მილიონი კაციდან რატომ არის თქვენ გვერდით მაინცდამაინც „ის“?!

ურთიერთობა

9 აპრილი 22:00
2733

შემთხვევით არაფერი ხდება! მამაკაცი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება, სარკისებურად ასახავს ყველა თქვენს შინაგან პრობლემას. როგორ? აი, ეს თუ გეცოდინებათ, შეძლებთ, სულ სხვა თვალით შეხედოთ საკუთარ თავს. მაშ ასე...

თუ თქვენს ცხოვრებაში ეჭვიანი მამაკაცი გამოჩნდა:
მოგიწევთ, თქვენი სექსუალური ენერგია რაღაცით შენიღბოთ, რადგან ეჭვიანი მამაკაცი არასდროს გამოჩნდება იმ ქალის ცხოვრებაში, ვისაც თავისი სექსუალურობა მოთოკილი აქვს.


თუ თქვენს ცხოვრებაში ტირანმა შემოაბიჯა:
დროა, საკუთარი „მეს“ მოსმენა ისწავლოთ და მხოლოდ სხვისი სურვილებით არ იარსებოთ. ქალებს, რომლებიც ტირანებთან ერთად ცხოვრობენ, სრულიად არ აქვთ წარმოდგენა იმაზე, რას ნიშნავს უფლებების ზღვარი. ამან ისინი მსხვერპლად აქცია. ისინი თავს ყველასგან მიტოვებულად გრძნობენ. შესაბამისად, მამაკაცის საქციელი ქალს ან „თავის ადგილზე მოსვამს“, ან პირიქით - ასწავლის საკუთარი თავის პატივისცემასა და თავდაცვას. უბრალოდ, „მსხვერპლმა“ ძლიერი ტკივილი უნდა იგრძნოს, რომ, ბოლოს და ბოლოს, ცხოვრებაში რაღაც შეცვალოს. ასეთ ტკივილს კი მხოლოდ ტირანი კაცი გაგრძნობინებთ.


თუ თქვენს ცხოვრებაში ალკოჰოლიკი „შემოიჭრა“:
იცოდეთ, ეს შემთხვევით არ მომხდარა. რა შეიძლება გასწავლოთ ასეთმა მამაკაცმა? მოდით, წარმოვიდგინოთ, როგორ იქცევა ქალი ამ დროს: ის ან მუდმივად ეწუწუნება მამაკაცს და ძირშივე კლავს მის კაცურ ბუნებას, ან თავად ირგებს „საცოდავის“ როლს, რომელსაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად არ გაუმართლა და მის წინაშე ყველა დამნაშავეა. შესაბამისად, ასეთი მამაკაცი იმაზე მიანიშნებს, რომ ქალმა თავისი ქალურობა ჩაკლა და ამიტომ კაციც ალკოჰოლით ცდილობს რეალობისგან გაქცევას. ან, ბოლოს და ბოლოს, ქალი სწავლობს თავისი თავის სიყვარულს, პატივისცემას და საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღებას.


თუ თქვენს ცხოვრებაში უნებისყოფო დედიკოს ბიჭი გამოჩნდა:
მაშინ თქვენ ნამდვილად გოგონების იმ კატეგორიას ეკუთვნით, რომლებმაც არ იციან, როგორ ააღებინონ ხელში მართვის სადავეები „ძლიერ სქესს“. და, რა თქმა უნდა, თქვენ ამ წუთას ამას უარყოფთ.


თუ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდა კაცი, რომელიც დაპირებებით გკვებავთ:
ის ქალაქის სხვადასხვა წერტილში მუდამ მეგობრებთან ერთად ერთობა, თქვენ კი შეყვარებული ხართ და დარდობთ, როდის „დაწყნარდება“ და როდის შეძლებთ ერთად მშვიდად და ბედნიერად ცხოვრებას... იცოდეთ, რომ ეს არასოდეს მოხდება! ასეთი მამაკაცი თქვენს ცხოვრებაში იმიტომ გამოჩნდა, რომ ერთ რამეს მიხვდეთ - დროა, საკუთარი თავის დაფასება ისწავლოთ! დაფიქრდით, რატომ თამაშობთ მუდამ მისი წესებით? თვეობით დაკარგულს რატომ ელოდებით გულის ფანცქალით? იმიტომ, რომ ლამაზი სიტყვებით გაგაბრუათ? დაიმახსოვრეთ - მის გვერდით თქვენი ადგილი არ არის!