სიყვარული ინტერნეტში - 10 წესი ქალებისთვის!

ურთიერთობა

7 მაისი 22:00, 2017 წელი

ცდილობთ ინტერნეტში პრინცის პოვნას, მაგრამ არცერთხელ არ გაგიმართლათ? იმისთვის, რომ მიაგნოთ მას, ვინც გჭირდებათ, საკუთარი თავის სწორად წარმოჩენა უნდა შეგეძლოთ, ეს კი ხელოვნებაა, რომელსაც თავისი წესები აქვს. ამ სტატიაში გაიგებთ, როგორ უნდა ააწყოთ სოციალური ქსელით სერიოზული ურთიერთობა მამაკაცთან, როგორ წარმართოთ დიალოგი, როგორი ფოტოები განათავსოთ, რა გააკეთოთ, თუ მამაკაცი შეტყობინებებზე პასუხებს შეწყვეტს... 

წესი 1: ხარისხიანი ფოტო
„კაცს თვალით უყვარს“ - რაც უფრო მალე გაითავისებთ ამ ჭეშმარიტებას, მით უფრო ნაკლები იმედგაცრუება გელით მომავალში. თუ სერიოზული ნაცნობობის იმედი გაქვთ, ნუ განათავსებთ თქვენს ფოტოს საცურაო კოსტიუმში, ანდაც ძალიან თამამ ტანისამოსში - ასე მხოლოდ არასწორ კონტინგენტს მოიზიდავთ. იყავით ფოტოზე ბუნებრივი, მოვლილი, ქალური და დამაინტრიგებელი!


წესი 2: დიდხანს ნუ დაელოდებით, სცადეთ პირველმა
ბევრი მამაკაცი უმოქმედოდ ზის და თავადაც ვერ გეტყვით, რას ელოდება. თუ მამაკაცმა, რომელიც თქვენ მოგწონთ, პირველმა მოგწერათ, ძალიან კარგია, მაგრამ რა უნდა გააკეთოთ, თუკი თქვენი სიმპათია „ფრენდებში“ გყავთ, მაგრამ არასდროს არაფერი მოუწერია? ბევრი ფსიქოლოგი ასეთ რჩევას გვაძლევს: ნუ დაელოდებით, პირველი ნაბიჯი თავად გადადგით, თუმცა დაფიქრებით და ღირსეულად. დაიწყეთ ზოგადი სოციალური თემით. არაფერია სათაკილო იმაში, რომ მამაკაცთან საუბარი გააბათ, მაგრამ, თუ არ გიპასუხებთ, მაშინვე დაივიწყეთ! იმ სიტუაციისგან განსხვავებით, როდესაც მამაკაცი გაცნობის ინიციატივას თავად იღებს, ამ შემთხვევაში დიდი ძალისხმევაა საჭირო, რათა ურთიერთობა სწორი მიმართულებით წარმართოთ. წინასწარ განსაზღვრეთ, რას ვერ შეეგუებით ურთიერთობაში. აი, მაგალითად: მიგანიშნებთ, რომ სექსი პირველივე პაემანზე სურს? სასწრაფოდ დაბლოკეთ. ბევრს გიყვებათ თავის ყოფილზე? გირჩევთ, დაფიქრდეთ. მისი ინტერესი მხოლოდ ლუდითა და ფეხბურთით შემოიფარგლება? აუცილებლად შეწყვიტეთ ურთიერთობა. 


