საკნატუნო ამბები

რაც უფრო ბედნიერია ქალი, მით უფრო უბრალოდ აცვია

fun time

12:54 სამ. 21 დეკემბერი, 2021 წელი

ჩაცმის სტილი და
ბედნიერების ინდექსი

14
დაკოპირებულია

დიახ, არ გაგეღიმოთ - ჩაცმის მანერასა და ბედნიერებას შორის მჭიდრო კავშირზე გაეროს ყოველწლიური კვლევის მიხედვით შეიძლება მსჯელობა. თუ შევხედავთ, რომ 2021 წელს მსოფლიო ბედნიერების ინდექსის (WHR) მიხედვით, მაგალითად, დიდ ბრიტანეთი - მე-17 ადგილზეა, აშშ - მე-19 ადგილზე, არაბეთის გაერთიანებული საამიროები - 25 ადგილზე, ნათელი ხდება, რომ ბედნიერებას, გარდა ეკონომიკური მაჩვენებლისა, ბევრი სხვა რამ სჭირდება.

2021 წელს ბედნიერი ქვეყნების ათეული ასეთია:

  1. ფინეთი
  2. დანია
  3. შვეიცარია
  4. ისლანდია
  5. ნიდერლანდები
  6. ნორვეგია
  7. შვედეთი
  8. ლუქსემბურგი
  9. ახალი ზელანდია
  10. ავსტრია

და იცით, რა აერთიანებს ამ ქვეყნებს?

გარდა იმისა, რომ მათთან ძალიან მაღალია ცხოვრების დონე და გასაოგნებელია სოციალური სტანდარტები, ამ ქვეყნების მოსახლეობას, მოდური ბლოგერების დაკვირვებით, ჩაცმის მიმართ ძალიან მარტივი დამოკიდებულება აქვს.

მათთვის მთავარია, სამოსი იყოს კომფორტული, აცვიათ ჯინსები და მაისურები, კედები და ბოტასები. მეტსაც გეტყვით - დანიაში ან ჰოლანდიაში შეიძლება ერთი შეხედვით ვერც გაარჩიოთ თქვენკენ ზურგით მდგარ წყვილში რომელია გოგო და რომელი - ბიჭი, იმდენად ერთნაირად არიან გამოწყობილები.

ცოტა ხნის წინ შვედეთიდან ჩამოსული ქართველი ბიჭი აღშფოთებული ლაპარაკობდა იქაურ გოგოებზე - „ეს რა არის, როგორ აცვიათ, შეხედვა არ მოგინდება“. არადა შვედეთი ბედნიერი ქვეყნების პირველ ათეულშია და ამ კვლევის ავტორები არა მხოლოდ ობიექტურ მონაცემებს, არამედ მოსახლეობის სუბიექტურ განწყობებსაც ეყრდნობიან.

ესე იგი, შვედი ქალები ბედნიერები არიან და ამასთანავე, არ დადიან შებოჭილები ფანქარი-ქვედაკაბებით, 10-სანტიმეტრიანი ქუსლებით, ყოველდღიური მძიმე მაკიაჟით და სალონში საგულდაგულოდ დაწყობილი თმით, თითქოს ფეშენ-ინდუსტრიის ექსპონატები იყვნენ.

ის ქვეყნები კი, რომლებიც მოდის კანონმდებლებად მიიჩნევა და რომელთა ქუჩებში Street Style ფოტოგრაფები ყოველ ნაბიჯზე აფიქსირებენ უნაკლო მოდურ ტრენდებს, ბედნიერი ქვეყნების სიაში მოკრძალებულ ადგილებზე არიან:

  • საფრანგეთი - 31-ზე
  • ესპანეთი - 27-ზე
  • იტალია - 28-ე ადგილზეა!

***

იქნებ, მართლაც, როცა ქალი დაცული და დამშვიდებულია, როცა არ უწევს ყოველდღიურად საკუთარი სტატუსის დემონსტრირება, ჯინსებსა და ბოტასებშიც ბედნიერია და ცხოვრებით ტკბება?

თქვენ როგორ ფიქრობთ - ბედნიერებისა და კმაყოფილების შეგრძნება მართლაც მოქმედებს ჩაცმულობაზე, თუ ეს უბრალოდ დამთხვევაა?

ცნობისათვის:

გაეროს მსოფლიო ბედნიერების 2021 წლის ანგარიშის თანახმად, რომელიც „Gallup“-ის მიერ, მსოფლიოს 146 ქვეყანაში ჩატარებულ კვლევას ეფუძნება, საქართველო ბედნიერების ინდექსი 2021-ის სიაში 106-ე ადგილზეა.

ბედნიერების შეფასება კეთილდღეობის სხვადასხვა მაჩვენებლით ხდება, სადაც შემოსავალი (მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე) ერთ-ერთია და არა - ყველაზე აუცილებელი.

დანარჩენი მთავარი კრიტერიუმებია:

  • მოქალაქეების სუბიექტური კმაყოფილების გრძნობა;
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა;
  • უთანასწორობის დონე (გამოითვლება სიცოცხლის ხანგრძლივობასა და კეთილდღეობის მონაცემებზე დაყრდნობით);
  • მეგობრებისა და ნათესავებისგან მხარდაჭერის მიღების დონე (სიკეთე, ქველმოქმედება);
  • ეკოლოგიური კვალი...

p.s. ბუტანი - ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც ბედნიერების სამინისტრო არსებობს, თუმცა 2021 წელს Gallup-მა, ტექნიკური მიზეზების გამო იქ კვლევის ჩატარება ვერ მოახერხა. ეს განმარტებულია ანგარიშში და იქვე გამოხატულია გაეროს პატივისცემა ამ ქვეყნის ხელისუფლების მიმართ, რომელიც ყველაფერს აკეთებს ხალხის ბედნიერებისთვის.

🔰:

5 მიზეზი, რის გამოც 55 წლის შემდეგ ქალი „ბებიას“ ემსგავსება

ქალების ჰოროსკოპი კაცებისთვის

კვლევა: ქალები უშნო კაცებთან უფრო ბედნიერები არიან


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები