სიყვარულის შენარჩუნების 4 საიდუმლო

ურთიერთობა

28 მაისი 22:00, 2017 წელი

ამ სტატიის მიზანია არა წყვილის ურთიერთობაში შეცდომების აღწერა, არამედ პრობლემების მოგვარების გზების შემოთავაზება. 

1. მიიღეთ თქვენი პარტნიორი ისეთი, როგორიც არის
თუ ძალით და ცინიზმით ცდილობთ თქვენი პარტნიორის ჩვევების შეცვლას, ერთადერთ შედეგს მიაღწევთ - მას ძალიან გაანაწყენებთ... ოღონდ, რა თქმა უნდა, პარტნიორი უნდა მიიღოთ ისეთი, როგორიც არის, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას უფლება მისცეთ, ფეხები შეგაწმინდოთ.
ადამიანს, ცხოველისგან განსხვავებით, შეუძლია ჩვევების შეცვლა და იდეალური სწორედ ის ურთიერთობაა, როცა პარტნიორები უკეთესობისკენ იცვლებიან. ეს კი, დაიმახსოვრეთ, ნელი და ხანგრძლივი პროცესია. ამიტომ, ნუ დაელოდებით სწრაფ შედეგს, რათა იმედი არ გაგიცრუვდეთ და მიიღეთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ხართ. პარალელურად კი განაგრძეთ საკუთარ თავზე მუშაობა.

2. სჯობს, იყოთ კეთილი, ვიდრე მართალი!
ყველა ადამიანს სურს, იყოს მართალი. ხანდახან საკუთარი სიმართლის „დაჩემება“ საჭიროცაა და სასარგებლოც, თუმცა, როცა საყვარელ ადამიანს ეხება საქმე, ნუ იკამათებთ მასთან ნებისმიერ თემაზე, მით უფრო, თუ ამას თქვენთვის სასიცოცხლო და პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ასეთ პატარ-პატარა შეტევებს საბოლოოდ დიდ უთანხმოებამდე მიჰყავხართ... თუმცა საბოლოოდ არჩევანი თქვენზეა: იყოთ კეთილი, რათა იდეალური ურთიერთობა შექმნათ, თუ მართალი, და ამის აღიარებისთვის პარტნიორს საათობით ეკამათოთ?

 3. ნუ გამოიყენებთ ორმაგ სტანდარტს
არ გაქვთ პარტნიორთან იდეალური ურთიერთობა?
შესაძლოა, თქვენ ბევრს ელით ან ელოდით თქვენი მეგზურისგან. ელოდით, რომ იფიქრებდა ისე, როგორც თქვენ, მიიღებდა ისეთსავე გადაწყვეტილებებს, როგორსაც თქვენ და მაგალითს ყოველთვის თქვენგან აიღებდა. და როცა რეალობა მოლოდინის საწინააღმდეგოა, ურთიერთობაში იმედგაცრუება იწყებს ბატონობას.
ჩვენ ძალიან დიდ დროს ვუთმობთ იდეალური პარტნიორის ძიებას და შემდეგ ვცდილობთ, მისგან სრულყოფილება შევქმნათ.
და თქვენ თვითონ რა დროს უთმობთ იმას, რომ ურთიერთობაში თავად იყოთ სრულყოფილი?
რა გამოდის? მისგან სრულყოფილებას ელით, თავად კი არ ცდილობთ, აზრადაც არ მოგდით, იმაზე დაფიქრდეთ, ხართ თუ არა სრულყოფილი მისთვის.
როგორ ფიქრობთ, ეს არ არის ორმაგი სტანდარტი?

 4. ნუ გამოიტანთ დასკვნებს მხოლოდ საკუთარ ვარაუდებზე დაყრდნობით
ეს ბრძნული რჩევა ურთიერთობას ბევრი ტკივილისა და განაწყენებისგან იხსნის და არა მხოლოდ ქორწინებაში, ცხოვრების ყველა ასპექტში.
ადამიანის ბუნება მიდრეკილია, რომ ბევრი რამ საკუთარ თავზე მიიღოს, თითქოს ყველაფერს, რასაც ამბობენ, ჩვენზე ამბობენ. და ამ დროს ვფიქრობთ, რომ არავის ვუყვარვართ. განაწყენებულები საკუთარ თავში ვიკეტებით და არავისთან გვსურს ლაპარაკი. შემდეგ კი ირკვევა, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვიყავით.

იმისთვის, რომ ოჯახური ურთიერთობები იდეალური იყოს, საკუთარ ვარაუდებზე დაყრდნობით არასდროს გამოიტანოთ დასკვნები. თუ რაღაც გაინტერესებს, თქვენს საყვარელ ადამიანს პირდაპირ ჰკითხეთ, ყოველგვარი შესავლების, წინაპირობებისა და ქვეტექსტების გარეშე. ეს ხომ ძალიან მარტივია. არ მეთანხმებით?

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?