რატომ თხოვდებიან ქალები?

ურთიერთობა

21 მაისი 22:00, 2017 წელი

ამ კითხვაზე, ალბათ, ყველა ქალს თავისი პასუხი აქვს, თუმცა მაინც შეიძლება რამდენიმე ზოგადი ფორმულირების მოძებნა, რომლებიც ამ პასუხებს დააჯგუფებს. მოდით, გავარკვიოთ, რა მიზეზები უბიძგებთ ქალებს გათხოვებისკენ და ყოველი კონკრეტული მიზეზის შემთხვევაში მოვლენების როგორი განვითარებაა მოსალოდნელი. 

მიზეზი №1: „უკვე დროა“
ეს კლასიკური შემთხვევაა, როცა ქალს გათხოვებისკენ მშობლები და გარშემომყოფები უბიძგებენ, ან სულაც ქალი თავად წყვეტს, რომ ამ ასაკში უქმროდ ყოფნა ძალიან ცუდია. მეგობრებს უკვე შვილები ჰყავთ, ის კი ისევ მარტოა... ქალი მიზნად ისახავს, გათხოვდეს და ყველა ღონეს ხმარობს ამ მიზნის მისაღწევად.
ზოგს არ უმართლებს და ვერ ხვდება, რას აკეთებს არასწორად, ზოგს გამოსდის - გაიცნობს ბიჭს და ორ-სამ თვეში მენდელსონის ვალსიც ისმის. მიზანი მიღწეულია. აპლოდისმენტები.... თუმცა ერთი წლის თავზე, ძალიან ხშირად, განქორწინების დრო დგება.


მიზეზი №2: მარტოობისგან თავის დაღწევა
ქალი მარტოსულად გრძნობს თავს. არ უყვარს თავისი სამსახური, არ აქვს ჰობი... ის გამოსავალს მხოლოდ „იმ ერთადერთის“ პოვნასა და გათხოვებაში ხედავს. ეჩვენება, რომ, თუ გათხოვდება, ნაცრისფერი ცხოვრება გაფერადდება და აზრს შეიძენს.
„დეპრესიაში ვიყავი, სამსახურს გულს ვერ ვუდებდი, არაფერი მახარებდა. დაქალები მირჩევდნენ, იპოვე კარგი კაცი, გათხოვდი, გააჩინე შვილი და ცუდზე აღარ იფიქრებ...“ - მსგავსი აზროვნება რომ თავისთავად ტრაგედიაა, ალბათ, ამას დიდი ახსნა არ სჭირდება. არადა, მსგავსი მოტივი ბევრისთვის სრულიად მისაღებია.

მიზეზი №3: გათხოვება ანგარებით
ნაცნობის ნაცნობი უცხოელზე გათხოვდა და კარგ ქვეყანაში ცხოვრობს. მისი ქმრის შემხედვარე, რთული დასაჯერებელია, რომ ამ კაცში რაღაც განსაკუთრებულია და სიყვარულმა იზეიმა.
რა თქმა უნდა, უკვე მიხვდით, რომ მოტივი მარტივია: ქორწინება ანგარებით. ქმარი კარგი ქვეყნის მოქალაქეა და ფინანსურად უზრუნველყოფილია.
ფიქრობთ, ეს ცუდია?
თქვენს ადგილას დასკვნების გამოტანას არ ვიჩქარებდი. უკვე ბევრი დაწერილა ანგარებით ქორწინების სტატისტიკაზე. თქვენ წარმოიდგინეთ, ხშირად ანგარებით ქორწინება უფრო ხანგრძლივია, ვიდრე სიყვარულით.
რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ქალი თავიდანვე ფხიზლად უყურებს ურთიერთობას  და მამაკაცის მოთხოვნებზე „ადაპტაციას“ თანხმდება, სანაცვლოდ კი ქორწინებისაგან სასურველ კომფორტს იღებს.
გირჩევთ თუ არა ანგარებით გათხოვებას? არა, არავითარ შემთხვევაში!



