10 ბანალური შეცდომა, რომელსაც შეყვარებული წყვილი პირველ ეტაპზე უშვებს

ურთიერთობა

2 ივლისი 22:00, 2017 წელი

როცა შეყვარებული წყვილი ქორწინებამდე ერთ სახლში გადადის საცხოვრებლად, ამ თანაცხოვრებასაც ახლავს ვალდებულებები და პრობლემები. ამიტომ არ ღირს თავის მოტყუება იმით, რომ ჯერ ხელი არ მოგიწერიათ. უბრალოდ, არ გაიმეოროთ ქვემოჩამოთვლილი შეცდომები. 

თანაცხოვრების პირველ დღეებში არსებული მაღალი მოლოდინები, როგორც წესი, ყოველდღიურობაში ბანალური პრობლემებით ფერმკრთალდება. მართალია, პრობლემების წინაშე კაცები უფრო ადვილად იბნევიან, მაგრამ ქალებიც არანაკლებ შეცდომებს უშვებენ... და თქვენი სიყვარულის ნავი ნელ-ნელა იწყებს ჩაძირვას.
ამიტომ გირჩევთ, ეს შეცდომები გაითვალისწინოთ და რჩევები მიიღოთ:


1. რატომ გადადიხართ ერთად საცხოვრებლად, აუცილებელია ეს თქვენთვის?
ეს არის პირველი კითხვა, რომელიც აუცილებლად უნდა დაუსვათ საკუთარ თავს. მოძებნეთ დრო, რათა გადაწყვეტილების პლუსები და მინუსები განიხილოთ. რისი მიღწევა გსურთ, რისკენ მიილტვით? და ყველაზე მნიშვნელოვანი - ღირს თუ არა ამაზე თქვენი დროის რეალურად დაკარგვა? იყავით გულწრფელი თქვენ თავთან მაინც.

2. სისუფთავე და წესრიგი 
გახსოვდეთ, რომ წესრიგისა და სისუფთავის დაცვა ორივე პარტნიორის მოვალეობაა. ნუ აქცევთ თქვენს საყვარელ ქალს მოახლედ. გაინაწილეთ მოვალეობები.


3. თანაცხოვრების მთავარი წესები
შეადგინეთ თანაცხოვრების მთავარი წესები. ეს ყველაფერი ტრივიალური და უსარგებლო გეჩვენებათ? დაგვერწმუნეთ, ეს ნაბიჯი მომავალში ბევრი იმედგაცრუებისგან გიხსნით.

4. დრო პარტნიორისთვის
თანაცხოვრების დასაწყისი ხშირად დიდი გამოცდაა. გეჩვენებათ, რომ ერთად ისედაც დიდ დროს ატარებთ, ბოლოს და ბოლოს - საწოლი ხომ ერთი გაქვთ?! მაგრამ გახსოვდეთ - ასეთი მიდგომა ურთიერთობის ნგრევის წინაპირობაა. განაგრძეთ ისე, როგორც ადრე: ერთად ისეირნეთ - ასე ვთქვათ, იარეთ პაემნებზე, მოიფიქრეთ საერთო საქმე და, კაცებო, ნუ იქნებით ეგოისტები.

5. საერთო მეგობრები
პირველი რამდენიმე თვე ნუ აქცევთ თქვენს ახალ სახლს საერთო მეგობრების შეხვედრის ადგილად. ვიდრე სიტუაციას ახალი ადამიანებით აურევთ, გირჩევთ, ჯერ თავად შეიგრძნოთ რეალურად, რას ნიშნავს ვიღაცასთან ერთად ცხოვრება.


6. ეშმაკი დეტალებში იმალება
იყავით გულწრფელი. პირველი რამდენიმე თვე მისი ჩვევა, როცა სველ პირსახოცს აბაზანის იატაკზე ტოვებს, შეიძლება საყვარლობად მოგეჩვენოთ, შემდეგ კი ჭკუიდან გადაგიყვანოთ. ერთად განიხილეთ ერთმანეთის ჩვევები, რომლებიც გაღიზიანებთ. კომპრომისის პოვნა და სერიოზული ჩხუბის თავიდან აცილება ყოველთვის შესაძლებელია.


7. შეინარჩუნეთ დამოუკიდებლობა
თქვენ სრულფასოვანი პიროვნებები ხართ. სიყვარული და საერთო სახლი არ უნდა გახდეს თქვენი ინკუბატორი. ერთმანეთზე მზრუნველობა არ უნდა იქცეს თქვენი თვითრეალიზაციის დასასრულად.

8. ფულის საკითხი
პაემნებზე შეხვედრები და ერთად ცხოვრება ორი სრულიად განსხვავებული რამაა. თანაცხოვრება სერიოზულ ხარჯს გულისხმობს, მათ შორის, გაუთვალისწინებელსაც. ფულზე რომ არ იფიქროთ - სისულელეა. თავიდანვე შეთანხმდით ხარჯების განაწილებაზე და ორივემ დაზოგეთ ნერვები.

9. ისწავლეთ პატიება
შეცდომებს ორივე დაუშვებთ. წარუმატებლობისგან არავინ არის დაზღვეული. ასე რომ, ერთმანეთისგან შეუძლებელს ნუ მოითხოვთ.

10. არც ერთი ხართ პრინცი და არც მეორე - პრინცესა
სერიოზული ურთიერთობები ხშირად თანაცხოვრების პირველ ეტაპზე არასწორი დამოკიდებულებების გამო მთავრდება. მაგალითად, ამ სამყაროში პრინცები/პრინცესები ზოგჯერ ხვრინავენ კიდეც და მერე რა მოხდა? თქვენ არ ცხოვრობთ ზღაპარში. ამიტომ გაიღვიძეთ და რეალისტი იყავით... ან -  მარტოხელა სიცოცხლის ბოლომდე. ეს თავად უნდა გადაწყვიტოთ.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?