავ, შავ სამარეში გძინავს, / ჯერ კარგად არც კი გამთბარა ჩემი პატარა ცირა / შენი სახელი დავარქვი, მინდა შენ გგავდეს მარტო, / ერისთვის ქალო, ფიქალო, მკერდბუმბერაზო ვარდო, / მინდა, რომ შენებრ ელავდეს და იყოს შენისთანა, / სამშობლოსათვის ღელავდეს, სანამ ჰხედავდეს - მანამ, / მინდა, რომ შენებრ კერავდეს ის საქართველოს ალამს. / პირმოქარგული ბალიშით, ძვლის ყაისნაღით ხელში / შენი მარილი გამოჰყვეს, შენი წარბების ეშხი, / შენსავით გაიშრიალოს, ხმელეთი გადალახოს, / ქალობა დაიმკვეხაროს, ცა და ქვეყანამ ნახოს. / მე კი, თუნდ მიწა მეყაროს სადმე, თბილისის ახლოს.../ შენ, შაოსანო, შავთვალავ, შავი სამარე გფარავს, / ჩემი მანანა აკვანში ხან გაიცინებს, ხან არ, / ია და ვარდი ეტრფიან, ეტყვიან იავნანას“. მანანა ორბელიანის სურათზე. (1941 წ.)


 


„ლადო ასათიანის პოეზიაზე დაწერილი ნებისმიერი წერილის კითხვას, თვით ლადო ასათიანის პოეზიის კითხვა სჯობს, რადგან ჭეშმარიტი პოეზიის კითხვა ბაჯაღლო სიამოვნებაა“. მურმან ლებანიძე.


 


მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ, / მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი/ ვერ იტყვი ჩემზე გული არ აქვსო, / მე გული მქონდა და შენ მოგეცი. მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ, - მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი“. (ლადო ასათიანი. 1940 წ.)


 


ლადო ასათიანი მეუღლესთან, ანიკო ვაჩნაძესთან ერთად
„რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს, / რამ დამავიწყოს ეს ალუბლები! / იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ, / ამ სიყვარულზე ვესაუბრები“, - ეს ლექსი ლადო ასათიანმა ანიკოს გარდაცვალებამდე ოთხი წლით ადრე მიუძღვნა.


 


სხედან ლადო ასათიანი, ანიკო ვაჩნაძე, ალექსანდრე საჯაია. დგანან ნიკა აგიაშვილი, ლევან კიკნაძე
„ამისი ქმარი სარდაფში მოკვდა, / - ასე იტყვიან შენზე ქალები / და შენც ასეთი ნაზი და კოხტა / სიყვარულს ვერსად დაემალები. / ამისი ქმარი ღვინოში მოკვდა, / - ასე იტყვიან შენზე ლოთები / და შენც ასეთი ნაზი და კოხტა / ახალ სიყვარულს დაელოდები.  /ამ კაცის ცოლმა სხვა შეიყვარა, / ასე იტყვიან ჩემზე ბიჭები, / გამიხსენებენ, როგორც ნიკალას და თბილ სამარეს დააბიჯებენ“. ლადო ასათიანი.


 


პირველ რიგში მარჯვნიდან ზის: ირაკლი აბაშიძე. მეორე რიგში მარცხნიდან სხედან: მეორე - კონსტანტინე გამსახურდია, მეხუთე - ეკატერინე გაბაშვილი, მეცხრე - გიორგი (გოგლა) ლეონიძე. მეოთხე რიგში ცენტრში დგას: ლადო ასათიანი (ღია ფერის კოსტიუმში)
„ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა, / თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა. / შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია?! / ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?! / შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ, / ჟრიალი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფარისა?! / სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?! / იქნებ მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა, / მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად: / თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა, / მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბდღიალა?! / ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა, / თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა“. (ლადო ასათიანი 1940 წ.)


 


მანანა ასათიანი


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?