4 მიზეზი, რატომ უნდა ამოიღოთ სიტყვა „ბოდიში“ თქვენი ლექსიკონიდან

ურთიერთობა

16 ივლისი 22:00
509

ჩვენ დღეში, დაახლოებით, 15-ჯერ ვიხდით ბოდიშს. სხვა ადამიანების მიმართ უხერხულობის შეგრძნება მოსვენებას არ გვაძლევს. ბოდიშის მოხდა ლამის ქრონიკულ დაავადებად გვექცა... რატომ ვიქცევით ასე?

ფსიქოლოგებს აქვთ თეორია, რომ „ბოდიშის“ ხშირად მოხდით ადამიანს სურს, ნაკლებად მომაბეზრებელი იყოს გარშემომყოფებისთვის. ამით აჩვენებს, რომ ეგუება ნებისმიერ სიტუაციას და კონფლიქტის არიდებას ცდილობს.


თუმცა არსებობს მიზეზები, რომლებიც დაგვაფიქრებს, როდის და რისთვის ვიხდით ბოდიშს და რატომ უნდა ამოვიღოთ ჩვენი ყოველდღიური ლექსიკონიდან ეს სიტყვა.


 1. ხშირად წარმოთქმისას ვაუფასურებთ ბოდიშის აზრს
როდესაც ხშირად ვიხდით ბოდიშს, უხერხულად ვართ იმის გამო, რაც ჩვენი ბრალი არ არის, ან საერთოდ არ იმსახურებს მობოდიშებას, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვაკნინებთ ამ სიტყვის გულწრფელობას.
ასე რომ, როცა რამე მნიშვნელოვანი მოხდება, თქვენი „ბოდიში“ საჭირო ძალით ზემოქმედებას აღარ მოახდენს. 


2. წუხილის ხშირად გამოთქმით თავს ინადგურებთ 
ხშირად ბოდიში შეგუების სინონიმია. როდესაც ბოდიშს ვიხდით ისეთ სიტუაციაში, როცა საბოდიშო არაფერი გვაქვს, ამით გარშემომყოფებს ვაჩვენებთ, რომ ისინი უკეთესები არიან, ვიდრე ჩვენ. ეს კი იმის ნიშანია, რომ ჩვენი პიროვნული თვითშეფასება ძალიან დაბალია.
იყავით საკუთარ თავში დარწმუნებული, სხვების შეცდომებზე პასუხს ნუ აგებთ და ნუ იხდით ბოდიშს. თქვენ ცოცხალი ადამიანი ხართ და იმსახურებთ, გარშემომყოფნი თანასწორად აღგიქვამდნენ. 


3. ცდილობთ, გამოასწოროთ სიტუაცია, მაგრამ არ დაუშვებთ კონფლიქტს
ვისაც კონფრონტაცია არ უყვარს და ურჩევნია, ნებისმიერ დათმობაზე წავიდეს, რათა დაძაბული სიტუაცია აიცილოს, უნებლიეთ წარმოთქვამს „ბოდიშს“. ამით ცდილობს, კონფლიქტი მის განვითარებამდე ჩაახშოს. ეს დროდადრო საჭიროა, მაგრამ ზოგიერთ სიტუაციაში აუცილებელია, მაინც კონფლიქტის ბოლომდე აღმოფხვრა დიალოგის გზით მოვახერხოთ.


4. მუდმივი მობოდიშება საცოდავ ადამიანად გაქცევთ
თუ მუდმივად იხდით ბოდიშს, განსაკუთრებით სამსახურში, სულ მალე თქვენი ასეთი საქციელი გარშემომყოფ ადამიანებს შეუქმნის შთაბეჭდილებას, რომ თქვენ არაკომპეტენტური ხართ და მუდმივ უხერხულობას გრძნობთ.
ხშირი მობოდიშება თქვენს პიროვნულ თვითშეფასებაზე აუცილებლად იმოქმედებს. და საბოლოოდ დაიჯერებთ, რომ საცოდავი ადამიანი ხართ.


ასე რომ, ეცადეთ, ყოველ წუთს არ ინანოთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ, თუ ნამდვილად ცდებით, მობოდიშებას გაექცეთ. როცა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებთ, შეგიძლიათ, სიტყვა „ბოდიშის“ ნაცვლად თქვათ: ვწუხვარ, სამწუხაროა, სავალალოა...

წყარო: fb.ru