ეტიკეტის რამდენიმე მარტივი წესი!

ურთიერთობა

14 მაისი 22:00, 2017 წელი

როგორ ფიქრობთ, არღვევთ თუ არა ეტიკეტს, როცა მობილურს მაგიდაზე დებთ ან სუშის ხელით ჭამთ? ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ეტიკეტის მარტივ წესებს, რომლებიც საერთაშორისოდ არის აღიარებული.

ემოციების კონტროლი, ელემენტარული თავაზიანობა, ჩაცმის კულტურა, სწორად მეტყველება და ელემენტარული წესების ცოდნა ნებისმიერ ურთიერთობაშია საჭირო. 

ჩანთა არ უნდა დაიდოთ მუხლებზე ან სკამზე.
პატარა კლატჩი შეგიძლიათ, მაგიდაზე ჩამოდოთ, მოზრდილი ჩანდა კი სკამის საზურგეზე გადაკიდოთ, ანდაც იატაკზე დადოთ, თუ სკამზე ვერ გადაკიდებთ.


ქოლგა არასდროს გააშროთ გაშლილ მდგომარეობაში - არც ოფისში, არც სტუმრად ყოფნისას. ის უნდა დაკეცოთ და სპეციალურ ჩასადებში ჩადოთ ან სადმე ჩამოკიდოთ.


შენობაში შესვლისას და გამოსვლისას მამაკაცი უღებს ქალს კარს, თავად კი უკან მიჰყვება.


მამაკაცი რესტორანში ყოველთვის პირველი შედის. ამით ადმინისტრატორი ხვდება, ვინ არის საღამოს ინიციატორი და ვინ გადაიხდის ფულს. თუ რამდენიმე ადამიანია, ამ შემთხვევაშიც რესტორანში პირველი ის შედის, ვინც დანარჩენები დაპატიჟა. თუკი რესტორნის კარში შვეიცარი დგას, აქ უკვე მამაკაცი ვალდებულია, პირველი ქალი გაატაროს.


აქსესუარების საერთო რაოდენობა საერთაშორისო პროტოკოლით არ უნდა აღემატებოდეს 13 ნივთს, მათ შორის, იგულისხმება ტანსაცმლის მკვეთრი ღილები. ხელთათმანზე სამაჯურის ტარება დასაშვებია.


ქალს უფლება აქვს, შენობაში შლაპა არ მოიხადოს, მაგრამ ნაქსოვი ქუდით ყოფნა ცუდი ტონია.


ლიფტში პირველი ყოველთვის მამაკაცი შედის, მაგრამ პირველი გამოდის ის, ვინც ახლოს დგას კართან.


ქუჩაში მამაკაცი ქალს მარცხენა მხარეს უნდა მიჰყვებოდეს. ქალის მარჯვენა მხართან დგომა დასაშვებია მხოლოდ სამხედროებისთვის, რათა საჭიროების შემთხვევაში მზად იყვნენ სამხედრო სალმის მისაცემად.


კიბეზე ასვლისას ან ჩამოსვლისას მამაკაცი აზღვევს თავის მეგზურ ქალს და ერთ-ორი საფეხურით უკან მიჰყვება.


ხმამაღლა თქმა, რომ დიეტას იცავთ, ცუდი ტონია. მით უმეტეს, დაუშვებელია, ამ საბაბით საკვებზე უარის თქმა, რომელსაც სტუმართმოყვარე მასპინძელი მოგართმევთ. აუცილებლად შეაქეთ მისი კულინარიული ნიჭი, ამასთანავე, შეგიძლიათ, არაფერი მიირთვათ.


ტაბუდადებული თემები ელიტური საუბრებისთვის: პოლიტიკა, რელიგია, ჯანმრთელობა, ფული.


ყველა ადამიანს, ვისაც 12 წელი შეუსრულდა, უნდა ესაუბროთ თქვენობით.


როცა კინოსა თუ თეატრის დარბაზში სკამებს შორის რიგში გავლა და თქვენს ადგილამდე მისვლა გსურთ, უკვე დამსხდარი ადამიანებისკენ სახით უნდა გაიაროთ. აქ პირველი გადის მამაკაცი.


ვინც არ უნდა იყოთ - დირექტორი, აკადემიკოსი თუ სკოლის მოსწავლე - შენობაში შესვლისას პირველმა უნდა თქვათ სალამი.


თუ ქალი ფეხზე დგას, კაციც არ უნდა დაჯდეს (ეს ეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც).


სუნამოს გამოყენების ოქროს წესი ზომიერებაა. თუ დღის ბოლოს საკუთარი სუნამოს სუნს კვლავ გრძნობთ, იცოდეთ, რომ მთელი დღის განმავლობაში სხვები უკვე ძალიან შეაწუხეთ.


მამაკაცმა მოწევის ნებართვა ყველა შემთხვევაში უნდა ითხოვოს - მწეველი ქალბატონისგანაც კი.


9 რამ, რაც საიდუმლოდ უნდა დაიტოვოთ: საკუთარი - ასაკი, შემოსავალი, ოჯახის წვრილმანები, ლოცვა, წამლის შემადგენლობა, სასიყვარულო კავშირები, საჩუქარი, პატივი და სირცხვილი.


ფეხსაცმელი ყოველთვის სუფთა უნდა იყოს.


თუ თქვენი თანამგზავრი თქვენთვის უცნობ ადამიანს მიესალმება, თქვენც უნდა მიესალმოთ.


მამაკაცს, ქალისგან განსხვავებით, შეუძლია, სუში ხელით ჭამოს.


თუ ბოდიში მოიხადეთ და გაპატიეს, ამ თემას ნუღარ მიუბრუნდებით და გულაჩუყებული კიდევ ერთხელ ნუ მოინდომებთ ბოდიშის მოხდას, უბრალოდ, აღარ გაიმეოროთ ერთხელ დაშვებული შეცდომა.


საზოგადოებრივ ადგილებში არ დადოთ ტელეფონი მაგიდაზე. ასე აჩვენებთ, თუ რამხელა როლი აქვს თქვენს ცხოვრებაში ამ მოწყობილობას და თანამოსაუბრეს გაუჩენთ უხერხულ გრძნობას, რომ მასთან საუბარზე მეტად მორიგი სმს ან ფეისბუკ-პოსტი გაინტერესებთ.



დაბოლოს, ჯეკ ნიკოლსონი ეტიკეტის შესახებ:
„მე დიდ ყურადღებას ვაქცევ კარგ ტონსა და ეტიკეტის წესებს. როგორ გადავაწოდოთ თეფში, არ დავუყვიროთ ერთმანეთს ერთი ოთახიდან მეორეში, არ შევაღოთ კარი დაუკაკუნებლად, წინ ქალბატონი გავატაროთ. ამ მარტივი წესების მიზანი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაა. მე ყურადღებით ვაკვირდები საკუთარ მანერებს. კარგი მანერები ურთიერთპატივისცემის ნიშანია, რომელიც ყველასთვის გასაგებია“.


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?