7 ნიშანი იმისა, რომ პარტნიორი ემოციურად გღალატობთ

ურთიერთობა

13 აგვისტო 22:00, 2017 წელი

როცა გრძნობთ, რომ თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის ერთგვარი გაუცხოებაა, რთული გასარკვევია, ეს დროებითი სიძნელეა თუ ღალატია სახეზე. შესაძლოა, ის ფიზიკურად კვლავ თქვენი ერთგული იყოს, თუმცა ემოციურად თქვენ გვერდით აღარ არის...

თუ თქვენს პარტნიორს სხვასთან აქვს ემოციური რომანი, ეს უფრო რთული მისახვედრია, ვიდრე ფიზიკური ღალატი. ამიტომ, როცა ინტუიცია გკარნახობთ, რომ რაღაც ისე არ არის, ყურადღება მიაქციეთ ამ ნიშნებს. 


1. თქვენ შორის სექსი გაცილებით უკეთესი გახდა... ან საერთოდ აღარ გაქვთ
როცა ადამიანს ემოციური რომანი აქვს, რომელიც ჯერ არ გადასულა ფიზიკურ სტადიაზე, შესაძლოა, არსებულ პარტნიორთან სექსის ხარისხი და რაოდენობა გაიზარდოს. „სასურველის მიმართ ვნება გადამისამართდება პარტნიორზე, რომელიც გვერდით ჰყავს“, - ასე ხსნიან ამას ფსიქოთერაპევტები.
ზოგიერთს კი შესაძლოა, სხვა ქალის სურვილმა არსებულ პარტნიორთან სექსის სურვილი საერთოდ მოუკლას.

2. ის საკუთარ თავში ჩაიკეტა, თითქოს ყველაფრისგან განზე გადგა
თუ თქვენი მამაკაცი სხვა მხრიდან იღებს ემოციურ სიამოვნებასა და ყურადღებას, მას აღარ მოუნდება თქვენთან საკუთარ გრძნობებსა თუ საქმეებზე საუბარი. როცა თქვენი პარტნიორი სხვასთან „ატარებს“ იმ დროს, რომელიც ადრე თქვენ გეკუთვნოდათ, ეს არ დააიგნოროთ - თქვენ თვალწინ საშიში ნიშანია.


3. მეტად გაკრიტიკებთ
გარდა იმისა, რომ საკუთარ თავში ჩაიკეტა, შესაძლოა, დაიწყოს თქვენი გაკრიტიკება ყველაფერში: დაიწუნოს თქვენი მომზადებული კერძები, ფილმების არჩევანი, ხასიათის გარკვეული თვისებები, რასაც ადრე მშვენივრად ეწყობოდა. ეს ყველაზე მძიმე სტადიაა, რადგან იგი, ქვეცნობიერად, თქვენ თავისი ფანტაზიის ქალს გადარებთ.

4. უფრო აქტიურად მოიხმარს გაჯეტებს
თუ უცნაურად მიეჯაჭვა ტელეფონს ან საათებს ატარებს სოციალურ ქსელებში, რაც ადრე დიდად არ აინტერესებდა, ესეც უკვე სერიოზული ნიშანია. როცა დაინტერესდებით, ვის ეკონტაქტება ასე აქტიურად, იგი ეცდება, ფრთხილად შეარჩიოს პასუხი, რომელიც არაფრის მომცემია - აი, ეს უკვე შეიძლება, აღიარებადაც ჩათვალოთ. გულის სიღრმეში, რა თქმა უნდა, იცის, რომ არასწორად იქცევა, ამიტომაც გაურბის კონკრეტული პასუხის გაცემას და ჰგონია, რომ თქვენთვის უმჯობესია, არაფერი გაიგოთ.


 


5. ხშირად ახსენებს მის სახელს
დროდადრო ყველა ვახსენებთ ხოლმე მეგობრების სახელებს, მაგრამ კონკრეტული სახელის მუდმივად ხსენება - ეს უკვე არ არის ნორმალური საქციელია. თუ მისი ვნების ობიექტი თქვენი საახლობლო წრიდანაა, მისი სახელის ხშირად ხსენებით თქვენ მიგანიშნებთ გარკვეული დასკვნებისკენ. შეიძლება, მონდომებით გიმტკიცოთ, რომ მათ შორის მხოლოდ მეგობრობაა, მაგრამ გახსოვდეთ - რაც უფრო ცდილობს, თავის სიმართლეში დაგაჯეროთ, მით უფრო უნდა შეიტანოთ ეჭვი.

6. სხვაგვარად გეკამათებათ
მიაქციეთ ყურადღება: ისეთ თემაზე კამათის დროს, რაზეც ადრეც ხშირად გიკამათიათ, ახალი არგუმენტები ხომ არ მოჰყავს? თუ ასეა, გამოდის, რომ ამ ამბავზე მან თავის ემოციურ პარტნიორთან იწუწუნა, იმ ქალმა კი დაარიგა. ჰოდა, იცოდეთ, რომ ახლა თქვენი მამაკაცისგან სწორედ იმ ქალის კომენტარებს ისმენთ. 

7. აშკარად გრძნობთ, რომ ზედმეტი ხართ
თუ გრძნობთ, რომ თქვენ აღარ ხართ მის ცხოვრებაში მთავარი ადამიანი, პირველს თქვენ არ გიყვებათ თავისი მნიშვნელოვანი ამბების შესახებ, რა თქმა უნდა, თქვენი ურთიერთობა საფრთხის ქვეშაა. ნუ იფიქრებთ, რომ ეს მხოლოდ გეჩვენებათ, გირჩევთ, დიდხანს ნუ გაწელავთ ამ მდგომარეობას - ამით ვერაფერს მოიგებთ. ჯობია, პირდაპირ დაელაპარაკოთ.

თუ თქვენი ეჭვები დადასტურდა, ნუ ჩამოყრით ყურებს - ძველის დასასრული ხომ ყოველთვის ახლის დასაწყისია.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?