ქალის 8 ძირითადი შეცდომა მამაკაცთან ურთიერთობაში

ურთიერთობა

25 ივნისი 22:00, 2017 წელი

როდესაც ქალს მამაკაცი მოსწონს, მასთან ყოველი შეხვედრისას ღელავს და ეს ნორმალურია. თუმცა გადაჭარბებული ემოციები და იმედგაცრუების შიში შეცდომის დაშვების დიდ რისკს ქმნის... ამიტომ კარგი იქნება, გაითვალისწინოთ და, რაც მთავარია, თქვენს სიმპათიასთან შეხვედრისას გაიხსენოთ ის რჩევები, რომლებსაც ახლა გაგიზიარებთ.

შეცდომა 1: „ხელოვნური ქცევა“
გაცნობის ეტაპზე ქალისთვის ყველაზე მთავარი ბუნებრიობა და სპონტანური ქცევებია. ხელოვნურობას მამაკაცი აუცილებლად შეამჩნევს და იმედი გაუცრუვდება, ან შესაძლოა, ურთიერთობა შედგეს კიდეც, თუმცა თავიდანვე წარმოდგენად იქცევა. ყველა წარმოდგენა კი მეორე თუ მესამე აქტის შემდეგ აუცილებლად სრულდება. ასე რომ, იყავით ის, ვინც ხართ.



შეცდომა 2: „ჰიპერაქტიურობა“
ქალი ხშირად დაუფიქრებლად ცდილობს მოვლენების დაჩქარებასა და პროცესის სადავეების ხელში აღებას. ურეკავს პირველი ან უგზავნის უამრავ შეტყობინებას, სთავაზობს შეხვედრის ადგილს და გეგმავს დროს.
საქმე ისაა, რომ ურთიერთობის გაღრმავების დინამიკა ქალებსა და კაცებს განსხვავებული აქვთ. გრძნობები ქალებში უფრო სწრაფად ღვივდება, მამაკაცებში კი ცოტათი აგვიანებს.
ქალი, რომელიც ჩქარობს, ურთიერთობას თავიდანვე ძალიან სერიოზულად აღიქვამს, თითქოს ხვალ უკვე ცოლად მიჰყვება ამ კაცს და მალე ტყუპებსაც გაუჩენს. შედეგად თავისი აქტიურობით „მთელ ეთერს იპყრობს“ და მამაკაცს არ უტოვებს სივრცეს საკუთარი სიტყვის სათქმელად. 


შეცდომა 3: „კაცი ვალდებულია“
გახსოვდეთ, სანამ ურთიერთობა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია, თქვენი პარტნიორი თქვენ წინაშე არაფერშია ვალდებული - მაგალითად, არ არის ვალდებული, დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაგირეკოთ და ყოველ საღამოს პაემანზე დაგპატიჟოთ. ურთიერთობის დასაწყისშივე ნუ „ჩართავთ“ მოლოდინის რეჟიმს, რადგან ამით იმედი გაგიცრუვდებათ, დაისტრესებით და ურთიერთობის განვითარებას სერიოზულად შეაფერხებთ.


შეცდომა 4. „სხვა კაცით ვაეჭვიანებ“
ეს არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ. სანამ მამაკაცი არ აღგიქვამთ „საკუთარ ქალად“, თქვენი ასეთი ქცევა არასერიოზულად წარმოგაჩენთ.
სხვათა შორის, ეჭვიანობით მანიპულირებას მხოლოდ დაბალი თვითშეფასების ქალები მიმართავენ.


შეცდომა 5: „გაცვეთილი შტამპები“
ნუ ეცდებით მამაკაცებით მანიპულირებას გაცვეთილი შტამპებით. ნუ დაუჯერებთ ისეთ სტატიებს, სადაც გასწავლიან: „რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კაცმა პირველივე პაემანზე შეგვიყვაროს“. ნუ დაკარგავთ ღირსებას მამაკაცის თვალში უაზრო ხრიკებით. კიდევ ერთხელ - იყავით ბუნებრივი.


შეცდომა 6: „სიყვარულის დემონსტრირება“
თუ გსურთ, მამაკაცმა სწრაფად დაკარგოს თქვენდამი ინტერესი, პირველივე შეხვედრაზე გამოხატეთ თქვენი ემოციები და აგრძნობინეთ, როგორ თავდავიწყებით გიყვართ. დარწმუნებული იყავით, ის თქვენ აღარასდროს დაგირეკავთ.


შეცდომა 7: „ბევრი ლაპარაკი“
ქალებს უყვართ საკუთარ თავსა და ემოციებზე ლაპარაკი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მამაკაცებს პირველი შეხვედრისას თქვენი ემოციური სტრიპტიზი არანაირად არ აინტერესებთ! გულწრფელობა ყველაზე მნიშვნელოვანია ურთიერთობაში, მაგრამ სანამ ურთიერთობა შედგება, გვერწმუნეთ, გულწრფელობით მამაკაცს მხოლოდ და მხოლოდ შეაშინებთ .


შეცდომა 8: „ემოციური გაუმაძღრობა“
ქალი, რომელიც მამაკაცის ყურადღებას დიდხანს ელოდა, თავის ცხოვრებაში კაცის გამოჩენაზე განსაკუთრებულად რეაგირებს. ამიტომ გაუცნობიერებლად ცდილობს, „მიეწებოს“ დადებითი ემოციების წყაროს. ქალის ასეთ მდგომარეობას შეიძლება, ემოციური ავიტამინოზიც კი ვუწოდოთ.
ამ დროს ქალი სულ უფრო მეტ ყურადღებას ითხოვს: ყოველ წუთს დარეკვას, სიტყვებს, შეხვედრებს, ზრუნვას. ერთი სიტყვით, იმაზე მეტს, ვიდრე მამაკაცს შეუძლია ურთიერთობის საწყის ეტაპზე. თუ სასურველს ვერ იღებს, ქალი იმედგაცრუებული და გულნატკენი რჩება.
ამიტომ დაივიწყეთ თქვენი „მადა“ და ნუ დააჩქარებთ პარტნიორს. თუ მოვლენებს თავისი დინებით მიუშვებთ, სული თანდათანობით, ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად გაგითბებათ.

ასევე წაიკითხეთ: სიყვარულის შენარჩუნების 4 საიდუმლო

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?