მიზეზი №4: ქალის სრული რეალიზაცია
თუ ამას თავშივე არ ეთანხმებით, ნუ დაკარგავთ დროს საპირისპიროს დასამტკიცებლად. უბრალოდ, თქვენ სხვა გზა გაქვთ არჩეული და მე თქვენს არჩევანს პატივს ვცემ.
თავად კი ვფიქრობ, რომ ქალის სრულად რეალიზებისთვის ერთადერთი ვარიანტია, ღირსეული მამაკაცის გვერდით ყოფნა. ამასთანავე, ერთი მთავარი პირობით - „გათხოვება“ არ უნდა იყოს მიზანი, „გათხოვება“ უნდა იყოს პროცესი! 


როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან „გათხოვება - მიზანი“ და „გათხოვება - პროცესი“?


ზემონახსენებ პირველ სამ შემთხვევაში ქალს სურს, მიაღწიოს მიზანს (მიიღოს შედეგი): 1) იყოს, როგორც ყველა; 2) თავი დააღწიოს მარტოობას; 3) გათხოვდეს მომგებიანად.


მხოლოდ ამ მე-4 ვარიანტში (ქალის სრული რეალიზაცია) ქალი მამაკაცთან ურთიერთობას უყურებს; როგორც პროცესს, რომელიც ახლა, ამ წამს მიმდინარეობს, განურჩევლად იმისა, დაქორწინებულია თუ არა ამ მამაკაცზე.
და თუ სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ ქალს დაებადება კითხვა, რატომ არ სთხოვს მამაკაცი ცოლობას, ეს ერთზე მიუთითებს - ის დაქორწინებას აღიქვამს, როგორც მიზანს და არა როგორც პროცესს, საკუთარ გზას, დანიშნულებას.


ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ გარეგნული ქცევები იმის რეზულტატია, რაც ადამიანის შიგნით დუღს.
სწორედ ასეა მაშინაც, როცა საუბარია ქალის ქცევაზე მამაკაცთან.


ქალი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს, რომ მისი დანიშნულება, იყოს გათხოვილი და ქალი, რომელსაც მიზნად აქვს გათხოვება - ეს არის ორი სხვადასხვა ენერგეტიკა, სხვადასხვა ქცევა მამაკაცის მიმართ და სხვადასხვა დამოკიდებულება თავად მამაკაცისგან.  


შედეგი - ის არის, რაც ხვალ, ზეგ, მომავალში იქნება; პროცესი კი ახლა ხდება, ამწუთს, შენ ირგვლივ.

ვერ თხოვდებით? ეს იმის მაჩვენებელია, რომ თავიდან ბოლომდე კონცენტრირებული ხართ შედეგზე და ხელიდან უშვებთ პროცესს, ცხოვრებით ტკბობას.


გათხოვდით და ქორწინება არც ისე ფერადი აღმოჩნდა, როგორსაც ელოდით? ესე იგი, შედეგი გაინტერესებდათ და არა პროცესი.

თუ ქალი პროცესით ტკბობას ისწავლის, სულ სხვაგვარ ქორწინებას მიიღებს, შესაძლოა, უკეთესსაც, ვიდრე ამერიკულ ფილმებშია.



დაბოლოს, დასკვნის სახით:
ქალები თხოვდებიან სხვადასხვა მოტივით - „უკვე დროა“, „მარტოსულობა“, „ანგარება“ და სამივე შემთხვევაში კონცენტრირებულები არიან შედეგზე.
არადა უფრო ბუნებრივი და გულწრფელია ქალის მიერ ქორწინების აღქმა, როგორც დანიშნულების, ცხოვრების გზის, პროცესის. 
გახსოვდეთ, რომ გათხოვება - ეს ქალის ცხოვრების სტილია და არა - ქალური ცხოვრების დასასრული.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?