ნატვრის გოგო - ლიკა ქავჟარაძე კადრში და კადრს მიღმა

უცნობი ფოტოები

22 აგვისტო 10:00, 2015 წელი

80-იანი წლების ქართული კინოს მშვენება - ლიკა ქავჟარაძე 1959 წლის 26 ოქტომბერს, თბილისში დაიბადა. 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს განხრით.


12 წლის იყო, როცა მოკლემეტრაჟიან ფილმ „შადრევანში“ გადაიღეს. 
შემდეგ იყო: „როცა აყვავდა ნუში“, „მშვენიერი კოსტიუმი“ (1973), „სიყვარული, ივერია და...“ (1975), „კავკასიური რომანსი“ (1975),  „ნატვრის ხე“ (1976), „პეპელა“ (1977), „სათადარიგო ბორბალი“ (1978), „დიუმა კავკასიაში“ (1979), „მუდმივი მეგობარი“ (1980), „ოჯახი“ (1985), „დიმიტრი II“ (1982), „ჭიდაობას რა უნდა“ (1986), „ვამეხი მოდის“ (1988), „სპირალი“ (1990), „ოქროს ობობა“ (1992), „ჩაკლული სული“ (1994), „მხოლოდ ერთხელ“ (1994) და ა.შ.
კინოში განსახიერებული 30-მდე როლის მიუხედავად, მსახიობს მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული და აღიარება თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხეში“ შესრულებულმა მარიტას როლმა მოუტანა.
გარეგნული მონაცემებისა და სამსახიობო ოსტატობის წყალობით, ლიკა ქავჟარაძემ ბრწყინვალედ განასახიერა გიორგი ლეონიძის გმირი -  „წყნარი, როგორც მაისის თეთრი წვიმა, ქალი - მტევანივით შემკობილი, ჩაკდემით მოსიარულე. ნაზი, როგორც ნიავი, ვერხვში შეხიზნული“. 


სამსახიობო კარიერაში მიღწეული წარმატების მიუხედავად, ლიკა ქავჟარაძეს თეატრალურ ინსტიტუტში არ ჩაუბარებია. ნიჭიერთა მუსიკალური ათწლედის შემდეგ სწავლა კონსერვატორიაში განაგრძო. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კი მუსიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.
თუმცა იყო თუმანიშვილის თეატრში მუშაობის მცდელობა, რომელიც წარუმატებლად დასრულდა - მსახიობი თეატრიდან მალევე წამოვიდა.  
იმ პერიოდში სამოდელო ბიზნესი ის-ის იყო ვითარდებოდა და მსახიობმა ბედი პოდიუმზეც სცადა.
როგორც მოდების სალონის „ირიდას“ დამფუძნებელი იხსენებდა, ლიკას სილამაზე დანარჩენ მოდელებს იმდენად აკომპლექსებდა, რომ მის გვერდით გამოსვლა უჭირდათ. სამაგიეროდ, დარბაზი ტაშის გრიალით ინგრეოდა მსახიობის პოდიუმზე გამოჩენისას.
წლების წინათ ლიკას ცხოვრების შესახებ ფილმის გადაღებასაც აპირებდნენ და სცენარიც იწერებოდა, მაგრამ სცენარის ავტორმა, დრამატული ბიოგრაფიის მქონე მწერალმა ქალმა, ქეთი ნიჟარაძემ თავი მოიკლა, თვითმკვლელობის წინ კი ყველა ხელნაწერი დაწვა...


 


„ერთხელ ახალგაზრდობაში რომელიღაც ქუჩაზე დავინახე ლიკა და ადგილზე გავშეშდი. გონს რომ მოვედი, 30 წუთი მაინც იქნებოდა გასული. აი, რა შეუძლია ნატურალურ სილამაზეს“. დათო ტურაშვილი.


 


ლიკა ქავჟარაძე მოწოდებით მსახიობია, გატაცებით მხატვარი და პროფესიით მუსიკოსი“. გიორგი შენგელაია.


 


ლიკა ბაბუასთან ერთად
„წლინახევრის ვიყავი, როცა მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ, ამიტომ მამა ბუნდოვნად მახსოვს. განებივრებული? არა, არასდროს. დედას ამის საშუალება, უბრალოდ, არ ჰქონდა. 12 წლიდან კინოში დავიწყე გადაღება და ჩემი ოჯახის მარჩენალი გავხდი“. ლიკა ქავჟარაძე.


 


ლიკა ქავჟარაძე



 


მეც და სოსო ჯაჭვლიანმაც ვიცოდით, რომ ორივეს ლიკა გვიყვარდა, მაგრამ მისთვის არც ერთს არ გვითქვამს. თან მერე გავიგეთ, რომ ლიკას საქმრო ჰყავდა და ამიტომ იძულებულები გავხდით, ჩვენი სიყვარული რაინდულად გულში შეგვენახა“. ზაზა კოლელიშვილი.


 


ლიკა ქავჟარაძე შვილთან, ლევან თაქთაქიშვილთან ერთად.





 


„ლიკა ქავჟარაძე მიწიერი მშვენიერებაა. ლამაზ ადამიანებს ჭირვეულობა ახასიათებთ, ლიკა კი აქაც იშვიათი გამონაკლისია“. მსახიობი და რეჟისორი გოგი ქავთარაძე.


 


თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხის“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ლიკა ქავჟარაძე ნატვრის ქალად იქცა.


 


ბავშვობა


 


მოკლემეტრაჟიანი ფილმის „დივერტისმენტის“ გადაღებისას ლიკა ქავჟარაძით ცნობილი ბალერონი ანდრის ლიეპა მოიხიბლა. ფილმის იმ ეპიზოდს, რომელშიც ლიკასთან ერთად ცეკვავდა, ლიეპამ „ვალსი ღვთაებასთან“ უწოდა.


 


„მარიტამ მართლაც რომ წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო ჩემს კარიერაში, არამედ, ზოგადად, ცხოვრებაში. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ბევრ ფილმში ვითამაშე, „ნატვრის ხე“ მაინც სხვა იყო. დღემდე სწორედ ამ ფილმით მიხსენებენ. მარიტას როლი ცხოვრების ბოლომდე გამყვება“.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?