ურთიერთობა

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ცხოვრება არასწორ გზაზეა...

fun time

18:00 ორშ. 25 იანვარი, 2021 წელი

8 რჩევა მოტივაციისთვის

14
დაკოპირებულია

სწორედ იქ, სადაც, თქვენი აზრით, დასასრულია, შეიძლება იწყებოდეს მთელი თქვენი ცხოვრება...

1. ტკივილი ადამიანის სულიერი ზრდის შემადგენელი ნაწილია
დიახ, ზოგჯერ ცხოვრება ცხვირწინ მოგვიჯახუნებს ხოლმე კარს და იძულებულს გვხდის, ჩვენი კომფორტის ზონა დავტოვოთ. სწორედ ამ დროს არის აუცილებელი მოძრაობა. არა - ხელების ჩამოშვება, არამედ გამოფხიზლება. დროსთან ერთად დაგავიწყდება ის, რამაც გული გატკინა, მაგრამ ყოველთვის გემახსოვრება ის, რაც ამ ტკივილმა გასწავლა.

2. სანამ ადამიანი ცოცხალია, ყოველთვის არსებობს მეორე შანსი
ღამეს ყოველთვის მოსდევს დილა - ასეთია სიცოცხლის პრინციპი. რაღაცის დასასრული ყოველთვის რაღაც ახლის დასაწყისია. მეორე შანსი ყოველთვის არსებობს, უბრალოდ, ის მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ.

3. წუწუნით ვერაფერს შეცვლით
თავის მართლებით ან სხვისი დადანაშაულებით ვერ უშველით იმ სიტუაციას, რომელშიც დამარცხდით. იმაზე ჩივილით, რაც გუშინ მოხდა, ხვალ ბედნიერი ვერ გახდებით. ბედნიერება - ეს პრობლემების დაძლევის უნარია, რომელიც საკუთარ თავში უნდა იპოვოთ.

4. დაძლეული პრობლემა მენტალურად გაძლიერებთ
ნუ დარჩებით მსხვერპლად, ნუ იცხოვრებთ შიშის ქვეშ. ნუ იქნებით ორიენტირებული გადარჩენაზე, იყავით ორიენტირებული თვითდამკვიდრებაზე. მერე რა, რომ გატკინეს? მიიღეთ ეს გაკვეთილად, ამოისუნთქეთ, საკუთარ თავს უთხარით: „მე ამას მოვერევი“ და ცხოვრება უფრო ძლიერმა გააგრძელეთ.

5. ყოველი მოგვარებული პრობლემა ერთი ნაბიჯია წინ, განვითარებისკენ
თუ ადამიანი თვითონ არ არის მომართული განვითარებისკენ, მაშინ მას ცხოვრება სხვადასხვა პრობლემების წამოჭრით აიძულებს ამას. ნებისმიერი დაბრკოლება – ეს არის მინიშნება, განვითარების უახლოესი სივრცე. ნებისმიერ ნეგატივში ჩადებულია უდიდესი რესურსი, ნებისმიერი მინუსი შეგვიძლია, ვაქციოთ დიდ პლუსად!

6. სხვისი ნეგატიურობა თქვენი დარდის მიზეზი არ უნდა გახდეს
ნუ დაუშვებთ, რომ ვიღაცის კრიტიკის გამო საკუთარი თავის რწმენა დაკარგოთ. ნუ შეიცვლებით მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას სურს ასე. იყავით რეალურად დამოუკიდებელი. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ სხვისი სურვილებით ივხოვრო.

7. ის, რაც მოსახდენია, მოხდება
ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც თქვენ გსურთ, მაგრამ ისწავლეთ ასეთი მომენტების მიღებაც. წუწუნის ნაცვლად, მიენდეთ ინტუიციას, გარისკეთ, დაკარგეთ და მოიპოვეთ, მიიღეთ გამოცდილება. დააფასეთ ცხოვრება და საბოლოოდ მიხვალთ იქ, სადაც თქვენი ადგილია.

8. ყოველთვის უნდა შეძლოთ წამოდგომა და ცხოვრების გაგრძელება
მოიკიბეთ გამბედაობა და ნუ შეგეშინდებათ ახალი ნაბიჯის გადადგმის. შეიყვარეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც რეალურად ხართ, იცხოვრეთ მარტივად და ნუ დაგავიწყდებათ, რომ სწორედ იქ, სადაც ფიქრობთ, რომ დასასრულია, შეიძლება იწყებოდეს მთელი თქვენი ცხოვრება...


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!