მაინც, რა სურთ ქალებს?

ურთიერთობა

26 მარტი 22:00
157

ამ კითხვას მამაკაცთა უმრავლესობა ასე პასუხობს: „ქალებს ცხოვრებაში ორი რამ სურთ - ფული და სექსი“. და მინდა, მათ ყველა იმ ქალის სახელით ვუპასუხო, ვინც ამ აზრს არ ეთანხმება.

მაინც, რა სურთ ქალებს?


1. მე მსურს სტაბილურობა. მსურს, გვერდში მდგომი კაცის იმედი მქონდეს და ხვალინდელი დღის არ მეშინოდეს. მსურს, არა მხოლოდ მესმოდეს, რომ ვუყვარვარ, არამედ ამას მის საქციელშიც ვგრძნობდე, მისი მომავლის გეგმებში ვხედავდე.


2. როცა ავად გავხდები, გვერდით მყავდეს, ოღონდ დაბნეულობისგან გინებას და ხელების უაზროდ ქნევას კი არ მოჰყვეს, არამედ მშვიდად დამეხმაროს. მინდა, არ ვინერვიულო, თუნდაც პლანეტის მეორე ბოლოში მიდიოდეს, სადაც ბევრი ქალი დახვდება.


3. აღარ მინდა ზოგადი ფრაზების მოსმენა, რომ ჯერ არ არის მომწიფებული გადაწყვეტილების მისაღებად, რადგან შუახნის თუ სხვა კრიზისი აქვს, იპოთეკა უნდა დაფაროს ან კიდევ სხვა მიზეზები. თუ უნდა, გადაწყვიტოს და თუ „მმაჩის ბიურო“ ასე აშინებს, ესეც თამამად აღიაროს.


4. არ მინდა, შვილებთან მუდმივად ვიმართლებდე თავს, რომ მამას ამ წუთას რაღაც არ შეუძლია და ცოტა უნდა დავაცადოთ, ახლა დეპრესია აქვს და ამან რომ გაუაროს, აუცილებლად სჭირდება ლუდი და თავისნაირ დეპრესიულებთან ერთად მთელი დღეების გატარება.


5. არ მინდა, როცა უკან მოვიხედავ, გული გამისკდეს იმის გამო, რომ წლები დავკარგე. არ მჭირდება მისი ძმაკაცების სადღეგრძელოები მადლობებით, დედამისის სიყვარული ან მისი ძაღლის მადლიერი მზერა, მე მასში მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცი მჭირდება და ეს არ ნიშნავს მხოლოდ ფულსა და სექსს.


6. და თუ კაცს არ შეუძლია, საკუთარ სიტყვებსა და საქციელზე პასუხისმგებლობა აიღოს, მისკენ არ გავიხედავ. ქალს ერთგული, მამაცი და მზრუნველი კაცი სჭირდება და არა - 25 სანტიმეტრი და სქელი საფულე!