ზურაბ ქაფიანიძე - მსახიობი, რომელსაც კინოში უარყოფითი გმირი არასდროს უთამაშია

უცნობი ფოტოები

19 ნოემბერი 22:00, 2016 წელი

ზურაბ ქაფიანიძე კინოში ბედნიერი შემთხვევის წყალობით მოხვდა - სკოლის დამთავრების შემდეგ, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩასაბარებლად ჩამოსული რაჭველი ბიჭი ქუჩაში თეატრალური ინსტიტუტის იმდროინდელმა რექტორმა აკაკი ხორავამ შენიშნა და თავისთან დაიბარა. სამომავლო გეგმების შესახებ გამოჰკითხა და უთხრა, არავითარი პოლიტექნიკური, საბუთები ჩემთან, თეატრალურ ინსტიტუტში უნდა შემოიტანოო. ასე დაიწყო ონელი ბიჭის სამსახიობო კარიერა...

ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ზურაბ ქაფიანიძე 1937 წლის 1-ელ აპრილს ონის რაიონში, სოფელი ნაკიეთში, ვასო ქაფიანიძისა და თინა ხიდაშელის ოჯახში დაიბადა.
1961 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და მუშაობა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში დაიწყო. 
1964  წლიდან ზურაბ ქაფიანიძე კინოსტუდია „ქართული ფილმის“  მსახიობია. მისი კინოდებიუტი შედგა მერაბ კოკოჩაშვილის ფილმში „მიხა“. 
მას შემდეგ ეკრანზე 50-ზე მეტი პერსონაჟი განასახიერა, თუმცა უარყოფითი გმირი არასოდეს უთამაშია. გამორჩეული გარეგნობის, ქცევებისა და ხმის ტემბრის მქონე მსახიობი ცხოვრებაშიც და ეკრანზეც ვაჟკაცს განასახიერებდა. „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“, „ბანდიტი აგურის ქარხნიდან“, „დათა თუთაშხია“, „ამაღლება“, „მთვარის მოტაცება“, „წკიპურტები“, „ივანე კოტორაშვილის ამბავი“, „ნერგები“, „ღიმილის ბიჭები“, „ლონდრე“, „ხევსურული ბალადა“...
1999-2003 წლებში ზურაბ ქაფიანიძე საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. 2011 წლის 4 ივლისს 74 წლის მსახიობი ინსულტით გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.





„ნუ გეშინია ქართველოოოოოოოოოოო... „არ მეშინია“-მ მოიტანა საქართველო დღემდე“. ზურაბ ქაფიანიძე.


 


საკურსო სპექტაკლის შემდეგ
პირველ რიგში: სანდრო მრევლიშვილი. მეორე რიგში: ცისანა კობახიძე, თინა მგალობლიშვილი, ლია ღლონტი. მესამე რიგში: ნურბეი კამკია, ზურაბ ქაფიანიძე, კახი კავსაძე, შოთა რცხილაძე.
„ჩემი ბედი  სიცილმა გადაწყვიტა. ქუჩაში მეგობრებთან ერთად მოვდიოდი და ხმამაღლა ვიცინოდი. ჩემი სიცილი გაუგონია აკაკი ხორავას და დამიბარა. სად აბარებო, - მკითხა. „გეპეიში“-მეთქი. გამოიტანე საბუთები და აქ მოიტანეო. გამოცდების ჩაბარებამდე უკვე თავის ჯგუფში ჩავურიცხივარ. რომ დავამთავრე, ქუთაისში გამა­მწესა. შენ მხოლოდ აკაკი ვასაძე თუ გაგხსნის, როგორც მსახიობსო, და მართალი იყო. აკაკი ვასაძე ჩემი მამობილი იყო“. ზურაბ ქაფიანიძე.


 


ჯუმბერ პატიაშვილი, საქართველოს სსრ-ის ცკ-ს კომპარტიის პირველი მდივანი; ელიზბარ ჯაველიძე, მეცნიერებათა დოქტორი; კოტე ჩოლოყაშვილი, ეთნოგრაფი; ზურაბ ქაფიანიძე
„მე იშვიათად მინახავს კაცი, ასე სამშობლოს ტკივილის მზიდი... / ზის ახლა სახლში ბებერი მახვში, ხელოვანი და შუმერი დიდი! / მე იშვიათად მინახავს კიდევ, კაცი, რომელიც არ ტეხდეს სიტყვას... / მის ალალ ღიმილს თან ახლავს სიბრძნე და უხარია მას სხვისი წინსვლა! / მე იშვიათად მინახავს კაცი სულით და ხორცით შემკული ასე... / მხრებზე სიკეთის მტრედი რომ აზის - მე იშვიათად მინახავს კაცი!..“ - ეს ლექსი ბადრი ქუთათელაძემ ზურაბ ქაფიანიძეს დაბადების 70 წლისთავზე უძღვნა.



კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, მსახიობი შოთა სხირტლაძე, მსახიობი ვასო არაბიძე, მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე.


 


ჯანსუღ ჩარკვიანი, ნოდარ დუმბაძე, ზურაბ ქაფიანიძე
„უარყოფითი როლი არც მითამაშია... ეროვნულ სახეებს მთავაზობდნენ, რადგან მონაცემებით ეროვნულ კაცს ვგავდი. ამიტომაც მიმიღო აკაკი ხორავამ თეატრალურ ინსტიტუტში, რომ ქართველს ვგავდი, ხმა, აღნაგობა მქონდა და ეროვნული გმირის სახეები მიხდებოდა“. ზურაბ ქაფიანიძე.


 


„მოვიდა მოხუცებულობა. შინ, დაბლა, მარანი მაქვს. ვაყენებდი ტონა-ნახევარ ღვინოს, ცალკე სათავსი მქონდა ღვინისთვის. მოდიოდნენ კინოსტუდიიდან, მთელი თბილისიდან მეგობრები... ახლა ვეღარ ვაყენებ მაგდენ ღვინოს, არ შეიძლება შენთვის ტონა-ნახევარი ღვინის გადასხმა-გადმოსხმაო. დაუმორჩილებელი კაცი დავმორჩილდი მიმწუხრსა და სიბერეს... მაგრამ სამშობლოს ამბავში არც ვემორჩილები და არც დავემორჩილები არაფერს. სანამ ისე არ იქნება, როგორც მე მინდა ვნახო სამშობლო, მანამ არ დავიბერებ თავს სამშობლოსთვის“. ზურაბ ქაფიანიძე.


 


გელათი, 1977 წელი
ზურაბ ქაფიანიძე, ზურაბ ჯავახაძე, დათო ჯავახაძე, გურამ გაგოშიძე, ბიძინა სხირტლაძე.



„პირდაპირ გეუბნებით, 26 მაისს მომხდარმა დარბევამ ზურაბ ქაფიანიძეს სიკვდილი დაუჩქარა. ასეთი პატრიოტი კაცი მეორე არ დაიბადება საქართველოში. თხემით  ტერფამდე სუფთა ქართველი იყო. ის გახლდათ ინტელიგენტიც, გლეხიც, თავადიც, მასში ყველაფერი იყო შერწყმული“. მსახიობი დიმა ჯაიანი.



ზურა ქაფიანიძე და ნატო გაგნიძე ფილმში „ივანე კოტორაშვილი“ 



„რაჭველებისთვის ისევ ზურიკუნა ვარ, ბიჭუნა ვარ ისევ... დედისთვის ზურიკო ვიყავი. ახლა გამახსენდა: ერთხელ ზურა ანჯაფარიძეს გავუარე გვერდით, მანქანაში ჯდებოდა. უცებ მისმა მეგობარმა დაუძახა - ზურიკო! ასე, თურმე დედა ეძახდა. გადმოხტა ზურა მანქანიდან, დაიწყო ზემოთ ყურება. ამიტყდა სიცილი. მსოფლიოში ცნობილი კაცი იყო და დედის დაძახილზე პატარა ბავშვივით თვალებგაფართოებული იყურებოდა მაღლა, აივნისკენ. ასეთია დედა, შეუცვლელია...“ ზურაბ ქაფიანიძე.



კადრი ფილმიდან „წიგნი ფიცისა
„მამა მხოლოდ მსახიობი და ცნობილი სახე არ იყო, ის თავიდან ბოლომდე, ეროვნული ფიგურა გახლდათ. მამას ჰქონდა ჩანაწერების დღიური, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ აღმოვაჩინეთ. ერთგან წერს, სანამ ჩემს ქვეყანაში ერთი გაჭირვებული ადამიანი მაინც იარსებებს, ვერ მოვისვენებო... თითოეული ადამიანის პრობლემა გულთან ახლოს მიჰქონდა. ქუჩაში უბრალო შემხვედრსაც კი ეხმარებოდა. თუკი ვინმეს ოდნავ მაინც ხელს გაუმართავდა, ამით უზომოდ ბედნიერი იყო“. ბექნუ ქაფიანიძე.


 


ზურაბ ქაფიანიძე და კარლო საკანდელიძე
„თბილი ადამიანი იყო, მაგრამ მისი მხრიდან სითბოს გამოხატვა ცოტა უცნაურ ფორმებში ხდებოდა. კი არ მოგეფერებოდა, „დაგჭმუჭნიდა“. ეს იყო მისი მოფერებაც და ყველაფერი“. ბექნუ ქაფიანიძე.


 


კადრი ფილმიდან „ახალი არკადია (1985 წ.)


 


მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებთან ერთად - გურანდა გაბუნია, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ზურაბ ქაფიანიძე, ლია ელიავა, ქეთევან კიკნაძე.


 


ბაია დვალიშვილი და ზურაბ ქაფიანიძე


 


ვახტანგ ბოჭორიშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ზურაბ ქაფიანიძე

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?