წესი 3: ორი ნაბიჯი წინ, ერთი უკან
მიმოწერისას ეთამაშეთ „დაჭერობანა“. თუმცა, რა თქმა უნდა, ის უნდა მოგდევდეთ და არავითარ შემთხვევაში - თქვენ მას. აჩვენეთ, მის მიმართ ინტერესი, პატივისცემა, აღფრთოვანება გაქვთ, შემდეგ კი დააგდეთ ტემპი და რამდენიმე ნაბიჯით დაიხიეთ უკან - უპასუხეთ მოკლედ და მიწერეთ უფრო იშვიათად, ვიდრე ის გწერთ. მაგრამ მნიშვნელოვანია, ეს ისე გააკეთოთ, რომ მამაკაცმა თქვენი ასეთი ქცევა მხოლოდ საკუთარ თავს არ დააბრალოს. დააბრალეთ თქვენი სიცივე, მაგალითად, ცუდად ყოფნას, პრობლემებს სამსახურში. მაგრამ ნუ გადააჭარბებთ! მონადირემ უნდა იგრძნოს, რომ მსხვერპლი ხელიდან დაუსხლტა, მაგრამ ჯერ ახლოა და კიდევ შეძლებს მის დაჭერას. 


წესი 4: დროულად გადადით სატელეფონო კონტაქტზე
თუ მამაკაცი მოგეწონებათ, რაც შეიძლება მალე გადადით სატელეფონო კონტაქტზე, ან თუნდაც „სკაიპი“ გამოიყენეთ. გაცვალეთ ტელეფონის ნომრები. გახსოვდეთ: თქვენ არ გაქვთ უფლება, დაკარგოთ ძვირფასი დრო. ტელეფონით საუბარი საშუალებას მოგცემთ, უფრო სწრაფად მიხვდეთ, ნამდვილად გაინტერესებთ თუ არა ერთმანეთი, გხიბლავთ თუ არა ის, როგორც მამაკაცი (ხმის ტემბრი, ინტონაცია ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხში). გარდა ამისა, სატელეფონო კონტაქტის მოთხოვნით დროულად და მარტივად მოიშორებთ იმ „მაჩოებს“, რომლებსაც თავიდანვე არ ჰქონიათ სერიოზული განწყობა და მხოლოდ სენტიმენტალური რომანის ძიებაში არიან. 



წესი 5: ნუ შეიზღუდავთ თავს მამაკაცთან ურთიერთობაში.
სანამ არაოფიციალური ურთიერთობა გაქვთ, არ ხართ ვალდებული, სოციალურ ქსელში გაცნობილ სიმპათიას მკაცრად უერთგულოთ. უკეთესია, თუ სხვა თაყვანისმცემლებთანაც გექნებათ ინტერნეტურთიერთობა. ეს დაგეხმარებათ, მამაკაცების საქციელები ერთმანეთს შეადაროთ და სწორი არჩევანი გააკეთოთ.


წესი 6: წარმოაჩინეთ თქვენი ღირსებები
გახსოვდეთ, ჩვენ ისე გვექცევიან, როგორც ჩვენ ვექცევით საკუთარ თავს. თუ თქვენ გადასცდით 30 (40, 50 და ა,შ.) წელს და ფიქრობთ, რომ ინტერნეტში გაცნობა თქვენი უკანასკნელი შანსია, მამაკაცებიც შესაბამისად მოგექცევიან - უპატივცემულოდ და უინიციატივოდ. მაქსიმუმი, რაც შეიძლება მსგავსი ურთიერთობისგან მიიღოთ - ეს საყვარლის ამპლუაა. გჭირდებათ? მაშინ, ისწავლეთ საკუთარი თავის პატივისცემა და აჩვენეთ ეს მამაკაცებს. როგორ? მიახვედრეთ, რომ თქვენ თანამედროვე ქალი ხართ, რომელსაც ბევრი საქმე და დიდი გეგმები აქვს. საუბრები გარკვეულ დღეებსა და საათებში დაუნიშნეთ, რადგან სხვა დროს ცეკვაზე, სპორტდარბაზში დადიხართ და უამრავი რამ გაქვთ მოსასწრები.
დაიმახსოვრეთ ძალიან მნიშვნელოვანი წესი - ყოველთვის დაასრულეთ დიალოგი პირველმა! და ეცადეთ, შეჰერეზადას პრინციპს მიჰყვეთ - შეწყვიტეთ საუბარი ყველაზე საინტერესო მომენტში. დატოვეთ ინტრიგა!
მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი „მაგრამ“ - ზემოთქმულის გაკეთებას მხოლოდ ისეთ მამაკაცთან აქვს აზრი, რომელსაც თქვენ მიმართ მინიმალური ინტერესი მაინც აქვს. გამოიყენეთ ეს ხრიკები, მაგრამ ძალიან დაკვირვებით, რათა მომავალ ურთიერთობას არაფერი ავნოთ.


წესი 7: ემოციები - ურთიერთობის მთავარი ძრავი
გამოხატეთ ემოციები მიმოწერის დროს. მოსაუბრემ გაგაოცათ, აღგაფრთოვანათ, დაგაინტრიგათ? შეატყობინეთ ეს მას! მისწერეთ სმაილები, ძახილის ნიშნები, მრავალწერტილი... დატკბით სიცოცხლით და გაუზიარეთ თქვენი ემოციური შთაბეჭდილებები. მამაკაცებს უყვართ ენერგიული და ოპტიმისტი ქალები.


წესი 8: უნდა შევახსენოთ თუ არა თავი, როცა მამაკაცი მესიჯზე არ გვპასუხობს?
აუცილებლად! ყოველ შემთხვევაში, ერთხელ ღირს ამის გაკეთება. მამაკაცები იმაზე მარტივი არსებები არიან, ვიდრე ჩვენ, ქალები. თუ ის არ გვპასუხობს, ალბათ, დაკავებულია. როგორ შევახსენოთ თავი? არავითარ შემთხვევაში არ გამოთქვათ პრეტენზიები, მაგრამ მიახვედრეთ, რომ მოგენატრათ მასთან საუბარი, როცა დრო გამოუჩნდება. თუ მამაკაცი ამ შეტყობინებაზე არ გიპასუხებთ ან მხოლოდ ერთი სიტყვას გაიმეტებს, სასწრაფოდ გადაერთეთ სხვაზე.


წესი 9: მოძებნეთ თქვენი ოპტიმალური იმიჯი, რაც გამოგარჩევთ
დააკვირდით, როგორ რეაგირებენ მამაკაცები თქვენს ამა თუ იმ ფოტოზე, ხუმრობაზე, საუბრის მანერაზე. მაგალითად, დადეთ თქვენს ფბ-გვერდზე ახალი ფოტო - მიაქციეთ ყურადღება, მამაკაცების როგორი ტიპაჟების ყურადღებას დაიმსახურებს. დააკვირდით, როგორი როლი გჭირდებათ სასურველი მამაკაცის სიმპათიის მოსაპოვებლად - სახიფათო ლამაზმანის თუ სახლის ფისუნიასი?  იყავით განსხვავებული. მამაკაცებს მოსწონთ, როცა ქალი სხვადასხვაგვარია. მათ დრაივი სჭირდებათ. თუ ყველაფერი სტაბილურია, სიტუაცია უკვე ჭაობს ემსგავსება, რომელიც მარტივად გბეზრდება.


წესი 10: არ შეიყვაროთ ინტერნეტით!
გახსოვდეთ, როგორი მომხიბვლელიც არ უნდა ჩანდეს მამაკაცი, რეალურ ცხოვრებაში შესაძლოა, სრულიად განსხვავებული იყოს. ნუ ააგებთ სერიოზულ გეგმებს და ნურც პარტნიორს უბიძგებთ ამისკენ. სერიოზული მამაკაცი არასდროს დაიწყებს დაპირებების გაცემას, თუ არ არის დარწმუნებული, რომ შესრულებას შეძლებს.


მოკლედ, ჩვენ მთავარი წესები განვიხილეთ, რომლებიც უნდა იცოდეს ყველა გოგონამ, ვინც სიყვარულს ინტერნეტში ეძებს.
არ დაგავიწყდეთ, თქვენი ბედნიერება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული! გიყვარდეთ საკუთარი თავი და ამ სიყვარულით პოტენციურ პარტნიორებს ეკრანის მონიტორიდანაც კი მოხიბლავთ.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?